Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
სანიშნეების ჩასმა მოგესალმებით ამ ვიდეოგაკვეთილში ვეცდები განახოთ ტექსტურ დოკუმენტში სანიშნეების ჩასმას, წაშლას და სანიშნეზე გადასვლას. იმისთვის რომ გაიაზროთ რისი გაკეთება გვინდა, დააკვირდით საბოლოო პროდუქტს. სიმულაციის მიზნით მე გამოვიყენებ ფაილს საქართველოს დიდი ქალაქების შესახებ. სანიშნეების საშუალებით შესაძლებელია ტექსტის წინასწარ დანიშნულ ადგილებზე გადასვლა მარტივად. ეს ფუნქცია გამოიყენება აგრეთვე GO TO ბრძანებაში და ჰიპერბმულების ჩასასმელად. სანიშნის ჩასმა სანიშნის დასამატებლად მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას INSERT. კურსორი გადაიყვანეთ, იქ სადაც გინდათ სანიშნის ჩასმა და მიღებულ დაფაზე დააჭირეთ Bookmark პიქტოგრამას. მიღებულ დაფაზე ველში Bookmark name ლათინური ასოებით აკრიფეთ სანიშნეს სახელი. დააჭირეთ ღილაკს Add. ამ მოქმედების შემდეგ დიდ ფანჯარაში დაემატება თქვენს მიერ აკრეფილი სანიშნის სახელი. ახალი სანიშნის დასამატებლად ისევ კურსორი უნდა გადაიყვანოთ ახალ ადგილას და გაიმეოროთ ის მოქმედები რაც უკვე აღვწერე. სანიშნეები დალაგდება ალფავიტის მიხედვით. Sort By Location გადამრთველის დახმარებით კი შესაძლებელია სანიშნეები ტექსტში მდებარეობის მიხედვით დალაგდეს. სანიშნის რედაქტირება შეუძლებელია სანიშნეზე გადასვლა ტექსტში მონიშნულ ადგილზე გადასვლა შესაძლებელია რამდენიმე ხერხით. პირველი, ამავე ბრძანების დამხარებით, ანუ მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას INSERT. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ Bookmark პიქტოგრამას. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ საინტერესო სანიშნეს და მარჯვენა ზოლში დააჭირეთ ღილაკს GO TO. კურსორი გადავა ტექსტის იმ ადგილზე, რომლეზეც უთითებს სანიშნე, მაგრამ მუშაობის გაგრძელების საშუალება არ გექნებათ. ტექსტში დასაბრუნებლად დააჭირეთ ღილაკს Close. მეორე ვარიანტი: მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას HOME. ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ FIND პიქტოგრამის მარჯვნივ ქვევით მიმართულ ისარს. ხოლო ჩამონათვალში GO TO პიქტოგრამას. მიღებულ დაფაზე Go to what სიაში დააჭირეთ წარწერას Bookmark. მარჯვება მხარეზე თქვენ მიიღებთ ტექსტში არსებული სანიშნეების ჩამონათვალს. სიაში დააჭირეთ თქვენთვის სასურველ სანიშნეს და დააჭირეთ ღილაკს Go To. ამ შემთხვევაშიც კურსორი გადავა ტექსტის მონიშნულ ადგილზე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგეძლებათ შეინარჩუნოთ Go To ფანჯარა და ერთდროულად იმუშაოთ ტექსტზეც. ეს კი საშუალებას მოგცემთ ადვილად გადახვიდეთ ტექსტის სხვა ადგილზე და გააგრძელოთ მუშაობა. მოქმედება დაასრულეთ ღილაკით Close. სანიშნის წაშლა სანიშნის წასაშლელად მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას INSERT. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ Bookmark პიქტოგრამას. სანიშნეების ჩამონათვალში დააჭირეთ წასაშლელ სანიშნეს და მარჯვენა მხარეზე დააჭირეთ Delete ღილაკს. მოქმედება დაასრულეთ ღილაკით Close. არ დაგავიწყდეთ დაიმახსოვროთ ფაილში შეტანილი ცვლილებები. შეჯამება სანიშნის სახელში ვერ გამოიყენებთ ქართული ანბანის ასოებს. ასევე ჰაერი არ შეიძლებ გამოყენებული იყოს სანიშნეები აქტიურად გამოიყენება ჰიპერბმულის ჩასმის დროს. ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ ჰიპერბმულის ჩასმის ვიდეოგაკვეთილის მისამართს სადაც აღწერილია სანიშნის საშუალებით გვერდის გარკვეულ ნაწილზე ჰიპერბმულის შექმნა ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ ვორდში თუ როგორ შეიძლება სანიშნების დამატება და სანიშნეებზე გადასვლა გმადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული