Microsoft Office Word 2013
ფიგურები
00:08:14
00:05:30
00:15:32
მართლწერა და გრამატიკა
00:06:33
00:06:40
ასლი
00:05:20
00:02:04
00:07:10
ფაილის შექმნა
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
დოკუმენტის სტრუქტურა
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
00:09:08
00:13:46
00:40:10
დიაგრამა
00:09:12
00:09:10
00:13:30
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
00:13:32
ფაილთან მუშაობა
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
word 2013 ინტერფეისი
00:13:30
ტექსტთან მუშაობა
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
ცხრილი
00:05:14
00:05:08
00:09:09
SmartArt
00:03:01
00:06:39
00:06:19
სურათთან მუშაობა
00:04:22
00:08:04
ფიგურები
00:08:14
00:05:30
00:15:32
მართლწერა და გრამატიკა
00:06:33
00:06:40
ასლი
00:05:20
00:02:04
00:07:10
ფაილის შექმნა
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
დოკუმენტის სტრუქტურა
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
00:09:08
00:13:46
00:40:10
დიაგრამა
00:09:12
00:09:10
00:13:30
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
00:13:32
ფაილთან მუშაობა
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
word 2013 ინტერფეისი
00:13:30
ტექსტთან მუშაობა
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
ცხრილი
00:05:14
00:05:08
00:09:09
SmartArt
00:03:01
00:06:39
00:06:19
სურათთან მუშაობა
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
რედაქტირების შეზღუდვა
მოგესალმებით!
ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტური დოკუმენტის რედაქტირების შეზღუდვას. ნახავთ, თუ როგორ შეიძლება შეზღუდოთ დაფორმატება სხვადასხვა სტილების გამოყენებაზე და შეცვლაზე. ასევე ტექსტის რედაქტირების შეზღუდვას, ან ნებართვის გაცემას კონკრეტულ პირებზე, ან ჯგუფებზე. ასევე, თქვენ ნახავთ, თუ როგორ შეიძლება დოკუმენტი გახადოთ მხოლოდ კითხვისთვის.
იმისთვის, რომ აღიქვათ რისი გაკეთება გვინდა, დააკვირდით საბოლოო პროდუქტს. ფაილზე, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე უყურებთ, ჩართულია რედაქტირების შეზღუდვის ფუნქცია. კერძოდ- ფორმატირების ფუნქციების შეზღუდვა. ამიტომაც, შეუძლებელია: შრიფტის ზომის შეცვლა, მოხაზულობის შეცვლა, გამუქება. აგრეთვე, ტექსტში თუ სტილების ჩამონათვალს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ სტილებიც ყველა არ არის ნაჩვენები.
ეს კი მეორე ფაილია, სადაც ფორმატირების გარდა შეზღუდულია ტექსტში ცვლილებების შეტანა. მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ფორმის ველების რედაქტირება, ხოლო ყველა სხვას, მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია. ტექსტში ცვლილების შესატანად უნდა მოხსნათ დაცვა- ანუ რედაქტირების შეზღუდვა.
შეზღუდვის ფუნქციების ჩასართვად, მენიუს ზოლში თაგვის მარცხენა კლავიშით ერთხელ დააჭირეთ წარწერას REVIEW. ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ პიქტოგრამას Restrict Editing. იგივე ბრძანება განთავსებულია Developer ინსტრუმენტების დაფაზე და, აგრეთვე, FILE->INFO->Protect Document პიქტოგრამაზე. სამივე შემთხვევაში ერთსა და იმავე ფუნქციასთან გვაქვს საქმე.
მარჯვენა მხარეს გამოჩნდება დამატებითი დაფა- Restrict Editing. თუ Formatting Restriction ჯგუფში ჩართავთ თოლიას ღილაკით Limit formattin, მაშინ გააქტიურდება ფორმატირების შეზღუდვა და შეუძლებელი გახდება დოკუმენტის გაფორმებაში ცვლილებების შეტანა. მაგალითისთვის, ჩართეთ ეს ფუნქცია. ამისათვის ჩავრთოთ თოლია ღილაკზე Limit formatting და ყოველგვარი ცვლილების გარეშე დააჭირეთ ღილაკს Yes, Start Enforcing Protection (იძულებითი დაცვის დაწყება). იმისთვის, რომ ეს ფუნქცია გააქტიურდეს, ახალ ფანჯარაში Enter New Password ველში შეიყვანეთ პაროლი, ხოლო Reenter Password უნდა დაადასტუროთ ზედა ფანჯარაში აკრეფილი პაროლი. ანუ ზედა და ქვედა ფანჯარაში იდენტური პაროლი უნდა შეიყვანოთ. (გაითვალისწინეთ, ეს პაროლი შემდეგ დაგჭირდებათ დაცვის მოსახსნელად, ამიტომ იმედია არ დაგავიწყდებათ). ამის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს- OK. ამ მოქმედებების შემდეგ, შეუძლებელი იქნება ტექსტზე ფორმატირების ნებისმიერი ცვლილების შეტანა. მაგალითად: შრიფტის ზომის შეცვლა, გამუქება, დახრა, ფერის შეცვლა, პარაგრაფის პარამეტრების შეცვლა, მაგრამ იმუშავებს სტილების ფუნქცია.
ახლა ვნახოთ კიდევ სხვა ფუნქციები. შევაჩეროთ რედაქტირების შეზღუდვა, მიღებულ დაფაზე შეიყვანეთ პაროლი და დააჭირეთ ღილაკს Settings. შემდეგ ველში ჩამოთვლილია და თოლიით აღნიშნულია დოკუმენტში მოქმედი ყველა სტილი. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ველში ყველა სტილია ჩამოთვლილი, მიუხედავად იმისა, ვიყენებთ თუ არა რომელიმე მათგანს. აქვეა მომხმარებლის მიერ შეტანილი სტილები. ჩვენს სიტუაციაში ეს არის- სტილი „qalaqi“, „qvesatauri“, „wyaro“ და ა.შ. მოდით მე ახლა გამოვრთავ ყველა სხვა დანარჩენი სტილის გამოყენებას გარდა იმ სტილისა, რომელსაც ვიყენებ. დააჭირეთ ღილაკს- None და ამ ჩამონათვალში მოძებნეთ სტილი Normal, ვინაიდან ამ სტილს ყველა შემთხვევაში ვიყენებთ. აგრეთვე- „qalaqi“, „qvesatauri“ და „wyaro“. შეტანილ ცვლილებებს დავადასტურებთ ღილაკით- OK. ამ ფანჯარაში არის შემდეგი შეკითხვა- დოკუმენტში გარდა ნებადართული სტილებისა გამოყენებულია ფორმატირების სხვა პარამეტრები. წავშალო, თუ არა ასეთები? დააჭირეთ ღილაკს- Yes. მიაქციეთ ყურადღება, რომ წარწერა- „საქართველოს დიდი ქალაქები“ შეიცვალა Normal სტილით, ვინაიდან მასში გამოყენებული პარამეტრები არ იყო ნებადართული სტილებით აღწერილი. დავაკვირდეთ დოკუმენტის სხვა ნაწილს- აქაც Normal სტილს დაუბრუნდა ვებგვერდის მისამართი, სადაც გამოყენებული იყო გაფორმების ისეთი ფორმები, რაც აღწერილი არ არის ნებადართულ სტილებში.
Setting ბრძანებაში, ასევე, შესაძლებელია ჩავრთოთ, ან გამოვრთოთ ავტოფორმატირების ბრძანებები, დავბლოკოთ თემების, ან სქემების სწრაფი სტილების გამოყენების საშუალება. შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მე-3 პუნქტში დააჭირეთ ღილაკს Yes, Start Enforcing Protection. შეიყვანეთ პაროლი, დაადასტურეთ იგი და დააჭირეთ ღილაკს- OK. მიაქციეთ ყურადღება, რომ ინსტრუმენტების დაფაზე ფორმატირების ინსტრუმენტები არააქტიური გახდა, ხოლო სტილებში მხოლოდ ჩვენ მიერ მონიშნული სტილებია გამოტანილი, რადგან ჩვენ შევზღუდეთ სხვა სტილების გამოყენება. დაცვის გამოსართავად დააჭირეთ ღილაკს- Stop Protection და მიღებულ ფანჯარაში შეიყვანეთ პაროლი. დააჭირეთ ღილაკს- OK, გამოვრთოთ Limit Formatting. არ დაგავიწყდეთ Setting-ებში სტილების ჩართვა.
ტექსტში რედაქტირების შეზღუდვის ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია კონკრეტულ მომხმარებელს ნება დავრთოთ დააკვირდეს კვალის დატოვების ფუნქციას, გააკეთოს კომენტარები, ან ფორმებში შეიყვანოს მონაცემი, ან, ყველაზე უარეს სიტუაციაში შესაძლებელია, რომ დოკუმენტში ცვლილების შეტანა შეუძლებელი იყოს. მოდით, მოვსინჯოთ კომენტარების ფუნქცია. შესაძლებელია კომენტარების გაკეთების უფლება მივცეთ გარკვეულ მომხმარებლებს, რომლებიც შეიძლება მივუთითოთ „More Users“ ჩამონათვალში. თითოეული მომხმარებელი უნდა გამოვყოთ მძიმით. მოქმედება დავასრულოთ ღილაკით- OK.
ასევე, შესაძლებელია დოკუმენტში მოვნიშნოთ გარკვეული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა. ჩემ მიერ შეტანილი ცვლილებების თანახმად, დოკუმენტში მონიშნულია ადგილები, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის რედაქტირება, ანუ რასაც ახლა თქვენ ეკრანზე ნაცრისფერი ფონით უყურებთ, იმ ადგილებში შესაძლებელი იქნება დოკუმენტში ცვლილებების შეტანა, ხოლო, ყველა სხვა დანარჩენი ადგილი რედაქტირებისთვის შეზღუდული იქნება. ისღა დამრჩენია დავაჭირო Yes ღილაკს, შევიყვანო პაროლი, დავადასტურო პაროლი და დავაჭირო ღილაკს- OK. ამ მოქმედების შესრულების შემდეგ, მართლაც, სხვა ადგილებში შეუძლებელი იქნება რედაქტირება. აქ კი შესაძლებელია. მარჯვენა მხარეზე, აგრეთვე, არის ღილაკი, რომლის საშუალებით შესაძლებელია გადავიდეთ ტექსტის მორიგ ნაწილზე, სადაც რედაქტირება დასაშვებია. დაცვის შეჩერება შესაძლებელია ღილაკით- Stop Protection, რა თქმა უნდა, მოითხოვება პაროლის შეყვანა.
ახლა მინდა განახოთ, თუ როგორ შეიძლება ფორმებში რედაქტირების შეზღუდვა. ამისათვის, გამოვიძახებ ფაილს. ამ დოკუმენტზე უკვე მუშაობს რედაქტირების შეზღუდვის ფუნქცია, ამიტომ ამ წუთას, მე მხოლოდ და მხოლოდ დემონსტრირება შემიძლია, რომ მართლაც ამ დოკუმენტში შეუძლებელია ცვლილებების შეტანა. რედაქტირების დასაწყებად უნდა დააჭიროთ View ღილაკს და Edit Document, ისევ და ისევ, მუშაობს რედაქტირების შეზღუდვის ფუნქცია. ამ დოკუმენტში მხოლოდ და მხოლოდ ფორმების შესაბამის ნაწილებში არის დასაშვები მუშაობა. როგორ შეიძლება ასეთი დოკუმენტის მომზადება? ამისათვის გამოვიძახებ ფაილს, სადაც ფორმებია გამზადებული. როგორც ხედავთ, ამ დოკუმენტთან მუშაობა უკვე დასრულებულია, მზად არის ფორმის ყველა ნაწილი და ტესტის ყველა კითხვა. ტექსტის ნებისმიერ ადგილას შესწორების შეტანა შესაძლებელია როგორც ფორმატირების თვალსაზრისით, აგრეთვე სტილისტურად და ორთოგრაფიულად და ა.შ. მოსწავლეს საშუალება არ უნდა ჰქონდეს შეცვალოს ინსტრუქცია, კითხვები და ა.შ. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ რედაქტირების შეზღუდვის ფუნქცია. მისი გამოძახება შესაძლებელია როგორც Developer დაფაზე, აგრეთვე, Review ინსტრუმენტების დაფაზე და, აგრეთვე, File Protection Document - Restrict Editing-ით. გვერდით, მარჯვენა მხარეს მიღებულ დაფაზე დააჭირეთ ღილაკს- ნებართვა მხოლოდ რედაქტირებაზე, მიღებულ დაფაზე დააჭირეთ წარწერას- Filling In Forms. დააჭირეთ ღილაკს Yes, Start Enforcing Protection, მიღებულ ფანჯარაში Enter New Password- შეიყვანეთ პაროლი, დაადასტურეთ იგი და დააჭირეთ ღილაკს- OK. ამ მოქმედების შემდეგ ნახავთ, რომ დოკუმენტის ფორმის გარდა არც ერთ ნაწილზე ცვლილებების შეტანა შესაძლებელი არ არის. მაგრამ ფორმებში შესაძლებელია შეიტანოთ ცვლილებები. გაითვალისწინეთ, შეტანილი ცვლილებები უნდა შეინახოთ. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დახუროთ ფაილი. ასეთი დოკუმენტის გახსნის შემდეგ მოსწავლეებმა ცვლილებები რომ შეიტანონ უნდა დააჭირონ ღილაკს- View, შემდეგ- Edit Document. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტში ფორმების გარდა სხვაგან ცვლილებების შეტანა მოსწავლეებს მაინც არ შეეძლებათ.
ახლა დროა ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება შეზღუდვის მოხსნა დოკუმენტებზე. გამოიძახეთ დოკუმენტი, რომელზედაც უნდა მოვხსნათ შეზღუდვა. ნახავთ, რომ ამ დოკუმენტს განსხვავებული მენიუ აქვს. ამ დოკუმენტში შესაძლებელია მხოლოდ ამ ფაილის ასლის შენახვა, მაგრამ იგივე პარამეტრებით, შესაძლებელია პრინტერზე დაბეჭდვა და დოკუმენტში ძებნა. დოკუმენტის რედაქტირებისთვის მენიუს ზოლში უნდა დააჭიროთ ინსტრუმენტების დაფას- View, ჩამოშლად დაფას კი უნდა დააჭიროთ Edit Document. მარჯვენა მხარეს დაგემატებათ რედაქტირების შეზღუდვის დაფა. დააჭირეთ ღილაკს- Stop Protection. მიღებულ დაფაზე Password ველში შეიყვანეთ პაროლი, რომელიც დაიფარება წერტილებით. მოქმედება დაასრულეთ Ok ღილაკით. ამ წუთიდან თქვენ შეგიძლიათ ცვლილებები შეიტანოთ დოკუმენტში. თუ თქვენ ამ დოკუმენტს შეინახავთ, მაშინ, რედაქტირების შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნება. ამიტომ, თუ ისევ გინდათ, რომ დოკუმენტი დაცული იყოს, კვლავ ჩართეთ შესაბამისი ცვლილებები. რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, სადაც გარკვეული ადგილები იყო მონიშნული, აქაც უნდა მოიხსნას რედაქტირების შეზღუდვის თოლია. ამის შემდეგ არ უნდა დაგავიწყდეთ დოკუმენტის შენახვა.
რეფლექსია:
• FILE მენიუდან გამოიძახეთ რედაქტირების შეზღუდვის ბრძანება;
• გამორთეთ Heading1 და Heading2 სტილები;
• დაამატეთ მომხმარებელი oboba2010@gmail.com, რომელსაც შეეძლება მე-5 და მე-10 აბზაცების რედაქტირება;
• შეამოწმეთ, მუშაობს თუარა თქვენი შეზღუდვები;
• გამორთეთ შეზღუდვები.
შეჯამება
ახლა კი თავი მოვუყაროთ ვიდეოინსტრუქციაში ნანახ ფუნქციებს:
გაიხსენეთ, შეგიძლიათ თუ არა ტექსტის ფორმატირების ფუნქციების შეზღუდვა,
ტექსტის შინაარსის რედაქტირების შეზღუდვა,
უფლება დარედაქტირდეს მხოლოდ ფორმის ველები,
კომენტირების უფლების ჩართვა,
შეზღუდვის მოხსნა.
ამავე თემაზე შეიძლება საინტერესო იყოს ვიდეოგაკვეთილი- „დოკუმენტის დაცვა და უფლებების შეზღუდვა“, რომლებიც დევს ამავე ვებგვერდზე.
გმადლობთ ყურადღებისთვის!