Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:3000:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:3000:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
დოკუმენტის დაცვა
მოგესალმებით
ამ ვიდეოგაკვეთილში ვეცდები განახოთ თუ როგორ შეიძლება ტექსტური დოკუმენტის დაცვა. კერძოდ, დოკუმენტის მონიშვნა, როგორც საბოლოო ვერსია და დოკუმენტის პაროლით დაცვა. აგრეთვე პაროლის მოხსნას.
იმისთვის რომ გაიაზროთ რისი გაკეთება გვინდა, დააკვირდით საბოლოო პროდუქტს. ფაილი რომლის გახსნასაც ახლა ვცდილობ, დაცულია პაროლით და მონიშნულია როგორც დოკუმენტის საბოლოო ვერსია. ამ ფაილის გახსნის შემთხვევაში უნდა შეიყვანოთ პაროლი და თუ არ გეცოდინებათ, ვერ შეძლებთ მის წაკითხვას ან რედაქტირებას. სწორი პაროლის შეყვანის შემდეგ კი ყვითელ ზოლზე თქვენ ხედავთ შეტყობინებას, რომ დოკუმენტის რედაქტირება დასრულებულია და ეს არის საბოლოო ვერსია. ეს ფუნქციები ცალ-ცალკე ფუნქციებია და მეც ასე შემოგთავაზებთ.
ვიდეოინსტრუქციის უკეთ აღსაქმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტექსტი. მე კი სიმულაციისთვის გამოვიყენებ ამავე ვიდეოგაკვეთილის ტექტს, ეს ტექსტი განთავსებულია ამავე ვებგვერდზე და შეგიძლიათ კოპირებით გადმოიტანოთ თქვენს კომპიუტერში..
დოკუმენტის დასრულებულ ვერსიად მონიშვნა
იმისთვის, რომ დოკუმენტი დასრულებულ ვერსიად მონიშნოთ, მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას FILE და შემდეგ INFO დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამას Protect Document. მიღებულ დაფაზე კი დააჭირეთ პიქტოგრამას Mark as Final. შემდეგ ორივე შეტყობინებას უნდა დაეთანხმოთ. შემდეგ შეგიძლიათ დოკუმენტი დახუროთ Close ღილაკზე დაჭერით.
ამის შემდეგ ყვითელ ზოლში თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დოკუმენტი საბოლოო ვერსიაა. იგივე შეტყობინება აქტიურდება, მაშინაც კი როცა საბოლოო ვერსიის დოკუმენტს გახსნით. ასეთ დოკუმენტში ცვლილებების შესატანად მოგიწევთ ყვითელ ზოლში დააჭიროთ ღილაკს Edit Anyway. შესაბამისად საბოლოო ვერსიად მონიშვნის ფუნქცია გაუქმდება.
ყვითელი ზოლის ბოლოში თუ X ღილაკს დააჭერთ, ყვითელი ზოლი გაქრება. ამ შეტყობინების გაქრობა არ ნიშნავს რედაქტირების ფუნქციის ჩართვას. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ზოლი მოვაცილეთ, დოკუმენტის რედაქტირება მაინც შეუძლებელია.
დოკუმენტიდან საბოლოო ვერსიად მონიშვნა შესაძლებელია გაუქმდეს ასევე მენიუს ზოლში FILE წარწერაზე დაჭერით. შემდეგ INFO დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამას Protect Document. მიღებულ დაფაზე კი დააჭირეთ პიქტოგრამას Mark as Final.
ე.ი. საბოლოო ვერსიად მონიშვნა შესაძლებელია გაუქმდეს FILE ინსტრუმენტებიდან ან ყვითელ ზოლში Edit Anyway ღილაკზე დაჭერით. აირჩიეთ რომელი ვარიანტიც უფრო მოგწონთ
დოკუმენტის პაროლით დაცვა
ხშირად საჭირო ხდება დოკუმენტის ისეთნაირად დაცვა, რომ მისი წაკითხვა და რედაქტირება ნებისმიერმა ადამიანმა ვერ შეძლოს. ამისთვის ერთერთი გამოსავალია დოკუმენტის პაროლით დაცვა. იმისთვის რომ დოკუმენტი დაიცვათ პაროლის დახმარებით, მენიუს ზოლში დააჭირეთ FILE წარწერას. შემდეგ INFO დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამას Protect Document. მიღებულ დაფაზე კი დააჭირეთ პიქტოგრამას Encript with password. მიღებულ ფანჯარაში ველში Password შეიყვანეთ პაროლი, ანუ საიდუმლო სიტყვა, რომლის გამოცნობას ვერ შეძლებს ამ დოკუმენტის წაკითხვით დაინტერესებული ადამიანი. არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენს მიერ აკრეფილი ტექსტის მაგივრად ველში მხოლოდ წერტილები გამოჩნდება. ეს სპეციალურად ხდება, რომ შემთხვევითმა ადამიანმა აკრეფის დროს არ ნახოს თქვენი პაროლი. პაროლის აკრეფის შემდეგ დააჭირე OK ღილაკს. ახალ ფანჯარაში დაადასტურეთ, ანუ ისევ ის პაროლი შეიყვანეთ და დააჭირეთ ღილაკს OK.
გაითვალისწინეთ;
1. როგორც ყოველთვის, პაროლის ველში მთავრული და ნუსხური სიმბოლოები განსხვავდება,
2. გამოიყენეთ მხოლოდ ლათინური სიმბოლოები და ციფრები.
3. პაროლი სხვებს არ უნდა გაანდოთ. იმედია თქვენც არ დაგავიწყდებათ.
4. დაიმახსოვრეთ ფაილში შეტანილი ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ფაილი ვერ იქნება დაცული...
ამ მოქმედების შემდეგ თქვენი დოკუმენტი დაცული იქნება პაროლით და მისი წაკითხვა და შესწორებების შეტანა შეუძლებელი გახდება პაროლის ცოდნის გარეშე.
პაროლით დაცვის გაუქმება
დოკუმენტიდან პაროლით დაცვის წასაშლელად მენიუს ზოლში დააჭირეთ FILE წარწერას. შემდეგ INFO დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამას Protect Document. მიღებულ დაფაზე კი დააჭირეთ პიქტოგრამას Encript with password. მიღებული ფანჯრის ველში Password წაშალეთ წერტილებით დაფარული პაროლი და დააჭირე OK ღილაკს. დაიმახსოვრეთ ფაილში შეტანილი ცვლილებები.
ამის შემდეგ დოკუმენტთან სამუშაოდ პაროლი არ დაგჭირდებათ.
შეჯამება
ამ ვიდეოგალვეთილში თქვენ ნახეთ ვორდში თუ როგორ შეიძლება ფაილზე გაკეთდეს მონიშვნა, რომ დოკუმენტი არის საბოლოო ვერსია, ასევე ნახეთ ფაილის დაცვა პაროლით
ამავე თემაზე შეიძლება საინტერესო იყოს ვიდეოგაკვეთილი რედაქტირების შეზღუდვა, რომლებიც დევს ამავე ვებგვერდზე. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ შესაბამისი ვიდეოგაკვეთილის ბმულს
გმადლობთ ყურადღებისთვის.