Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
.DOTX ტიპის დოკუმენტებთან მუშაობა მოგესალმებით ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ .DOTX შაბლონური ტიპის დოკუმენტების შექმნას და რედაქტირებას. ჩვეულებრივ, როცა თქვენ ცდილობთ ვორდში შექმნილი დოკუმენტის შენახვას, ვორდი მას .docx ტიპის ფაილად ინახავს. მაგრამ ასევე შესაძლებელია დოკუმენტის სხვადასხვა ფორმატში შენახვა. ერთერთი საინტერესო ფორმატი არის დოკუმენტის შაბლონად შენახვის .dotx ფორმატი .DOTX ფორმატის ფაილები სპეციფიური ფაილებია. ეს არის შაბლონის ტიპის ფაილები. ამ ტიპის ფაილში შეტანილი ცვლილებების შენახვის პირველ მცდელობაზე გამოდის Save As დიალოგური ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ან, ფაილს შეუცვალოთ სახელი, ან შეინახოთ სხვა ადგილას, ან შეცვალოთ ფაილის ტიპი ან ყველა ჩამოთვლილი ოპერაცია განახორციელოთ ერთ ფანჯარაში ერთდროულად. ამ თვისების საშუალებით შესაძლებელი ხდება უცვლელი იყოს შაბლონის (.dotx ტიპის) ფაილი. ამ ფორმატის გამოყენება საინტერესოა ტესტირების, მოსაწვევების, ბუკლეტების, რეგისტრაციის, გამოკითხვის, ინტერვიუს, დაკვირვების და სხვა სახის შაბლონური ფორმების შესაქმნელად. თქვენ როცა ცდილობთ ვორდის ახლი ფაილის შექმნას FILE->NEW ბრძანების დახმარებით, ვორდი სწორედაც ასეთი, წინასწარ გამზადებული შაბლონების ჩამონათვალს გთავაზობთ. ვორდის ფაილის .dotx ფაილად შენახვა სიმულაციის მიზნით გახსენით ფაილი, რომელიც .dotx ფორმატში უნდა შეინახოთ. .dotx (შაბლონური) ტიპის ფაილებთან მუშაობის ფუნქციების უკეთ აღსაქმელად ამ ვიდეოსიმულაციაში მე გამოვიყენებ ტესტირების ფაილს, რომელთანაც მუშაობა უკვე დასრულებულია. ამ ფაილის გახსნის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ცარიელი, შეუვსებელი ფორმა უნდა დახვდეს, ხოლო ფორმის შევსების შემდეგ, (ანუ როცა უპასუხებს ტესტის კითხვებს) შეტანილი ცვლილებები თავის ფაილში უნდა შეინახოს, შაბლონი კი კვლავ უცვლელი უნდა დარჩეს, თითქოს, ის არც არავის გამოუყენებია. ვორდის ფაილის .DOTX ტიპის ფაილად შესანახად მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას FILE. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ წარწერას Save as… ეს ფანჯარა თქვენთვის ნაცნობი უნდა იყოს ფაილის შენახვის ვიდეოინსტრუქციიდან. ამიტომ აქ მის დეტალურ გარჩევას არ შევუდგები. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ Computer წარწერას, იმისთვის რომ ფაილი შეინახოთ თქვენს კომპიუტერში. მარჯვენა მხარეზე კი პიქტოგრამას Browse ადგილის მოსაძებნად. ახალ დაფაზე File name ველში აკრიფეთ შაბლონის სახელი დააჭირეთ Save as type ჩამოშლად სიას და დააჭირეთ Word Template (*.dotx) წარწერას. მიაქციეთ ყურადღება, რომ ოფისი ამ შემთხვევაში წინასწარ გამზადებულ საქაღალდეს გთავაზობთ შაბლონის შესანახად. ანუ ფაილის მდებარეობა შეიცვლება შემდეგ მისამართზე C:\Users\[User_Name]\Documents\Custom Office Templates\.... მარცხენა მხარეზე არსებული პიქტოგრამების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ შემოთავაზებული საქაღალდე თქვენთვის სასურველ საქაღალდეზე. საბოლოოდ ყველა ცვლილება დაადასტურეთ Save ღილაკზე დაჭერით. ამის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ საქაღალდეში შეიქმნება ახალი ფაილი. მიაქციეთ ყურადღება, რომ .dotx ტიპის ფაილს განსხავებული პიქტოგრამა აქვს. მუშაობის დასრულების შემდეგ საბოლოოდ დაიმახსოვრეთ და დახურეთ ფაილი. უსაფრთხოების თვალსაზრისით სასურველია ტესტირების ფაილი განათავსოთ ცალკე საქაღალდეში, ხოლო სამუშაო მაგიდაზე (Desktop) განათავსოთ მისი მალსახმობი (ShortCut). შევამოწმოთ, როგორ მუშაობს ჩვენი შაბლონი. თაგვის მარცხენა კლავიშით ორჯერ სწრაფად დააჭირეთ შაბლონის პიქტოგრამას. დააკვირდით, ახალ ფაილს ქვია Document1.docx. ამწუთიდან თქვენ შექმენით ახალი ფაილი, თუმცა ის ჯერჯერობით ჩაწერილი არ არის დისკზე (ან ინფორმაციის სხვა მატარებელზე). უპასუხეთ ტესტის კითხვებს. დააჭირეთ შენახვის ღილაკს. როგორც ხედავთ, ეს არის ფაილის შენახვის სტანდარტული ფანჯარა Save As… სწორედ ის ფაქტი, რომ Save ღილაკზე დაჭერით გამოდის Save As… დიალოგური ფანჯარა, უზრუნველყოფს შაბლონის ფაილის უცვლელობას. იმედია არ გაგიჭირდებათ ფაილის საიმედო ადგილას შენახვა და დახურვა. თუ ამ ფაილს კვლავ გახსნით, თქვენ თქვენს მიერ შეტანილი მონაცემები დაგხვდებათ და არა შაბლონის ცარიელი ფორმა. ახალ შექმნილ ფაილში კი შესაძლებელია ცვლილებების შეტანა, ისევე როგორც ჩვეულებრივ .docx ფაილში. .DOTX ფაილის გახსნა და რედაქტირება ახლა ვნახოთ თუ როგორ შეიძლება ვორდის დახმარებით გახსნათ, წაიკითხოთ და დაარედაქტიროთ .dotx ფაილი. როგორც, უკვე აღვნიშნე, .dotx ფაილის ჩვეულებრივი მეთოდით გახსნის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ამავე ფაილში შეტანილი ცვლილებების შენახვა. (თუნდაც, რომ მოინდომოთ იგივე ფაილის გადაწერა. ვორდი უარს იტყვის გახსნილი ფაილის შენახვაზე…) .dotx ტიპის ფაილის გასახსნელად ჩართეთ პროგრამა MS Word 2013, დააჭირეთ FILE წარწერას. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ OPEN ღილაკს. დააჭირეთ COMPUTER წარწერას და შემდეგ Brows პიქტოგრამას, იმისთვის რომ მოძებნოთ საქაღალდე სადაც წერია გასახსნელი .dotx ფაილი. მარცხენა სვეტში მე დავაჭერ Desktop წარწერას, ამის შემდეგ მარჯვენა ნაწილში დავაჭერ test.dotx ფაილს. (თუ გახსოვთ, ეს რამდენიმე წუთის წინ შექმნილი ფაილია). რამდენიმე წამში თქვენ საშუალება გექნებათ დაარედაქტიროთ შაბლონის ფაილი, ისევე როგორც ჩვეულებრივი ვორდის ფაილი. რედაქტირების დასრულების შემდეგ Save ღილაკის დახმარებით კვლავ შეგიძლიათ შეინახოთ შეტანილი ცვლილებები და დახუროთ ფაილი. რეფლექსია მაშ ასე, შევაჯამოთ ნანახი მასალა შაბლონად შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ფაილი. იმისთვის რომ ვორდის დოკუმენტი შეინახოთ .dotx შაბლონის ტიპის ფაილად საჭიროა დაამთავროთ შაბლონში განსათავსებელ ტექსტზე მუშაობა. ანუ მას უნდა მისცეთ საბოლოო სახე, შემდეგ დააჭიროთ FILE->Save as ბრძანებას და Save as type ველში დააჭიროთ Word template (.dotx) წარწერას. ხოლო, იმისთვის რომ დაარედაქტიროთ .dotx ტიპის ფაილი ვორდის დახმარებით, საჭიროა File მენიუში დააჭიროთ Open წარწერას და მიღებულ დაფაზე აირჩიოთ ფაილი, რომლის გახსნაც გინდათ. მადლობა რომ გვიყურებთ

ახალი დამატებული