Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ჩამოშლადი სარჩევი მოგესალმებით ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტურ რედაქტორში შექმნათ ასაკეცი და ჩამოსაშლელი სათაური. ამ ვიდეოინსტრუქციის უკეთ აღსაქმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტექსტი, მე კი გამოვიყენებ სიმულაციურ ტექსტს ‘’საქართველოს დიდი ქალაქები’’. ეს ტექსტი სპეციალურად ვორდში ჩამოსაშლელი და ასაკეეცი სათაურების ფუნქციების სანახავად არის შექმნილი. იმისთვის, რომ გაიაზროთ, რისი გაკეთება მოგვიწევს, წინასწარ დააკვირდით საბოლოო პროდუქტს. თქვენ ახლა ხედავთ სტატიის ‘’საქართველოს დიდი ქალაქები’’ სათაურებს ნაწილობრივ აკეცილ მდგომარეობაში. ესეიგი, უნდა გავაკეთოთ ისეთი სათაურები, რომელთა აკეცვა და ჩამოშლა შეგვიძლია. ისევე, როგორც მე ახლა ამას ვაკეთებ. ამ ფუნქციების სანახავად თქვენ დაგჭირდებათ ისეთი ინსტრუმენტების ცოდნა, როგორიცაა სტილი. სტილების მუშაობის უკეთ გასაცნობად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოგაკვეთილი ამავე ვებგვერდიდან. იმისათვის, რომ ამ ფუნქციამ იმუშაოს, საჭიროა ტექსტები გაფორმებული იყოს შესაბამისი სტილებით. ჩვენს სიტუაციაში ქალაქების ჩამონათვალი გაფორმებული უნდა იყოს სტილით- „ქალაქი“, ქვესათაური- სტილით „ქვესათაური“, ხოლო ქვესათაურის შიგნით არსებული ქვესათაურები- სტილით „ქვეს-პატარა“. თქვენ ახლა ხედავთ სამივე სტილის სათაურებს. მეოთხე სტილი- „მონღოლების შემოსევა საქართველოში“ უბრალოდ გამუქებულია და მასზე ცალკე სტილი არ არის გამოყენებული. იმისათვის, რომ სტილებს ჰქონდეთ აკეცვის ფუნქცია, უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად- სტილების გალერეაში თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ სტილის დასახელებას, დააჭირეთ ღილაკს- Modify, შემდეგ Format დაფაზე აირჩიეთ Paragraph და Outline Levels ჩამონათვალში აირჩიეთ სტილის დონე. ჩვენ მიერ მითითებული სტილი- „ქალაქი“ არის პირველი დონის სტილი. ამ ცვლილებების შეტანის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს- OK. აგრეთვე, შემდეგ დაფაზეც დააჭირეთ ღილაკს- OK. ავირჩოთ სტილი- „ქვესათაური“, ამის შემდეგ, თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ სტილს „ქვესათაური“, მიღებულ დაფაზე დააჭირეთ Modify, დააჭირეთ ღილაკს- Format, შემდეგ- წარწერას- Paragraph, Outline Levels ჩამონათვალში აირჩიეთ მეორე დონე- Level 2, დააჭირეთ ღილაკს OK, შემდეგ დაფაზეც- OK. ასევე შევცვალოთ მესამე სტილი- „ქვეს-პატარა“. დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით, დააჭირეთ ღილაკს- Modify, Format, შემდეგ- წარწერას- Paragraph, და ჩამონათვალში აირჩიეთ Level 3. დააჭირეთ ღილაკს- OK, შემდეგ დაფაზეც- OK. დავუბრუნდეთ წარწერას- „თბილისი“. ამ მოქმედების შემდეგ მარცხენა მხარეზე გაჩნდა პატარა სამკუთხედი, რომელიც დონეების მიხედვით ტექსტის აკეცვის საშუალებას მოგვცემს. რაც შეეხება გახსნას,- იგივე ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია გაიხსნას ტექსტი მთლიანად. შეგვიძლია ავკეცოთ- „შესავალი“, „ისტორია“, „ადმინისტრაცია და პოლიტიკა“, „კულტურა“, „მოსახლეობა“, „ბუნებრივი პირობები“, „კლიმატი“, „ტრანსპორტი“, „დაძმობილებული ქალაქები“ და „ცნობილი თბილისელები“. კიდევ ერთი ტექსტი არის გამოყენებული- „ლიტერატურა“. რაც შეეხება გახსნას, თაგვის მარჯვენა კლავიშით შეგიძლიათ გახსნათ, ან დახუროთ სათაური, გაშალოთ ყველა სათაური, ან აკეცოთ ყველა სათაური. შევაჯამოთ ნანახი ვიდეოინსტრუქცია. იმისთვის, რომ ტექსტს დაემატოს აკეცვის ფუნქცია, თქვენ დაგჭირდებათ, რომ ტექსტი დამუშავებული იყოს რომელიმე სტილით, ხოლო სტილებში Modify ფუნქციის დახმარებით Paragraph-ში უნდა იყოს მიუთითოთ აკეცვის დონე. გმადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული