Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ზედა და ქვედა კოლონტიტული, რედაქტირება, დიზაინი, ფორმატი
მოგესალმებით
პირველ რიგში განვმარტოთ თუ რა არის კოლონტიტული. კოლონტიტულის სახით ტექსტში ყველაზე ხშირად არის წარმოდგენილი ნაწარმოების ძირითადი ან ქვეთავის სათაური, თარიღი, გვერდის ნომერი და ა.შ. ანუ ისეთი სპეციფიკური ტექსტები, რომელიც ყველა გვერდზე უნდა განმეორდეს. მაგალითად გაზეთის სათაური, ნომერი და თარიღი.
მიაქციეთ ყურადღება, რომ კოლონტიტულში განთავსებული ტექსტები და ფიგურები ქაღალდის ვერსიაშიც იბეჭდება.
ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტურ დოკუმენტში
ზედა და ქვედა კოლონტიტულის ჩასმას,
რედაქტირებას,
კოლონტიტულის დიზაინის შეცვლას,
კოლონტიტულის ფორმატის შეცვლას.
ვიდეოინსტრუქციის უკეთ აღსაქმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტექსტი. მე კი გამოვიყენებ ტექსტს „საქართველოს დიდი ქალაქები“
ტექსტში კოლონტიტულების ჩასასმელად მენიუს ზოლში თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ დააჭირეთ წარწერას INSERT. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. ამის შემდეგ, თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ პიქტოგრამას Header. ამ მოქმედების შედეგად მიღებულ დაფაზე შეგიძლიათ აირჩიოთ ზედა კოლონტიტულის მოწყობის უკვე გამზადებული ვარიანტები, აგრეთვე, დაარედაქტიროთ არჩეული კოლონტიტული, ან, სულაც, წაშალოთ ის. დააჭირეთ, რომელიმე გამოსახულებას, მაგალითად რეტრო. ამ მოქმედების შედეგად ზედა კოლონტიტულში ჩაისმევა კოლონტიტულის გამზადებული ფორმა. მიაქციეთ ყურადღება, რომ მენიუს ზოლში დაემატა 3 ინსტრუმენტი: ცხრილთან მუშაობის საშუალებები და ზედა და ქვედა კოლონტიტულის საშუალებები. ცხრილი დაემატა იმიტომ, რომ თქვენ მიერ ჩასმული კოლონტიტული აწყობილია ცხრილის ფორმატზე. პირველ რიგში, მივუთითოთ დოკუმენტის სათაური, ანუ ის ინფორმაცია, რომლის ჩასმაც გვინდა სათაურში. მოდით, დავაკვირდეთ ამ დოკუმენტს. თქვენ ახლა იმყოფებით დოკუმენტის პირველ გვერდზე. დიზაინიდან და პოლიგრაფიის წესებიდან გამომდინარე, ალბათ, არ არის სასურველი იმ ფორმის დოკუმენტს, რომელსაც ახლა უყურებთ არ ჰქონდეს კოლონტიტული, ამიტომ, მოდით კოლონტიტულის პარამეტრებში ავირჩიოთ ბრძანება- განსხვავებული პირველი გვერდი. შედეგად თქვენ ხედავთ, რომ პირველი გვერდიდან კოლონტიტულის ფორმა წაიშალა. დავაკვირდეთ მეორე გვერდს- დანარჩენ გვერდებზე ეს კოლონტიტული არსებობს. მოდით, შევავსოთ მეორე გვერდზე კოლონტიტული. ტექსტი ალბათ იქნება- „საქართველოს დიდი ქალაქები“. გადავიყვანოთ ქართულ ენაზე და ავკრიფოთ ტექსტი. ტექსტი შეგიძლიათ Home ინსტრუმენტების ბრძანებებით გავაფორმოთ თქვენი შეხედულებისამებრ: გავამუქოთ, დავხაროთ და ა.შ. ყველა ეს მოქმედება ძალიან მარტივად სრულდება. ამ კოლონტიტულის ფორმაში უნდა ჩაისვას თარიღი. სპეციალური ფორმაც კი არსებობს ამისთვის. დავაჭიროთ და ავირჩოთ დღევანდელი თარიღი. ვხედავთ, რომ ის ავტომატურად ჩაისვა. გადადით View რეჟიმში და სცადეთ რამდენიმე გვერდის ერთად ჩვენების ვარიანტი. როგორც ჩანს, პირველ გვერდს არ აქვს კოლონტიტული, ხოლო დანარჩენ გვერდებზე ჩასმულია ზედა კოლონტიტული, სადაც გვაქვს წარწერა- „საქართველოს დიდი ქალაქები, ხოლო მარჯვენა ნაწილში ჩასმულია თარიღი. აგრეთვე, კოლონტიტულების დიზაინში შეიძლება მიეთითოს მარჯვენა და მარცხენა გვერდების განსხვავება. ამ შემთხვევაში, ჩავსვათ ლუწი გვერდების კოლონტიტული, მაგრამ ამ შემთხვევაში კოლონტიტული ჩავსვათ კოლონტიტულის დიზაინის დაფიდან (საუბარია ზედა კოლონტიტულზე).
ახლა ვისაუბროთ განსხვავებულ მარჯვენა და მარცხენა გვერდებზე. კოლონტიტულის ეს ფუნქცია თქვენ დაგჭირდებათ იმ სიტუაციაში, როდესაც მუშაობთ: წიგნზე, ჟურნალზე, გაზეთზე, ანუ, დოკუმენტებზე, რომლებსაც გაშლილი გვერდები გააჩნია, ანუ, ორივე მხარეზე იბეჭდება. ამ ფუნქციის სანახავად წავშალოთ ახალი კოლონტიტული, ოღონდ, უკვე კოლონტიტულების ჩასმის ინსტრუმენტების დაფიდან. მონიშნეთ განსხვავებული მარჯვენა და მარცხენა გვერდების პიქტოგრამა. ამ პიქტოგრამის დახმარებით უკვე გაჩნდა წარწერები: Even Page Header და Odd Page Header, ანუ ლუწი და კენტი გვერდების კოლონტიტულები. ლუწი გვერდის კოლონტიტულების ჩასასმელად დააჭირეთ შესაბამის ფიგურას. ზედა კოლონტიტულების პიქტოგრამიდან ამოირჩიეთ ლუწი გვერდის კოლონტიტულის გამზადებული ფორმა. კლავიატურა გადაიყვანეთ ქართულ კლავიატურაზე და გაუკეთეთ წარწერა- „საქართველოს დიდი ქალაქები“. შეგიძლიათ Home ინსტრუმენტების დაფიდან შეცვალოთ წარწერის პარამეტრები. შრიფტის ფერი ავირჩიოთ მუქი ლურჯი. როგორც ჩანს, სამწუხაროდ ტექსტის ნაწილი დაიკარგა. ამ პრობლემის გადასაჭრელად დავუბრუნდეთ View რეჟიმს, გვერდი გამოვიტანოთ გვერდის სიგანეზე, შემდეგ, მოვნიშნოთ დეკორატიული ფიგურა და Format ინსტრუმენტების დახმარებით ვეცადოთ ტექსტის უკან გადაწევა. წესით, ამან უნდა უშველოს. კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, არის- პირველი სტრიქონის ოდნავ გადაწევა. დამეთანხმებით, რომ ასე უფრო ლამაზი გამოდის. ახლა გადავიდეთ კენტი გვერდების გაფორმებაზე- დავაჭიროთ ზედა კოლონტიტულს, ინსტრუმენტების დაფას Design და ღილაკს Header- კენტი გვერდებისთვის გამზადებული დიზაინი. აქაც გავაკეთოთ წარწერა- „საქართველოს დიდი ქალაქები“. კლავიატურა გადაიყვანეთ ქართულ ენაზე და გააკეთეთ წარწერა. მონიშნეთ ტექსტი, Home ინსტრუმენტების დაფიდან შეგიძლიათ აირჩოთ: შრიფტი, შრიფტის ფერი და ზომა. ვფიქრობ, რომ სასურველია ეს ტექსტი ჩავასწოროთ მარჯვენა მხარეს. ისევ დაგვეკარგა ტექსტი. მონიშნეთ გაფორმების ფიგურა, სურათების ფორმატიდან გადაიყვანეთ ტექსტის ქვევით და ვფიქრობ, რომ სასურველია ტექსტი ოდნავ გამოვწიოთ ფიგურიდან. View რეჟიმში დავაკვირდეთ ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს შემცირებული მასშტაბით. გადავიდეთ ჩვეულებრივ რეჟიმზე და ხედავთ, რომ 2-ე და 3-ე გვერდები ასეთი სახით იქნება. ახლა ჩავსვათ ქვედა კოლონტიტული. ქვედა კოლონტიტულში უფრო უპრიანია ჩაისვას გვერდის დანომვრის ნიშანი. ქვედა კოლონტიტულის ჩასასმელად თაგვის მარცხენა კლავიშით მენიუს ზოლში დააჭირეთ ინსერთ წარწერას, მიღებული ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამას- Footer, ამოირჩიეთ ქვედა კოლონტიტულის გამზადებული ვარიანტი, ასევე კოლონტიტულების დიზაინის ინსტრუმენტთა დაფიდან შესაძლებელია გვერდის ნომრის ჩასმა. მუშაობის დასრულების შემდეგ დააჭირეთ X ღილაკს, ან კოლონტიტულის არეს გარეთ თაგვის მარცხენა კლავიშით ორჯერ სწრაფად უნდა დააჭიროთ. ორივე მოქმედებით თქვენ დატოვებთ კოლონტიტულის ველს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კოლონტიტულის ზოლში გადასვლა შესაძლებელია კოლონტიტულის არეში თაგვის მარცხენა კლავიშის ორჯერ სწრაფად დაჭერით, გამოსვლაც თაგვის დახმარებით არის შესაძლებელი. ისევ გადავიდეთ ქვედა კოლონტიტულის არეში და ვნახოთ ინსტრუმენტების დაფაზე გვერდის დანომვრა. ძალიან ხშირად, გვერდის ნომერს სვამენ გვერდის ქვედა ნაწილში, ამოირჩიეთ სამკუთხედის ვარიანტი, გადადით კენტ გვერდებზე, დააჭირეთ Page Number პიქტოგრამას Bottom of Page-დან აირჩიეთ კენტი გვერდების შესაბამისი გვერდის ნომრის ნიშანი. ამის შემდეგ, დავხუროთ კოლონტიტულის ინსტრუმენტების დაფა.
კოლონტიტულში, ასევე, შესაძლებელია ჩაისვას თარიღი. თარიღის კოლონტიტულში ჩასასმელად დააჭირეთ კოლონტიტულის არეს (ამ შემთხვევაში ქვედა კოლონტიტულს), კოლონტიტულის დიზაინის ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ Date and Time ღილაკს, დააჭირეთ რომელიმე შემოთვაზებულ ვარიანტს და დააჭირეთ ღილაკს OK. Language დაფიდან შეგიძლიათ ამოირჩიოთ რამდენიმე ენა, Update ღილაკის ჩართვის შემთხვევაში ყოველდღე იმ ადგილას სადაც თარიღს ჩავსვამთ მითითებული იქნება მიმდინარე დღის თარიღი. როცა ეს ღილაკი გამორთულია, თარიღი არ შეიცვლება და იქნება ის თარიღი, რომელიც ამ ფუნქციის ჩასმის დროს იყო. თარიღის ჩასმა დაასრულეთ ღილაკით OK.
Position ჯგუფში შესაძლებელია მიეთითოს კოლონტიტულის დაცილება ფურცლის კიდედან, ხოლო Footer-ის შემთხვევაში კოლონტიტულის დაცილება ფურცლის ქვედა კიდედან. რაც შეეხება კოლონტიტულისთვის გამოყოფილ ადგილს, მისი მითითება შესაძლებელია Page Layout ღილაკიდან ჯგუფში Page Setup. Page Setup დაფაზე Layout დანართში იგივე ბრძანებებია გამოტანილი, რაც დიზაინის ვარიანტში გვქონდა. აქაც შეგიძლიათ მიუთითოთ განსხვავებული ლუწი და კენტი გვერდები და განსხვავებული პირველი გვერდი. ცვლილებები უნდა დაასრულოთ OK ღილაკზე დაჭერით.
გაითვალისწინეთ, კოლონტიტულისთვის გამოყოფილი ადგილის მითითება, გაზრდა, ან შემცირება შესაძლებელია სახაზავიდან. აქ შესაძლებელია ქვედა კოლონტიტულისთვის გამოყოფილი ადგილის დამატება. სახაზავზე, ან PAGE LAYOUT ღილაკში შეტანილი ცვლილებები აისახება იგივე კოლონტიტულების შესაბამის დაფაზე. ხედავთ, რომ ზევიდან მითითებულია- 1.7სმ. ქვევიდან- 5 სმ. დავასრულოთ Close ღილაკით.
კიდევ ერთხელ გაიხსენეთ: შეგიძლიათ თუ არა ზედა და ქვედა კოლონტიტულის ჩასმა; განსხვავებული კოლონტიტულების ჩასმა პირველ, ლუწ და კენტ გვერდებზე; შეგიძლიათ, თუ არა კოლონტიტულის დიზაინის შეცვლა; კოლონტიტულზე მუშაობის რეჟიმიდან გამოსვლა; ან კოლონტიტულის რედაქტირება.
შევაჯამოთ ნანახი ვიდეოინსტრუქცია.
თქვენ ნახეთ
ზედა და ქვედა კოლონტიტულის ჩასმა
რედაქტირება,
კოლონტიტულის დიზაინის შეცვლა
კოლონტიტულის ფორმატის შეცვლა
გმადლობთ ყურადღებისთვის!