Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
შაბლონის რედაქტირება (normal.dotx)
მოგესალმებით
ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ შაბლონური დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას.
შაბლონებთან დაკავშირებით აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ ვიდოგაკვეთილი შაბლონიდან ახალი ფაილის შექმნა, რომელიც განთავსებულია ამავე ვებგვერდზე. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ შესაბამისი ვიდეოინსტრუქციის მისამართს.
ვიდეოინსტრუქციის უკეთ აღსაქმელად რომელიმე ხერხით შექმენით ვორდის ახალი ფაილი. როგორც წესი, Microsoft Office ნაგულისხმევი პარამეტრები მორგებულია ამერიკის სტანდარტებს. ამ ვიდეოინსტრუქციაში მინდა მოგიყვეთ ამ პარამეტრების ქართულ რეალობასთან მორგების შესახებ.
ვორდის ყოველი ახალი დოკუმენტი აგებულია სპეციალური შაბლონის normal.dotx ფაილის პარამეტრების შესაბამისად. ეს ფაილი მოთავსებულია C:\Users\UserName\AppData\Roaming\Microsoft\Templates საქაღალდეში. თვით ამ ფაილის პარამეტრები კი გაწერილია სხვად ვა კომპონენტებში. ამ კომპონენტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია normal სტილი. სტილებთან მუშაობა დეტალურად აღწერილია ვიდეონსტრუქციაში ახალი სტილის შექმნა. ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ ვიდეოინსტრუქციის მისამართს.
Normal სტილის რედაქტირება
დაარედაქტირეთ Normal სტილი. ამისთვის Styles ჯგუფში თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ Normal პიქტოგრამას. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ Modify წარწერას. პირველ რიგში შეცვალეთ შრიფტი, რადგანაც ქართული ანბანით ტექსტი აკრეფისთვის ჩვენ ვიყენებთ შრიფტს Sylfaen. ამისთვის Formatting ველში დააჭირეთ შრიფტების ჩამონათვალს. დააჭირეთ შრიფტის დასახელებას Sylfaen. ახლა შეარჩიეთ შრიფტის ზომა. უმეტეს სიტუაციაში ტექსტის ზომა უნდა იყოს 12 კეგლის ტოლი. დააჭირეთ ქვევით მიმართულ ისარს და ჩამონათვალში დააჭირეთ 12-ს. ასევე ცნობილია, რომ უმეტეს სიტუაციაში ტექსტები ჩასწორებული უნდა იყოს ორივე მხარეზე. იმისთვის რო ტექსტი ორივე მხარეზე იყოს ჩასწორებული, დააჭირეთ პიქტოგრამას Justify.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ ვარიანტში სტრიქონებს შორის ხდება მანძილის დატოვება, ხოლო ევროპულ ვარიანტში აბზაცების გამოსაყოფად გამოიყენება სააბზაცო შეწევა. ვინაიდან ევროპაში არ გამოიყენება აბზაცებს შორის მანძილის დატოვება, სტილის მოდიფიკაციის დაფაზე დააჭირეთ პიქტოგრამა აბზაცებს შორის დაშორების შემცირება, დააკვირდით წარწერას Before. ამ პიქტოგრამაზე რამდენიმე დაჭერის შემდეგ ამ წარწერის პარამეტრები უნდა დანულდეს.
რაც შეეხება სააბზაცო შეწევას, ამ პარამეტრის მისათითებლად დააჭირეთ Format ღილაკს და მიღებულ ჩამონათვალში Paragraph წარწერაზე დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშით. მიღებულ ფანჯარაში Special ჯგუფში დაჭერის შემდეგ აირჩიეთ First Line რომელიც 1, 25 სმ-ით შეწევს აბზაცის პირველ ხაზს მარჯვნივ. ასევე აქვე მივუთითოთ ხაზებს შორის დაცილების პარამეტრი. დააჭირეთ Line Spacing ჯგუფში და ჩამოშლილ სიაში თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ Single წარწერას.
შეტანილი ცვლილებების გასააქტიურებლად დააჭირეთ OK ღილაკს.
ხოლო იმისთვის რომ შეტანილი ცვლილებები გავრცელდეს ყველა შემდგომ შექმნილ დოკუმენტზე, აუცილებელია გადამრთველი გადაიყვანოთ წარწერაზე New Document Based on this template. წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები შეეხება მხოლოდ მიმდინარე დოკუმენტს. ასევე მნიშვნელოვანია დაფაზე შეტანილი ცვლილებები დაასრულოთ OK ღილაკზე დაჭერით.
ქაღალდის პარამეტრების შეცვლა
ასევე მნიშვნელოვანია, შეიცვალოს ქაღალდის ზომა და მინდვრების პარამეტრები. ეს პარამეტრებიც გაწერილია normal.dotx ფაილში. ამ პარამეტრებში ცვლილების შესატანად მენიუს ზოლში დააჭირეთ PAGE LAYOUT წარწერას. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება გვერდის განლაგების ინსტრუმენტებით. PAGE SETUP ჯგუფში დააჭირეთ ქვევით მიმართულ ისარს. თქვენ მიიღებთ გვერდის პარამეტრების დაფას.
აქ შეცვალეთ გვერდის მინდვრების ზომები. მარცხენა მინდვრის ზომა უნდა იყოს 2.5 სმ, ხოლო მარჯვენა, ზევიდან და ქვევიდან დაცილება უნდა იყოს 2სმ. საჭიროა ამ ცვლილებების ნაგულისხმევ პარამეტრად შენახვა, იმისთვის რომ ყოველი ახალი დოკუმენტის შექმნის შემდეგ არ მოგიწიოთ ამ პარამეტრების ყოველჯერზე შეცვლა. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს Set As Default. ასევე არ გამოგრჩეთ ქაღალდის ზომის შეცვლა, ვინაიდან ამერიკაში გავრცელებული ქაღალდის ზომაა Letter, რომელიც სიმაღლეში დაახლოებით 2 სანტიმეტრით მოკლეა ევროპაში (და საქართველოში) გამოყენებული A4 ზომის ქაღალდის სიმაღლეზე. ქაღალდის ზომის შესაცვლელად დააჭირეთ ჩანართს Paper. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ Paper Size ველში და ჩამოშლილ სიაში დააჭირეთ A4 წარწერას. იმისთვის რომ აღნიშნული ცვლილება გავრცელდეს ყველა ახალშექმნილ დოკუმენტზე, დააჭირეთ ღილაკს Set as Default. ხოლო იმისთვის რომ აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდეს დააჭირეთ ღილაკს OK.
გაითვალისწინეთ
იმის მიუხედავად, წინამდებარე დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს შეინახავთ თუ არა, პარამეტრები, რომლებიც ამ ვიდეოგაკვეთილში შეცვალეთ, შეცვლილი იქნება ყველა შემდგომ შექმნილ დოკუმენტებში. მაგრამ არ შეეხება უკვე შექმნილ დოკუმენტებს.
თუ თქვენ გინდათ ცვლილება შეიტანოთ უშუალოდ Normal.dotx შაბლონის ფაილში, მაშინ მენიუს ზოლში უნდა დააჭიროთ FILE წარწერას, მიღებულ დაფაზე წარწერას Open. შემდეგ მარჯვენა ფანჯარაში Computer წარწერას და Browse პიქტოგრამაზე დაჭერის შემდეგ მიიღებთ დიალოგურ ფანჯარას, სადაც უნდა გადახვიდეთ საქაღალდეზე C:\Users\UserName\AppData\Roaming\Microsoft\Templates. მიღებულ ფანჯარაში დააჭირეთ ფაილს Normal.dotx. დააჭირეთ ღილაკს Open. ცვლილებების შეტანის შემდეგ დაიმახსოვრეთ ფაილი და X ღილაკის დახმარებით დახურეთ.
მაშ ასე, შევაჯამოთ ნანახი მასალა
ახალი დოკუმენტის შაბლონის ქართულ რეალობაზე მოსარგებად საჭიროა Normal სტილში შეცვალოთ
შრიფტის დასახელება
შრიფტის ზომა
პარაგრაფების დაცილება
პირველი სტრიქონის შეწევა
სტრიქონებს შორის მანძილი
გვერდის მინდვრები
ქაღალდის ზომა
არ გამოგრჩეთ შეტანილი ცვლილებები გაავრცელოთ ყველა ახალშექმნილ დოკუმენტზე და მიუთითოთ, რომ შეტანილი ცვლილებები იყოს ნაგულისხმევი. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, არ მოგიწევთ თითოეული ამ პარამეტრის შეცვლა ახალ დოკუმენტში, რაც გაგიადვილებთ მუშაობას და დაგიზოგავთ დროს.