Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ჰიპერბმულის ჩასმა მოგესალმებით ამ ვიდეოგაკვეთილში ვეცდები განახოთ ტექსტურ დოკუმენტში ჰიპერბმულის ჩასმა, რედაქტირება და წაშლა. ბმული შეიძლება გაკეთდეს ვებგვერდზე, ან უკვე არსებულ დოკუმენტზე, დოკუმენტის გარკვეულ ადგილებზე, ან ელ-ფოსტის მისამართზე. იმისთვის, რომ გაიაზროთ რისი გაკეთება გვინდა, დააკვირდით საბოლოო პროდუქტს. სიმულაციის მიზნით მე გამოვიყენებ ფაილს საქართველოს დიდი ქალაქების შესახებ. თითოეული ქალაქის შესახებ ინფორმაციის ბოლოს მოცემულია სხვადასხვა სახის ბმულები. ბმულს ჩვეულებრივი ტექსტისგან შრიფტის ფერი და გახაზვის ფუნქცია განასხვავებს. ბმულზე თაგვის კურსორის ახლოს მიყვანით ჩნდება მოტივტივე ფანჯარა, რომელშიც დამატებითი ტექსტია მოცემული. ჩემ მიერ მომზადებულ ტექსტში ბმულის საშუალებით შესაძლებელია: • ამა თუ იმ ქალაქის მერიის ვებგვერდზე გადასვლა, • ამ ქალაქის შესახებ ამ კომპიუტერში არსებულ o სურათზე, o ტექსტზე, o პრეზენტაციაზე, o მუსიკაზე გადასვლა, • ამავე დოკუმენტის დასაწყისში გადასვლა, • ამავე დოკუმენტის სხვადასხვა სანიშნეებზე გადასვლა, • ასევე შესაძლებელია წერილი მიწეროთ ამ ქალაქის ადმინისტრაციას. ბმულზე გადასასვლელად უნდა დააჭიროთ და თითი არ აუშვათ კლავიშს Ctrl, ხოლო თაგვის მარცხენა კლავიშით უნდა დააჭიროთ ბმულის წარწერას. ამის შემდეგ, შესაძლებელია CTRL კლავიშიდან თითის აშვება. თქვენ ახლა ხედავთ, თუ როგორ გაიხსნა ბმულის დახმარებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ გვერდი. ბმული ვებ გვერდზე ან ამ კომპიუტერში არსებულ ფაილზე. იმისთვის, რომ დოკუმენტში ჩასვათ ამ კომპიუტერში არსებული ფაილის ბმული, დოკუმენტში მონიშნეთ ტექსტი, რომელზე დაჭერის შემდეგაც უნდა მოხდეს აღნიშნულ ბმულზე გადასვლა. ამის შემდეგ, მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას- INSERT. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. დააჭირეთ პიქტოგრამას- HYPERLINK. მიღებულ დაფაზე შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით მოძებნეთ მონიშნული ტექსტის შესაბამისი ფაილი. მოქმედება დაასრულეთ ღილაკით ok. ასევე, შესაძლებელია ჩაისვას ბმული პრეზენტაციის ფაილზე. მოვნიშნავ ტექსტს, დავაჭერ HYPERLINK და შესაბამის საქაღალდეში მოვძებნი სპეციალურ ფაილს. მოქმედებას დავასრულებ ღილაკით OK. ასეთნაირადვე შეიძლება ჩაისვას: კომპიუტერში არსებული ტექსტური ფაილი, მუსიკა და კინო და ა.შ. ასევე, შესაძლებელია ბმული გაკეთდეს რომელიმე ვებგვერდზე. ამისთვის აკრიფეთ და მონიშნეთ ტექსტი, რომელზეც შემდეგ უნდა გაკეთდეს ბმული, მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას INSERT. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. დააჭირეთ HYPERLINK. მიღებულ დაფაზე Address ველში უნდა აკრიფოთ (ან ვებ ბრაუზერის სამისამართო ზოლიდან დააკოპიროთ) და ჩასვათ ვებგვერდის მისამართი. მე დავაკოპირებ თბილისის მერიის ვებგვერდს და ჩავსვამ Address ველში. მოქმედებას დაასრულეთ OK ღილაკზე დაჭერით. სანიშნეზე ბმულის ჩასმა ახლა ვნახოთ უკვე მომზადებულ სანიშნეებზე ბმულის ჩასმა ტექსტურ დოკუმენტში. ალბათ, საინტერესო იქნებოდა თითოეული ქალაქის ბოლოს შესაძლებელი იყოს სხვა რომელიმე ქალაქზე გადასვლა. ამისთვის, „თბილისი“ ტექსტის ბოლოს დამატეთ შემდეგი ტექსტი, სხვა ქალაქები: ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ზუგდიდი. მონიშნეთ ტექსტი- ქუთაისი. მონიშნეთ ტექსტი „ქუთაისი“. იდეაში, ამ ტექსტზე დაჭერის შემდეგ კურსორი უნდა გადავიდეს დოკუმენტის იმ ნაწილზე, საიდანაც უნდა დაიწყოს ტექსტი ქუთაისის შესახებ. მონიშნეთ სიტყვა „ქუთაისი“, მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას INSERT, დააჭირეთ წარწერას HYPERLINK, მიღებულ დაფაზე დააჭირეთ წარწერას Bookmark. შედეგად გამოვა ამ დოკუმენტში არსებული ყველა სანიშნის დასახელება. დააჭირეთ სანიშნეს- „ქუთაისი“. მოქმედება დაასრულეთ ღილაკით OK. ფაანჯარა დახურეთ ღილაკით OK. ამავე შედეგის მიღწევა შესაძლებელია ჰიპერბმულის ჩასმის ფანჯარაში- Place in these Document პიქტოგრამაზე დაჭერით. მონიშნეთ სიტყვა რუსთავი, დააჭირეთ პიქტოგრამას HYPERLINK, დააჭირეთ Place in these Document და დააჭირეთ სიტყვას “რუსთავი” და დააჭირეთ ღილაკს OK. თქვენ ჩემგან დამოუკიდებლად შეასრულეთ ეს მოქმედებები ბათუმზე და ზუგდიდზე. ბმულის რედაქტირება ხშირად, საჭირო ხდება ბმულის რედაქტირება. ბმულის რედაქტირებისთვის თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ დასარედაქტირებელ ბმულს და დააჭირეთ ღილაკს Edit Hyperlink. მიღებულ ფანჯარაში შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები. შეტანილი ცვლილებები უნდა დაასრულოთ ღილაკით OK. ამავე ფანჯარაში შესაძლებელია ბმულის წაშლა, ამისათვის დააჭირეთ Remove Link. ბმულის წაშლა აგრეთვე შესაძლებელია Remove Hyperlink ღილაკიდან. ბმულზე გადასვლა შესაძლებელია Open Hyperlink-დან, ხოლო ბმულის დამახსოვრება შესაძლებელია Copy Hyperlink ღილაკის დახმარებით. ყველა შეტანილი ცვლილებების შემდეგ არ დაგავიწყდეთ, ფაილში შეტანილი ცვლილებების დამახსოვრება. შევაჯამოთ ნანახი ვიდეო გაკვეთილი ასევე, თქვენთვის საინტერესო იქნება ვიდეოგაკვეთილი სანიშნეების შესახებ, თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ შესაბამისი ვიდეო ინსტრუქციის მისამართს. ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ: ტექსტურ დოკუმენტში HTML ბმულის ჩასმის, რედაქტირებისა და წაშლის ფუნქციები. მადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული