Microsoft Office Word 2013
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
00:08:14
00:05:30
00:15:32
00:06:33
00:06:40
00:05:20
00:02:04
00:07:10
00:03:57
00:03:20
00:04:27
00:03:53
00:09:22
00:04:10
00:05:27
00:08:04
00:17:00
00:23:44
00:11:27
00:05:17
00:06:51
00:04:45
00:09:08
00:13:46
00:40:10
00:09:12
00:09:10
00:13:30
00:13:32
00:23:36
00:16:43
00:07:43
00:06:30
00:15:43
00:13:30
00:11:16
00:05:42
00:07:10
00:09:50
00:05:14
00:05:08
00:09:09
00:03:01
00:06:39
00:06:19
00:04:22
00:08:04
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
დოკუმენტის ბეჭდვა
მოგესალმებით
ვორდში დოკუმენტის ბეჭდვა ადვილია
ამ ვიდეოინსტრუქციის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ
დოკუმენტის ქაღალდზე დაბეჭდვას
გვერდების თანმიმდევრობის ამორჩევას
საბეჭდი ქაღალდის მორგებას
ქაღალდის ორიენტაციის შერჩევას
სიმულაციაში მე გამოვიყენებ დოკუმენტს საქართველოს დიდი ქალაქები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი დოკუმენტი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ვიდეონსტრუქციაში გამოყენებული ბეჭდვის ფუნქციების სრულად აღსაქმელად და დემონსტრირებისთვის აუცილებელია, რომ დოკუმენტში გვერდების რაოდენობა აღემატებოდეს 6 გვერდს და შეიცავდეს ფერად და ნაცრისფერი ტონალობის სურათებს. ჩემი დოკუმენტი შედგება 16 გვერდისგან და მასში არის შესაბამისი სურათებიც
დოკუმენტის ბეჭდვა შესაძლებელია სწრაფი წვდომის დაფიდან ბეჭდვის ან ბეჭდვის წინასწარ დათვალიერების ღილაკების დახმარებით. თუ თქვენთან ეს ღილაკები არ არის გამოტანილი, ისევე როგორც ჩემთან, მაშინ სწრაფი წვდომის დაფის ბოლოზე დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშით. მიღებულ დაფაზე ნახავთ რომ Quick Print და Print Previw and Print წარწერების წინ თოლია არ არის ჩართული. შესაბამისად ეს პიქტოგრამებიც არ არის გამოტანილი სწრაფი წვდომის დაფაზე. დააჭირეთ Quick Print და Print Previw and Print წარწერებს თანმიმდევრობით. შედეგად სწრაფი წვდომის დაფაზე დაგემატებათ Quick Print და Print Previw and Print პიქტოგრამები. Quick Print ღილაკზე დაწერით დაიბეჭდება ქოკუმენტი ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, ხოლო Print Previw and Print პიქტოგრამაზე დაჭერით გამოვა დიალოგური ფანჯარა.
დოკუმენტის ბეჭდვა შესაძლებელია ასევე FILE მენიუში Print წარწერაზე თაგვის მარცხენა კლავიშის დაჭერით. ასევე ბეჭდვა შესაძლებელია Ctrl+P ღილაკების კომბინაციით.
გაითვალისწინეთ, ბეჭდვის პარამეტრები და შესაძლებლობები დამოკიდებულია დოკუმენტისთვის შერჩეული სამუშაო ქაღალდის პარამეტრებზე და პრინტერის შესაძლებლობებზე. ქაღალდის პარამეტრების არჩევა ხდება Page Layout ინსტრუმენტების დაფაზე, თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ შესაბამისი ვიდეოგაკვეთილის მისამართს. ხოლო პრინტერის პარამეტრების შერჩევა შესაძლებელია Printer Properties ღილაკის დახმარებით. ამ ვიდეოგაკვეთილში მე გამოვიყენებ საქართველოში პოპულარულ პრინტერს HP ფირმის LaserJet 8150 და ამავე ფირმის A3+ ფორმატის ფერად პრინტერს HP OfficeJet 7110. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ამ პრინტერების სურათებს.
პრინტერის პარამეტრებში მნიშვნელოვანი ფუნქციებია ქაღალდის ზომები და ორიენტაცია, ფერადი, მონოქრომული და შავთეთრი ბეჭდვა, წერტილების რაოდენობა, (ზოგიერთ პრინტერს ლინიატურის მართვის ფუნქციაც აქვს). ერთ გვერდზე რამდენიმე გვერდის დაბეჭდვის ფუნქცია, მასშტაბირების და მორგების ფუნქცია, როცა დოკუმენტის და საბეჭდი ქაღალდის ზომები განსხვავებულია, ქაღალდის ორივე მხარეზე ბეჭდვის ფუნქცია, რევერსული ბეჭდვის ფუნქცია, სხვადასხვა ტიპის ქაღალდებზე ბეჭდვის ფუნქცია, მაგალითად ფოტოქაღალდი, ფოლიო, რულონი, კონვერტი.... ტიპოგრაფიაში მნიშვნელოვანია სარკული ბეჭდვის და ფერდაშლის ფუნქციები. როგორც გითხარით ყველა ეს ფუნქცია არ გააჩნია ყველა პრინტერს. ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახავთ ბეჭდვის იმ ფუნქციებს, რომლებიც მხარდაჭერილია Word 2013-ში.
დააჭირეთ ბეჭდვის დათვალიერების პიქტოგრამას და შევუდგეთ ბეჭდვის ფუნქციების აღწერას. მიღებულ დიალოგურ ფანჯარაში Print პიქტოგრამაზე დაჭერით დოკუმენტი ბეჭდვაზე გაიგზავნება, ამ ფანჯარაში მარჯვენა მხარეზე შეგიძლიათ წინასწარ დაათვალიეროთ თუ როგორ დაიბეჭდება ქაღალდზე. ამავე ფანჯარაში შესაძლებელია დოკუმენტის სხვადასხვა გვერდების ბეჭდვისწინა დათვალიერება ან მასშტაბირება (გაზრდა და შემცირება.. გაითვალისწინეთ, მასშტაბირების ფუნქციის გამოყენება არ იმოქმედებს ქაღალდზე ბეჭდვაზე, ანუ თუ ამ ფუნქციის დახმარებით გაზრდით, ან შეამცირებთ დოკუმენტს, ეს არ ნიშნავს იმას რომ ქაღალდზეც დოკუმენტი შემცირდება ან გაიზრდება.
ველში Copies შესაძლებელია მიუთითოთ, რამდენი ასლის დაბეჭდვა გინათ. ამ ველში ზევით მიმართულ სამკუთხედზე თითო-თითო დაჭერით შესაძლებელია ასლების რაოდენობის გაზრდა, ხოლო ქვევით მიმართულ სამკუთხედზე დაჭერით, შემცირდება ასლების რაოდენობა.
Printer
ამ სიაში შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა პრინტერი, რომელზეც გსურთ დოკუმენტი დაბეჭდოთ. ზოგჯერ კომპიუტერზე შესაძლებელია მიერთებული იყოს ფერადი ან შავთეთრი ლაზერული პრინტერი. შერჩეული პრინტერის შესაბამისად იცვლება ბეჭდვის პარამეტრებიც.... ამავე ფანჯარაში თქვენ შეგიძლიათ დაბეჭდოთ ფაილში. ამ ფუნქციის დამხარებით თქვენ მიიღებთ ბინარულ ფაილს, რომელიც შეიძლება მოგვიანებით დაბეჭდოთ. ამ სიაში შერჩეული პრინტერის შესაბამისად იცვლება ბეჭდვის პარამეტრებიც. გაითვალისწინეთ, ყველა პრინტერს არ ექნება ფერადი ბეჭდვის საშუალება, პრინტერი, რომლის მაქსიმალური ქაღალდის ზომ არის A4, ვერ დაბეჭდავს A3ზე და ა.შ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ დოკუმენტის ზომები და ორიენტაცია შეესაბამებოდეს ქაღალდის ზომებს და ორიენტაციას.
Printer Properties
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის მომენტი, რომ ყველა სახის პრინტერს აქვს ე.წ. მკვდარი ზონა, სადაც ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი ხდება ბეჭდვა. HP ლაზერული პრინტერებისთვის ეს არის გვერდის მინდორი, რომელიც შეწეულია 0,4 მილიმეტრით. თუ თქვენ გვერდის პარამეტრებში გადაცდებით საბეჭდ არეს, ვორდი დიალოგური ფანჯრის დახმარებით გაგაფრთხილებთ ამის შესახებ.
Settings
აქ განლაგებულია გვერდების შერჩევის, გვერდებზე დალაგების, ორიენტაციის, ქაღალდის ზომის, და ა.შ. პარამეტრები. გავარჩიოთ ცალ-ცალკე:
Print all Pages
ამ ბრძანებით ქაღალდზე დაიბეჭდება დოკუმენტის ყველა გვერდი. თანმიმდევრობით. ასევე შესაძლებელია ამავე სიიდან შესაძლებელია აირჩიოთ დოკუმენტში მონიშნული ნაწილის ბეჭდვა. ფუნქცია გააქტიურდება მხოლოდ მაშინ როცა დოკუმენტში ტესტის ნაწილი არის მონიშნული. ალბათ გახსოვთ, რომ ვორდში შესაძლებელია Ctrl კლავიშის დახმარებით მოინიშნოს დოკუმენტის სხვადასხვა ადგილები. თუ თქვენ ასეთ მონიშვნას გააკეთებთ, მონიშნული ადგილის ბეჭდვის ფუნქცია აქტიური არ იქნება.
ამავე სიაში შესაძლებელია მიმდინარე გვერდის ბეჭდვა, აგრეთვე დოკუმენტზე ინფორმაცის დაბეჭდვა, აქვე შესაძლებელია დაიბეჭდოს მხოლოდ კენტი ან მხოლოდ ლუწი გვერდები. როგორც ხედავთ ეს ფუნქციები არის ოპციები, ამიტომ, ბეჭდვის დამთავრების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მათი გამორთვა. კენტი და ლუწი გვერდების ბეჭდვის ოპციის გამოყენება შეიძლება დაგჭირდეტ ორმხრივი დოკუმენტების ბეჭდვის დროს. მაგალითად, ბროშურა.
Pages ..... ფანჯარაში შესაძლებელია ჩაწეროთ რომელიმე კონკრეტული გვერდის დაბეჭდვა, მაგალითად განვიხილოთ მხოლოდ მე-3 გვერდის დაბეჭდვა (მიაქციეთ ყურადღება თუ ზედა მენიუში არჩეულია მხოლოდ ლუწი გვერდების დაბეჭდვის ფუნქცია, არაფერი არ დაიბეჭდება. ასევე არაფერი მოხდება თუ დოკუმენტში არ არის მესამე გვერდი
ამავე ფანჯარაში შესაძლებელია დაიბეჭდოს გარკვეული დიაპაზონი, მაგალითად 5-10 დაბეჭდავს 5-დან მე-10 გვერდის ჩათვლით ყველა გვერდს. ვარიანტი, 3 , 5-10 დაბეჭდავს მე-3 , გვერდს, შემდეგ მე-5, მე-6, მე-7, მე-8..... და მე-10 გვერდს. თუ ზედა მენიუში არჩეულია მხოლოდ ლუწი გვერდების ბეჭდვა, დაიბეჭდება 6, 8 და 10 გვერდები.
ასევე შესაძლებელია რომელიმე კონკრეტული გვერდი რამდენიმე ცალად დავბეჭდოთ. მაგალითად თუ გინდათ მე-5 გვერდი დაბეჭდოთ 3 ცალად, მაშინ ციფრი 5 უნდა ჩაწეროთ 3-ჯერ. (გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში ჩართული არ უნდა იყოს მხოლოდ ლუწი გვერდების ბეჭდვა)
Print One Sided
შემდეგი ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია ფურცლის ორივე მხარეზე ბეჭდვა. ამისათვის თქვენ უნდა აირჩიოთ ფუნქცია, Print on both Side, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა აირჩიოთ, თუ რომელი მხრიდან უნდა მოხდეს გვერდის მოტრიალება მოკლე მხრიდან თუ გრძელი ნაპირიდან. ასევე შესაძლებელია ხელით მოტრიალება, როდესაც შეკითხვის შემდეგ მოხდება გვერდის ამოტიალება.
Collated
ამ ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია ბეჭდვის თანმიმდევრობის დალაგება იმ სიტუაციაში, როცა რამდენიმე ეგზემპლარის ბეჭდვა ხდება. ეს ბრძანება ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ბეჭდვის თანმიმდევრობაზე, თუ არჩეულია ერთ ეგზემპლარად ბეჭდვის ფუნქცია. ამიტომ მე ახლა დასაბეჭდი ასლების რაოდენობას გავზრდი 5 ამდე. ხოლო დასაბეჭ გვერდებად ავირჩევ ყველა გვერდის დაბეჭდვის ფუნქციას. ამ ფუნქციების გამოყენებით Print პიქტოგრამაზე ....
Collated ნიშნავს თანმიმდევრობას, როცა დაიბეჭდება ცალცალკე ეგზემპლარები, მაგალითად, პირველი, მეორე მესამე გვერდი და ა.შ. როცა სრული დოკუმენტის ბეჭდვა დამთავრდება, ისევ დაიწყება პირველი, მეორე, მესამე და ა.შ. გვერდების ბეჭდვა. და ეს პროცესი განმეორდება იმდენჯერ, რამდენიც მითითებულია უჯრაში Copyes.
თუ მიუთითებთ Uncollated ვარიანტს, მაშინ პირველი გვერდის 5ცალად დაბეჭდვის დამთავრების შემდეგ დაიბეჭდება მეორე გვერდი ისევ 5 ცალად, შემდეგ მესამე გვერდი ისევ ხუთცალად, და ეს პროცესი გაგრძელდება ყველა გვერდზე.
Portrait Orintation
შემდეგ ფანჯარაში მიეთითება მ 11 წუთიდან
A4
Custom Margins
1 Page Per Sheet
ყველა ამ ფუნქციის და პარამეტრის მორგების შემდეგ შეგიძლიათ დააჭიროთ Print პიქტოგრამას და შერჩეული პარამეტრების შესაბამისად დოკუმენტი ბეჭდვაზე გაიგზავნება. რათქმაუნდა დოკუმენტის დაბეჭდვა შესაძლებელია ამ პარამეტრებში ყოველგვარი ცვლილების გარეშეც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უფრო ადეკვატური იქნებოდა გამოგეყენებინათ სწრაფი ბეჭდვის Qucik print პიქტოგრამა.
შევაჯამოთ ნანახი ვიდეოინსტრუქცია.
თქვენ ნახეთ
დოკუმენტის ქაღალდზე დაბეჭდვა
გვერდების თანმიმდევრობის ამორჩევა
საბეჭდი ქაღალდის მორგება
ქაღალდის ორიენტაციის შერჩევა
გმადლობთ ყურადღებისთვის.