Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
წყლის ნიშნების დამატება მოგესალმებით, ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტურ დოკუმენტში წყლის ნიშნების დამატებას, რედაქტირებას და წაშლას ვიდეოინსტრუქციის უკეთ აღსაქმელად დააკვირდით ეკრანზე გამოსახულებას. ტექსტი, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, დაცულია წყლის ნიშნით. ანუ მას ფონად აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ლოგო. წყლის ნიშანი გამოიყენება როგორც საავტორო უფლებების დაცვის ერთერთი შემაკავებელი კომპონენტი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ტერმინი წყლის ნიშანი ინგლისური ტერმინის პირდაპირი თარგმანია. ამ დანიშნულებით ივანე ჯავახიშვილი ჭვირნიშანს იყენებდა და ვფიქრობ ეს უფრო გამართლებული ტერმინია. თუმცა, ვორდში გამოყენებულია ტერმინი „წყლის ნიშანი“ ტექსტში წყლის ნიშნის დასამატებლად მენიუს ზოლში თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ დააჭირეთ წარწერას DESIGN. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. დააჭირეთ პიქტოგრამას Watermark. მიღებულ დაფაზე შეგიძლიათ ამოირჩიოთ წყლის ნიშნის უკვე გამზადებული ვარიანტები. ან თუ არ მოგწონთ შემოთავაზებული ვარიანტები შეგიძლიათ დააჭირეთ ღილაკს Custom Watermark. ამ მოქმედების შესრულების შედეგად ეკრანზე გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ დოკუმენტი არ შეიცავდეს წყლის ნიშანს პირველი ღილაკი, ეს არის დოკუმენტი არ შეიცავდეს წყლის ნიშანს (No Watermark) ან წყლის ნიშნად გამოყენებული იყოს რაიმე სურათი. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს Picture watermark. Select Picture ღილაკის დახმარებით დოკუმენტში შეგიძლიათ შემოიტანოთ სურათი. სურათი შეიძლება მოთავსებული იყოს თქვენს კომპიუტერში, ან მოძებნოთ Bing საძიებო სისტემით, ან შეიძლება სურათი განთევსებული იყოს OneDrive, ან სოციალურ ქსელებში Facebook,Flicker ან სხვ. მე სიმულაციის მიზნით დავაჭერ ღილაკს, სურათის შემოტანა ამ კომპიუტერიდან. ჩემს მიერ შერჩეული სურათი მოთავსებული არის საქაღალდეში Pictures დავაჭერ სასურველ სურათს და მოქმედებას დავასრულებ insert ღილაკზე დაჭერით.Apply ღილაკის დახმარებით ჩემს მიერ მითითებული სურათი დოკუმენტს დაემატება, როგორც წყლის ნიშანი. ამ წუთას ამ სურათზე გამოყენებული არის გახუნების ეფექტი, თუ მოვაცილებთ გახუნების ეფექტს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ლოგო კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება დოკუმენტში. ალბათ ჯობია რომ ის უფრო ბაცი იყოს. საბოლოო გადაწყვეტილების დასადასტურებლად დავაჭერ OK ღილაკს. სურათი შეიძლება ავტომატურ რეჟიმში გაიჭიმოს გვერდის სიგანეზე ან პროპორციულად 50 პროცენტიდან 500 პროცენტამდე. სურათზე შეიძლება გამოყენებული იყოს გახუნების რეჟიმი. Apply ღილაკის დახმარებით შესაძლებელია შეტანილი ცვლილებების დადასტურება, ხოლო ფანჯრის დასახურად შეგიძლიათ გამოიყენით Close ღილაკი თუ სურათის გამოყენება არ გაწყობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტური წარწერა. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს Text watermark. Language ველში ამოირჩიეთ ენა, სავარაუდოდ ქართულ (Georgian) Text ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ ქართულ ენაზე ტექსტი, რომელიც შემდეგ გაფორმდება როგორც წყლის ნიშანი. მაგალითად: ასლი არ გააკეთო. Font ველში შეგიძლიათ მიუთითოთ შრიფტის მოხაზულობა, Size ველში ზომა ან Auto. Color ნიშნავს ფერს, თუ რა ფერის გინდათ წყლის ნიშანი იყოს და განლაგებაში შესაძლებელია მიეთითოს დიაგონალური ან ჰორიზონტალური განლაგება. Apply ღილაკით შეგიძლიათ ფანჯრის დახურვის გარეშე შეტანილი ცვლილებები ნახოთ დოკუმენტზე თუ რა ეფექტს გამოიწვევს, ხოლო ყველა პარამეტრის მითითების შემდეგ საბოლო გადაწყვეტილების დასადასტურებლად უნდა დააჭიროთ ღილაკს OK. მიაქციეთ ყურადღება, თუ დააჭერთ ღილაკს Apply, ფანჯრის დახურვა შესაძლებელი იქნება CLOSE ღილაკით. გვერდიდან წყლის ნიშნის წასაშლელად დააჭირეთ Watermark ღილაკს და მიღებულ დაფაზე Remove Watermark. ან Custom Watermark და NO Watermark. შემდეგ შეტანილი ცვლილებების გასააქტიურებლად დააჭირეთ OK ღილაკს შევაჯამოთ ნანახი ვიდეო მასალა დოკუმენტზე წყლის ნიშნის დასამატებლად უნდა დააჭიროთ მენიუს ზოლში DESIGN წარწერას ხოლო შემდეგ Watermark. მიღებულ დაფაზე შეგიძლიათ დაამატოთ წყლის ნიშანი, ამ წაშალოთ წყლის ნიშანი, ასევე შესაძლებელია წყლის ნიშნად გამოიყენოთ სურათი ან ტექსტი. მადლობა რომ გვიყურებთ.

ახალი დამატებული