Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
სქოლიოს ჩასმა, რედაქტირება, ფორმატი მოგსალმებით პირველ რიგში განვმარტოთ თუ რა არის სქოლიო. ვიკიპედიის თანახმად: ციტატა: „სქოლიო — არის დამატებითი ტექსტი (განმარტება, წყარო, რედაქტორის შენიშვნა და ა. შ.), რომელიც მოთავსებულია სვეტის ძირში იმავე გვერდზე სადაც განსამარტი სიტყვაა მოთავსებული.. ძირითადი ტექსტისგან გამოყოფილია სწორი ხაზით. სქოლიოს აწყობენ უფრო წვრილი კეგელით და დასმული აქვს ნიშანი (ციფრი ან ვარსკვლავი), რომელიც ძირითადი ტექსტის განსამარტავ ნაწილთან დასმული ნიშნის იდენტურია. იშვიათად სქოლიო მთელი ტექსტის ბოლოშიც არის განთავსებული. სქოლიოს ნუმერაცია ან მიყოლებულია, ან დალაგებულია ქვეთავების მიხედვით. სქოლიოს სახით შეიძლება წარმოდგენილი იყოს უცხო სიტყვის თარგმანი, ტექსტში მოტანილი ციტატის წყარო ან ტექსტის რაიმე ნაწილის განმარტება, შენიშვნა, კომენტარი და ა.შ. მიაქციეთ ყურადღება, რომ სქოლიო კომენტარისგან განსხვავებით ქაღალდის ვერსიაში იბეჭდება. ხოლო კომენტარის ქაღალდზე დაბეჭდვას ბეჭდვის პარამეტრებში სპეციალური ფუნქციის ჩართვა სჭირდება ტექსტში სქოლიოს ჩასასმელად მენიუს ზოლში თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ დააჭირეთ წარწერას REFERENCE. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. თაგვის კურსორით დააჭირეთ იმ სიტყვის ბოლოში, რომლის განმარტებაც გინდათ. მაგალითად: 1795 წელი. (ანუ კურსორი გადაიყვანეთ განსამარტი სიტყვის ბოლოში). ამის შემდეგ თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ პიქტოგრამას Insert Footnote. ამ მოქმედების შედეგად კურსორი გადავა ფურცლის ბოლოში, დაემატება გამყოფი ხაზი და სტრიქონის წინ გაჩნდება სქოლიოს ნომერი. ამ ნომრის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ აკრიფოთ სქოლიოს ტექსტი.ასევე დავამატოთ მეორე სქოლიო, კურსორი გადავიყვანოთ 1905 წელზე, დააჭირეთ ღილაკს Insert Footnote და თქვენ ხედავთ სქოლიო ჩაისვა ახალ გვერზე. ეს მოხდა იმითომ რომ სქოლიო და ტექსტი ერთ გვერზე ვერ დაეტია, ანუ იმ ფუნქციებზე გამოყენებით რაც ამ ტექსტში ჩართულია სქოლიო მოთავსებული უნდა იყოს იმავე გვერზე სადაც განტავსებულია ტექსტი, დავასრულოთ მეორე სქოლიოს რედაქტირება. დავუბრუნდეთ ძირითად ტექსტს. სქოლიოს სულ უფრო ხშირად იყენებენ წყაროების მისათითებლად. სიტვაზე, თუ ტექსტი არის გარკვეულ წყაროდან, შეგვიძლია ის მოვიხსენიოთ სქოლიოში, ამისათვის კურსორი დავაყენოთ ტექსტის ბოლოში, ისევ დააჭირეთ ღილაკს REFERENCE - Insert Footnote და ყურადღება მიაქციეთ სქოლიოს დანომვრას, სანამ ახალ სქოლიოს ჩავსვამდეთ 1975 წლის განმარტება იყო პირველი ნომერი სქოლიო, მაგრამ ვინაიდან ახალი სქოლიო რომელსაც ჩვენ ვსვავთ განთავსებულია პირველი ნომერი სქოლიოს წინ, შესაბამისად სქოლიოს ნომერიც იკნება პირველი. დავასრულოთ ახალი სქოლიოს ჩასმა, აგრეთვე ყურადღება მიაციეთ აქამდე არსებულ მეორე სქოლიოს. მეორე ნომერი სქოლიო იყო 1945 წელი, ის გახდა მესამე ნომერი, აგრეთვე ტექსტშიც მოხდა ცვლილება. თუ თაგვის კურსორს მიიყვანთ სქოლიოს აღნიშვნასთან, მაშინ პატარა ჩარჩოში გამოჩნდება სქოლიოს ტექსტი. გაითვალისწინეთ კიდევ ერთი თავისებურება: თუ მონიშნავთ ტექსტს გარკვეული მოქმედებების შესასრულებლად, სქოლიოს ტექსტი არ მოინიშნება ამ ჩამონათვალში. თუ გავზრდით შრიფტის ზომას ეს არ შეეხება სქოლიოს, ალბად ეს ასეც უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ სქოლიოს ტექსტზე გამოიყენოთ ყველა ის ფუნქცია რაც შეეხება ტექსთის დაფორმატებას. ეხლა ვნახოთ სქოლიოს სხვა ფუნქციები. ისევ დავაჭიროთ REFERENCE, REFERENCE ინსტრუმენტების დაფაზე დავაჭიროთ ქვემოთ მიმართულ ისარს. ამ ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სქოლიოს განლაგება, Insert Footnote შეიძლება განთავსებული იყოს გვერდის ბოლოში ან ტექსტის დასრულებისთანავე, დავაჭიროთ ღილაკს Apply. ამ გვერდზე შეიძლება შესამჩნევი არც არაფერი არ არის, მაგრამ ამ გვერდზე უკვე ჩანს თუ რა მოქმედებას აკეთებს აი ეს ბრძანება. ვნახოთ მანამდე როგორ იყო ტექსტი გაკეთებული, ამწუთას ტექსტი განთავსებულია გვერდის ბოლოში, ხოლო ტექსტის ქვემოთ ღილაკით შეგვიძლია ტექსტთან უფრო ახლოს მივიტანოთ ჩვენი სქოლიო. ალბათ სასურველია დავტოვოთ ისევე ისე როგორც იყო Bottom of page შემდეგი ფუნქცია არის Endnote-ს ჩასმა. Endnote არის ისეთი სქოლიო რომელიც ჩაისმება მთელი ტექსტის ბოლოში (დაიბადა 1944 წელს). სქოლიოზე შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი ფუნქციები. სქოლიოს დანომვრა იყოს ლათინური ან არაბული ციფრებით ან სპეციალური სიმბოლოებით, დავაჭიროთ ღილაკს Apply და თქვენ უკვე ხედავთ, რომ ფიფქი, ჯვრები და რაღაც სპეციალური სიმბოლოებით დაინომრა ჩვენი სქოლიო დავაჭიროთ ღილაკს უაროფა, არგეთვე შესაძლებელია რაღაც გარკვეული სახის სიმბოლოების გამოყენებაც. Footnote ჯგუფიდან შესაძლებელია სქოლიოების დანომვრა თავიდან დაიწყოს ყოველ გვერდზე. ამისთვის უნდა დააჭიროთ Restart each page ღილაკს და უნდა დააჭიროთ ღილაკს Apply. ხედავთ რომ პირველ გვერდზე არის პირველი ნომერი სქოლიო, ხოლო შემდეგ გვერდზე უკვე თავიდან იწყება დათვლა (დააკვირით ქვევითა ნაწილში სქოლიოს ნომრებს). აქვე შესაძლებელია რომ ეს ცვლილებები შეეხოს მთელ დოკუმენტს ან გარკვეულ ნაწილს. სქოლიოს წაშლა - ეს ძალიან მარტივია, ამისათვის თაგვის კურსორი გადაიყვანეთ იქ სადაც მითითებულია სქოლიოს ნიშანი (ჩვენ შემთხვევაში ერთიანი Backspace კლავიშით წაშალეთ აი ეს ერთიანი, კიდევ ერთხელ დააჭირეთ, როგორც ხედავთ წაიშალა ეს ნიშანი. მეორე სქოლიოს გადანომვრა მოხდება ავტომატურად, აქამდე ეწერა ერთიანი, ეს იყო მეორე სქოლიო, 1945 იყო მეორე სქოლიო და ის გახდა პირველი ნომერი, შესაბამისად ქვედა ნაწილშიც, სქოლიო ადგილშიც ეს ცვლილებები აისახება, ანუ წაიშლება პირველი სქოლიო, დააკვირდით რა იყო აქამდე, ვნახოთ აბა, განმარტებული იყო 1795 წელს გამართული კრწანისის ბრძოლა, ხოლო შესაბამის ნიშნის წაშლის შემდეგ წაიშლება ეს სქოლიოც. ყურადღება მიაქციეთ, თუ თქვენ აქ წაშლით სქოლიოს, სქოლიოს ნიშანი მაინც დარჩება, უბრალოდ ტექსტი არ იქნება მასზე გამოტანილი. შევაჯამოთ ნანახი ვიდეო ინსტრუქცია. თქვენ ნახეთ; • სქოლიოს ჩასმა, • სქოლიოს რედაქტირება და ცვლილებების შეტანა სქოლიოში. მადლობა ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული