Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
ფორმების ჩასმა ტექსტში მოგესალმებით! ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტექსტურ დოკუმენტში  ფორმატირებული და ჩვეულებრივი ტექსტის,  სურათის,  თოლიის,  კომბო ველის,  ჩამოშლადი სიის,  თარიღის ამორჩევის,  ActiveX ღილაკების ,  ფორმების ჩასმას, რედაქტირებას და წაშლას. ფორმების გამოყენება მოსახერხებელია ერთგვაროვანი, შაბლონური ტიპის სამუშაოების ავტომატიზაციისათვის, მაგალითად სკოლამ გადაწყვიტა ყველა პედაგოგს ჰქონდეს ერთნაირი CV, ყველა მშობელს უნდა გავუგზავნოთ ერთი და იგივე შინაარსის და ფორმის წერილი, კონფერენციაზე რეგისტრაციის ფორმები, ბუკლეტების, ბროშურების, გამოკითხვის, ინტერვიუს, ან დაკვირვების შაბლონური ფორმები, ანკეტირების კითხვარები. ან, ვთქვათ ყველა მოსწავლეს უნდა დაეგზავნოს ქართული ენის ტესტები. ვიდეოინსტრუქციის უკეთ აღსაქმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტექსტი. მე კი ვეცდები განახოთ სიმულაცია თემაზე ფორმების გამოყენება ტესტებისთვის. ეს არ იქნება რეალური ტესტი. ის მხოლოდ და მხოლოდ ვორდში ფორმის ფუნქციების უკეთ აღსაქმელად არის შექმნილი. ამ ვიდეოინსტრუქციაში მოტანილი მასალა საკმარისი არა არის ელექტრონული ტესტირების დოკუმენტის შესაქმნელად. ეს ინსტრუქციები შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი იყოს მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად. ვიმეორებ, აქ მხოლოდ ე.წ InLine ფორმების შექმნის ვიდეოინსტრუქციას ნახავთ ტესტირების დოკუმენტის მაგალითზე. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ტესტირების ფორმას. როგორც ჩანს, მისი გარკვეული ნაწილების შეცვლა შეუძლებელია, მაგალითად, აი აქ- დასაწყისში. შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, მითითებულ ადგილებზე ცვლილებების შეტანა. ეს არის კითხვის პასუხები: ვთქვათ სახელი- დათო, გვარი და შემდეგ უკვე ტესტის პასუხები, სწორია, არაა სწორი და ა.შ. მიაქციეთ ყურადღება, რომ მოსწავლეებმა თავიანთი პასუხები SAVE AS... ფუნქციის დახმარებით შეინახონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ მოსწავლესაც შევსებული ფორმა დახვდება. აგრეთვე საინტერესო არის ღია და დახურული ტესტების არსებობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფორმის ელემენტები მჭიდროდაა დაკავშირებული Visual Basic. მაკროსების და მონაცემთა ბაზის მართვის პროგრამასთან. მათთან ერთად, ფორმები გამოიყენება მონაცემთა ავტომატური დამუშავებისთვის. ამიტომაცაა, რომ ეს ფუნქციები DEVELOPER ინსტრუმენტების დაფაზეა განლაგებული. ასევე, შესაძლებელია ტესტის შედეგის ერთი ღილაკის დახმარებით დათვლაც და დაბეჭდვაც. ფანტაზიები შორს წაგვიყვანდა... ზოგადად, ეს თემა უკვე სცდება ტექსტური რედაქტორის ფუნქციებს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ თემასთან ერთად თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს ვიდეოგაკვეთილი მაკროსების გამოყენების შესახებ, რომლის ნახვაც ამავე ვებგვერდზეა შესაძლებელია. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ მაკროსების შესახებ ვიდეოინსტრუქციის ვებმისამართებს. ვორდის ახალი ფაილის შექმნის ფანჯარაში ძებნის ფუნქციის საშუალებით შეგიძლიათ მოიძიოთ გამზადებული ფორმები და დაარედაქტიროთ ისინი. ამავე ვებგვერდზე უამრავი სხვადასხვა სახის ფორმაა მოთავსებული. თუ რომელიმე მათგანი მოგეწონებათ, შეგიძლიათ, დააჭიროთ და გამოიყენოთ ისინი. მარჯვენა და მარცხენა კლავიშების დახმარებით შეგიძლიათ ნახოთ სხვა ფორმის, ან ერთი რომელიმე ფორმის სხვა გვერდები. Create შესაძლებელია ამ ფორმის ჩამოტვირთვა და მასში მუშაობა, თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ისინი. ამავე ვებგვერდზე მოთავსებულია ვიდეოგაკვეთილი სადაც განხილულია ვორდის შაბლონებთან მუშაობის ვიდეო ინსტრუქციები, ახლა თქვენ ხედავთ ამ ვიდეო ინსტრუქციის მისამართს. მე ამ ვიდეოინსტრუქციაში გამოვიყენებ ახალ დოკუმენტს. თქვენც შექმენით ახალი ფაილი და მასში აკრიფეთ და ტექსტის ფორმა ჩემგან დამოუკიდებლად გააფორმეთ ისე, როგორც ეკრანზეა მოცემული. შესაბამისი ვიდეოგაკვეთილების ამავე ვებგვერდზე მოძებნაც წესით არ უნდა გაგიჭირდეთ. ამ სამუშაოს შესასრულებლად თქვენ დაგჭირდებათ ტექსტის გაფორმების და ცხრილთან მუშაობის ინსტრუქციები. ამის შემდეგ, დაუბრუნდით წინამდებარე, ანუ ამ ვიდეოინსტრუქციას. დააკვირდით ეკრანს და ნახეთ, თუ რისი გაკეთება მოგიწევთ. ე.ი. ტესტირების დაწყებამდე უნდა იყოს გარკვეული ტიპის ინსტრუქცია თუ როგორ უნდა შეივსოს ტექსტი, ხოლო შემდეგ პირადი მონაცემების ცხრილი. მიაქციეთ ყურადღება პირადი მონაცემების ცხრილს და ნახეთ ის როგორ გამოიყურება საბოლოო შედეგში. დააკვირდით ეკრანს- ზედა ნაწილში ჩანს ჩვეულებრივად აკრეფილი ტექსტი, ხოლო ქვედა ნაწილში არის შედეგი, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ე.ი. ქვედა ნაწილში უკვე გამოყენებული არის ფორმები. დავუბრუნდეთ ჩვენს ფაილს. მთელს ეკრანზე გავშალოთ ჩვეულებრივი მარტივი ტექსტი, სადაც ჯერჯერობით არ არის ჩასმული ფორმები და დავიწყოთ ფორმების ჩასმა. სანამ უშუალოდ ფორმის ფუნქციებზე გადავიდოდეთ, აუცილებელია, მენიუს ზოლში გამოჩნდეს DEVELOPER წარწერა. ინსტრუმენტების ეს დაფა უმეტეს სიტუაციაში დამალულია. თუ თქვენთან ეს ინსტრუმენტი ჩანს, დაელოდეთ ინსტრუქციებს ფორმების ჩასმის შესახებ. დანარჩენებმა კი მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას FILE. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ სულ ბოლო წარწერას Options. შემდეგ Customize Ribbon- ანუ ლენტის მორგება. მარჯვენა მხარეზე განლაგებულ ველში ჩამოთვლილია მენიუს ყველა ელემენტი. ჩართული თოლია მიუთითებს, რომ ეს ელემენტი მენიუში არის აქტიური. როგორც ხედავთ, Developer-ის გასწვრივ თოლია გამორთულია. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მისი ჩართვა. დააჭირეთ დეველოპერის გასწვრივ თოლიას და თოლიაც ჩაირთვება. შეტანილი ცვლილებების გასააქტიურებლად დააჭირეთ OK ღილაკს. ამ მოქმედების შემდეგ მენიუს ზოლში დაგემატებათ DEVELOPER ინსტრუმენტების დაფა. დააჭირეთ DEVELOPER ინსტრუმენტების დაფას. ახლა კი, დროა, უშუალოდ გაეცნოთ ფორმის ფუნქციებს: DEVELOPER დაფაზე დაჭერის შემდეგ ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება. პირველი ინსტრუმენტის ჩასმა რომელიც მინდა შემოგთავაზოთ- ეს არის თოლია. კურსორი გადავიყვანოთ იქ, სადაც უნდა ჩავსვათ თოლია. ამის შემდეგ ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ თოლიას, როგორც ხედავთ ძალიან მარტივად ტექსტის ამ ნაწილში იქ სადაც კურსორი იდგა ჩაისვა თოლიას ნიშანი. გადავიდეთ შემდეგ ცხრილზე. სახელის გასწვრივ, უჯრაში დაგჭირდებათ ტექსტური ველი, სადაც მოსწავლე შეძლებს შეიყვანოს თავისი სახელი, ამისათვის მე გამოვიყენებ ფუნქციას ტექსტი. ასე მარტივად ტექსტის ფორმაც დაგვემატა. იგივე მოქმედება გავიმეოროთ უჯრაში გვარი. შემდეგ უჯრაში შესაძლებელია ჩაისვას სურათი, ეს შეიძლება მოსწავლის სურათი იყოს. სურათის Format ინსტრუმენტის დახმარებით შეგიძლიათ მიუთითოთ: სურათის სიგრძე და სიგანე. 3x4 - ასეთ გამოსახულება მივიღეთ ჩვენ. ჩავსვათ გამოსახულება კლასებისთვის. გადავიდეთ DEVELOPER ინსტრუმენტების დაფაზე და რაც შეეხება კლასი, ამ ნაწილში ჩავსვათ ე.წ. Combo Box. რეგიონებისთვისაც იგივე მოქმედებები გავიმეოროთ. დაბადების თარიღში ჩავსვათ თარიღის ამორჩევის კონტროლის ინსტრუმენტი, ხოლო ტელეფონის ნომერზე გამოვიყენოთ მოძველებულ სიებში არსებული ActiveX ტექსტური ველი. როგორც ხედავთ, ცოტა შეიცვალა ჩვენი გამოსახულება იმიტომ, რომ ჩაირთო დიზაინის რეჟიმი. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ დიზაინის რეჟიმი და გააგრძელოთ მუშაობა. ამ ნაწილში სადაც თარიღია მითითებული, მე ჩვეულებრივად INSERT ველიდან ჩავსვი თარიღი და ამ თარიღზე გამოვიყენე ბრძანება, რომ ის ავტომატურად შეიცვალოს ყოველ დღე. ანუ, როდესაც მოსწავლე გახსნის ამ ფაილს, ამ უჯრაში დაიწერება მიმდინარე დღის თარიღი- ანუ ტესტირების თარიღი. დაგვრჩა სქესის აღსანიშნი უჯრების შევსება. დააჭირეთ ღილაკს DEVELOPER და მოძველებულ სიებში აირჩიეთ პარამეტრების ღილაკი ActiveX კონტროლი. ასეთი დაგვჭირდება ორი ცალი და გვერდითაც ჩავსვათ ასეთი ღილაკი. ისევ დააჭირეთ მოძველებული ინსტრუმენტების დაფას, პარამეტრების ღილაკს და ცხრილში გაგვიჩნდა ორი ღილაკი იმისათვის, რომ აღვნიშნოთ ქალი და კაცი (სქესი). შემდეგ გვერდზე მე ჩამოთვლილი მაქვს ტესტის კითხვები. ამ კითხვებიდან ჩვენ უნდა მივიღოთ შემდეგი სახის ფორმა, შედეგი, რა უნდა გავაკეთოთ- მარცხენა მხარეზე ჩანს ცხრილი, რომელიც ჯერჯერობით დამუშავებული არ არის, ხოლო მარჯვენა მხარეზე ჩანს ცხრილი, რაც უნდა გავაკეთოთ. მთელს ეკრანზე გავადიდოთ მარცხენა ცხრილი და დავიწყოთ მუშაობა. აქაც თითოეული სწორი პასუხისთვის უნდა ჩავსვათ პარამეტრების ღილაკი ActiveX კონტროლი, თითოეულ აბზაცზე ცალ-ცალკე. და თქვენ ასე ცალ-ცალკე თითოეულ პასუხზე ახალ ახალ აბზაცზე შეგიძლიათ ჩასვათ ActiveX კომპონენტები. მაგრამ, ამჯერად, მე ასე არ მოვიქცევი, ამიტომ წავშლი ამ კომპონენტებს დავტოვებ მხოლოდ და მხოლოდ პირველ ღილაკს და ვეცდები მასზე შევიტანო გარკვეული სახის ცვლილებები. პირველ რიგში, ამ ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ Design ანუ დიზაინის რეჟიმში (ჩართულია ეს დიზაინის რეჟიმი, თუ არა და უნდა ჩართოთ). გადადით პარამეტრების ღილაკზე, მონიშნეთ პარამეტრების ღილაკი და დააჭირეთ ღილაკს Properties. ამის შემდეგ, ეკრანზე გამოვა პარამეტრების დაფა Visual Basic. ამ პარამეტრებში თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრების ღილაკის ყველა კომპონენტი. სიმულაციის მიზნით მე ვეცდები ღილაკს დავარქვა ისეთი სახელი, რომ ადვილად მივხვდე თუ რაზეა საუბარი. მაგალითად asv_1_1_. გარდა ამისა, მინდა მივუთითო, რომ ეს არის სწორი პასუხი. Caption არის წარწერა, აქ უნდა ეწეროს სწორი პასუხი. სანამ ამ ტექსტს დავწერდე, მინდა გითხრათ, რომ Visual Basic ვერ იყენებს UNICODE-ის შრიფტს, შესაბამისად, თქვენ Sylfaen შრიფტის გამოყენებით ვერ გაკეთებთ ქართულ წარწერას. ამიტომ ჯერ ავირჩიოთ ქართული შრიფტი რომელიც უნდა იყოს Acadnusx ტიპის. მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ შრიფტს „კოლხეთი“. თქვენ აქ შეგიძლიათ შრიფტის ზომა მიუთითოთ- მე გამოვიყენებ 9 ზომის შრიფტს და დავაწვები ღილაკს OK. ანუ იმისთვის, რომ ადვილად ჩანდეს თუ რომელია სწორი პასუხი, შეგვიძლია მივცეთ მწვანე ფერი, რაც ავტომატურადაც გამოიყო ჩვენს ღილაკზე. ამ პარამეტრების შემდეგ შევცვალოთ წარწერა Option Button მაგივრად გავაკეთოთ სწორი პასუხი. ამ შემთხვევაში კლავიატურა უნდა იყოს ინგლისურ განლაგებაზე. ეკრანზე ჩანს მიღებული შედეგი. შეგვიძლია დავხუროთ პარამეტრების ფანჯარა, წავშალოთ აგრეთვე ტექსტი სწორი პასუხი, რომელიც უკვე ზედმეტია აშკარად და დავიწყოთ ჩვენს მიერ შექმნილი ღილაკის კოპირება. ამისათვის, ჩვეულებრივად გადავიდეთ HOME ინსტრუმენტების დაფაზე დააჭირეთ ღილაკს Copy, კურსორი გადაიყვანეთ ახალ აბზაცზე ENTER კლავიშის დახმარებით და დააჭირეთ Paste ღილაკს, აქვე ჩავასწოროთ ამ ღილაკის პარამეტრები. გადადით DEVELOPER დაფაზე დააჭირეთ ღილაკს- Properties. პირველ რიგში, საჭიროა, სახელი განსხვავდებოდეს უკვე არსებული სახელისგან- ეს არის პირველი კითხვის მეორე პასუხი, რომელიც არ არის სწორი, წარწერა უნდა იყოს არასწორი პასუხი, ხოლო შრიფტის ფერი უნდა იყოს შავი. ყურადღება მიაქციეთ კიდევ ერთ რამეს- თქვენ რეალურ ტესტებში, რა თქმა უნდა, არ გამოიყენებთ ფერით გამოყოფას. მე, უბრალოდ, სიმულაციურ ვიდეოგაკვეთილში განახეთ, თუ რომელია სწორი პასუხი, რა თქმა უნდა, ტექსტებიც განსხვავებული იქნება, რეალური კითხვა იქნება და რეალური პასუხი თქვენს ტესტებში. თქვენ შეგიძლიათ, დანარჩენ კითხვებზეც ჩასვათ სწორი და არასწორი პასუხები კოპირების ღილაკის გამოყენებით და წაშალოთ ზედმეტი ტექსტები. დავაკვირდეთ შედეგს რა შედეგიც მივიღეთ. მოდით ეხლა გადადით DEVELOPER ფანჯარაში გამორთეთ Design Mode და ვნახოთ რას იზამს ჩვენი ფორმა. ხედავთ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მუშაობს როგორც ერთი კითხვის პასუხი, ანუ ცალ-ცალკე კითხვებზე არ რეაგირებს. ეს ასე ალბათ არ უნდა იყოს, აგრეთვე, აქ ხაზი გვაქვს გამორჩენილი, ჩავასწოროთ ეს პარამეტრები. რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფორმამ სწორად იმუშაოს? მონიშნეთ პირველი ფორმა გადადით Design Mode-ში და დააჭირეთ ღილაკს Properties. ეს დოკუმენტია მონიშნული, ჩვენ დავაჭიროთ პირველი კითხვის სწორ პასუხს. თითოეული კითხვისთვის უნდა შევქმნათ ჯგუფი. ეს არის პირველი პასუხი, შესაბამისად, ჯგუფსაც ასე დავარქვათ. ჯერჯერობით, ეს მოქმედება გაიმეორეთ თითოეული ჯგუფისთვის. ამ ყველაფერმა სწორად რომ იმუშაოს, აუცილებელია, ოთხივე ღილაკს ქონდეს ერთი და იგივე ჯგუფის სახელი. ამ შემთხვევაში Ans _1_f. დავხუროთ და შევამოწმოთ მუშაობს თუ არა ეს ღილაკი სწორად, მემგონი ხედავთ, რომ უკვე გასწორდა ეს სიტუაცია, თუმცა, მეორე და მესამე კითხვაზე იგივე სიტუაციები გვაქვს. მე ახლა მეორე და მესამე კითხვებზე უფრო მარტივ ხერხს განახებთ. Visual Basic-ის DEVELOPER ინსტრუმენტების დაფაზე როგორ შეიძლება კითხვების დაჯგუფება. მოვნიშნოთ ყველა კითხვა. დააჭირეთ Group და Groups. იგივე მოქმედება გავაკეთოთ მესამე კითხვის პასუხებზე, ანუ მოვნიშნოთ კითხვები და დააჭირეთ Group და Groups. გადავიდეთ Design Mode-ზე და შევამოწმოთ მუშაობს თუ არა ჩვენ მიერ შექმნილი ღილაკები, დიახ, როგორც ჩანს. მაგრამ შემდეგი მოქმედებისთვის მე მინდა, რომ ყველა ღილაკს დავარქვა ისეთი სახელი, რომ არ გამიჭირდეს მათი ამოცნობა. თითოეულ ღილაკზე სახელის დასარქმევად უნდა გადახვიდეთ Design Mode-ში, მონიშნოთ ღილაკი, დააჭიროთ პიქტოგრამას Properties. (ისევ მოგვიწევს ამ ღილაკის დაჭერა, ვინაიდან არ მოინიშნა ის ღილაკი, რომელიც მე მინდოდა). და ვაკვირდებით, თითოეულ ღილაკს შაბლონური სახელები მინდა რომ დავარქვა. მეორე ღილაკის სახელი იქნება ანალოგიურად Ans_I_2_F, მესამე პასუხი არასწორი და მეოთხეზე მინდა ოთხიანი და არასწორი. როგორც ხედავთ, პროგრამამ თვითონ დაარქვა სახელები თითოეულ ღილაკს, რომლებიც მე მირჩევნია რომ შევცვალო ჩემი საჭიროების მიხედვით. ვინაიდან ეს ღილაკები დაჯგუფებულია, შეუძლებელია მათში ცვლილებების შეტანა, ამიტომ მოვხსნათ დაჯგუფება. დაჯგუფების მოხსნა ძალიან მარტივია- ჩასვით კურსორი ჯგუფში, დააჭირეთ Group და Ungroup. იგივენაირად მოვიქცეთ მესამე კითხვაზეც, დააჭირეთ Group და Ungroup. მონიშნეთ პირველი არასწორი პასუხი, შემდეგ- Properties; სახელებს ვტოვებთ. ჯგუფი- ჯგუფის სახელი იქნება Ans_2 და დავასრულოთ ღილაკით- X. ამ ღილაკზე პარამეტრები იქნება სახელი- Ans_II_2_f. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯგუფის სახელი იყოს ერთი და იგივე. გადავამოწმოთ- დავიწყოთ თავიდან, მეორე - პირველი, მეორე- მეორე, მეორე- მესამე, მეორე- მეოთხე, ჯგუფის სახელები სწორია. ე.ი. ეს ჯგუფი დავამთავრეთ. იგივე მოქმედება გავაკეთოთ მესამე კითხვებზე. Design Mode ჩართულია, Properties ჯგუფის სახელი- Ans_III. და ამ ცვლილების შემდეგ გადავამოწმოთ ყველაფერი სწორად მუშაობს, თუ არა. გამოვრთოთ Design Mode. პირველი მუშაობს, აქ არ მუშაობს რაღაც. ე.ი. ჯგუფის სახელშია შეცდომა. გავასწოროთ ვეცადოთ. და მესამე კითხვა- მესამე კითხვაც მუშაობს. ჩავრთოთ Design Mode, შემდეგ- Properties. პრობლემა გვაქვს მეორე კითხვის პირველ პასუხთან დაკავშირებით. მოდი, ვნახოთ აბა რა არ არის სწორად გაკეთებული. (ჯგუფის სახელი არ არის სწორად მითითებული Ans_II. დავასრულოთ ENTER-ით. ისევ გამოვრთოთ Design Mode და ვნახოთ, შევამოწმოთ, იმუშავებს, თუ არა. თავიდან ინიციალიზაციის შემდეგ უკვე ეს ყველაფერი მუშაობს. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ მეოთხე კითხვაზე გვჭირდება ორი სწორი პასუხი, ამ შემთხვევაში, დაგვჭირდება გამოვიყენოთ თოლია. თოლიის ჩასასმელად დააჭირეთ DEVELOPER ჯგუფს და დააჭირეთ, ისევ, ActiveX ღილაკს. ჩასვით, ერთი ე.წ. Check Box. ის შეგიძლიათ დააკოპიროთ და გადაიტანოთ სხვა პასუხებზე. სულ გვჭირდება ასეთი როგორც გითხარით ოთხი ცალი. გადადით DEVELOPER და დააჭირეთ ღილაკს- Properties. სახელი დავტოვოთ იგივე, ვიზრუნოთ წარწერაზე რომ არ შეიძლება შრიფტი- Sylfaen-ის გამოყენება. (შრიფტის ზომა 9). დავაჭიროთ ღილაკს OK, ვინაიდან, სწორი პასუხია. შრიფტის ფერი შეიძლება იყოს მწვანე, დავტოვოთ მწვანე ფერი და წარწერას დავაწეროთ სწორი პასუხი, სიმაღლე გავხადოთ- 18 (1,8სმ.). გადავიდეთ მეორე Check Box-ზე. სახელი იგივე პრინციპით დავარქვათ, შევცვალოთ წარწერა (არასწორი), შევცვალოთ შრიფტის დასახელება, შრიფტის ფერი - შავი, სიმაღლე 18 (1,8სმ.). შემდეგი პასუხი ჩავთვალოთ რომ სწორია, სახელი დავარქვათ შესაბამისად, დავხუროთ X-ით და დავხუროთ Design Mode. შევამოწმოთ, მუშაობს, თუ არა ყველაფერი სწორად. დავუბრუნდეთ პირველ Check Box-ს. შეგიძლიათ ის მონიშნოთ და ზომაში გაზარდოთ, როგორც ჩვეულებრივი შრიფტი, მე მგონი „12“ შეეფერება ტექსტს. დააჭირეთ DEVELOPER და დააჭირეთ Developer-ს, დააჭირეთ Design Mode-ს და ღილაკს- Properties. ამ ფანჯარაში შესაძლებელია შეიცვალოს სიმბოლოები, რომლითაც გამოისახება ჩასმული და ღია თოლია. დააჭირეთ ღილაკს OK. მე მგონი ამ ფორმით ის უფრო ლამაზი გამოდის. ახლა დროა გავეცნოთ ჩასმული ფორმების პარამეტრებს. თითოეული ფორმის პარამეტრის ნახვა შესაძლებელია Design Mode-ში. დააჭირეთ თოლიის ნიშანს და დააჭირეთ ღილაკს Properties. ამ ფანჯარაში კონტროლის თითოეულ ფორმას, როგორიც არის- ტექსტი, სურათი, თოლია, კომბობოქსი, ამოსარჩევი სია, თარიღი- შესაძლებელია ჰქონდეს შემდეგი სახის თვისებები. ანუ თითოეულს შეგიძლიათ დაარქვათ სახელი, გაუკეთოთ სათაური. ამ შემთხვევაში, ჩვენს თოლიას დავარქვათ ლათინური ტრანსკრიფციით სახელი „pirobebi“, Tag-იც შეიძლება იყოს სახელი- პირობა. ამ ღილაკის დახმარებით შესაძლებელია ფორმა ჩასმული იყოს ჩარჩოში. თუ დააკვირდებით, ამ შემთხვევაში, თოლიას აქვს ირგვლივ შემოსაზღვრული ოთხკუთხედი. შესაძლებელია მხოლოდ და მოლოდ საწყისი და საბოლოო ტეგები იყოს განსაზღვრული, ან არც არაფერი არ ჰქონდეს. პირველ ვარიანტს თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ. ვნახოთ საწყისი და საბოლოოო ტეგებით რა შედეგს მივიღებთ. დავაჭიროთ ღილაკს OK. გამოვრთოთ დიზაინის ღილაკი და თქვენ აი ასეთ გამოსახულებას მიიღებთ სამუშაო რეჟიმში. მაგრამ ვფიქრობ ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლებელია უფრო მოსახერხებელი იყოს ტეგების გარეშე ფორმის ჩვენება. დავაჭიროთ ღილაკს OK და ვნახოთ რას მივიღებთ. გამოვრთოთ დიზაინის რეჟიმი და ყოველგვარი ოთხკუთხედი ხაზების გარეშე თქვენ ეხლა ხედავთ თოლიას, რომელიც ახლა, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად მუშაობს. დავაკვირდეთ, კიდევ ერთხელ, რა გვქონდა, რა იყო, ანუ იყო ჩარჩოში ჩასმული თოლია და ეხლა ჩარჩოს გარეშე ასეთი რამე მივიღეთ. Title წარწერა შესაძლებელია ქართულ ენაზე იყოს მითითებული. ავკრიფოთ ტექსტი „პირობები“ და დავსრულოთ ღილაკით OK. სათაურში გამოჩნდა შესაბამისი მითითება, კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ ეს ღილაკი. გადავიდეთ Properties რეჟიმში და აქ ვნახოთ სხვა დანარჩენი პარამეტრები რა შეიძლება იყოს. თითოეული ფორმისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ უკვე არსებული სტილები, ე.ი. წარწერები, ან ფორმები გაფორმდეს სტილით ან შექმნათ ახალი სტილი- New Style. ამ შემთხვევაში, მე რაიმე დამატებით სტილს არ შევქმნი, იმიტომ რომ ეს არ არის ამ ვიდეო გაკვეთილის თემა. როდესაც ჩართულია თოლია ნიშანზე- Remove Content Control, ამ შემთხვევაში, პირველივე გამოყენების შემდეგ, ფორმაში მიღებული გამოსახულება კარგავს კონტროლის ფუნქციებს, ის ხდება ჩვეულებრივი ტექსტი. ვნახოთ ამავე ღილაკის სხვა ფუნქციები, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფუნქცია ჯობია რომ არ იყოს ჩართული. ახლა ვნახოთ ტექსტური ჩარჩო და მისი ფუნქციები, დააჭირეთ ღილაკს Properties. ამ ღილაკსაც შეგვიძლია გავუკეთოთ სათაური (ამ შემთხვევაში სახელი). ალბათ, სასურველია, ისიც ყოველგვარი ტეგების გარეშე იყოს გამოყენებული და შესაძლებელია კონტროლის დაკარგვა. შემდეგი ფუნქცია არის ნაცრისფერ ფონზე არსებული წარწერის წაშლა არ შეიძლება (შეცვლა არ შეიძლება). ქვედა ზოლში თქვენ ხედავთ ჩაკეტვის ფუნქციებს. შემდეგი თოლია უზრუნველყოფს იმას რომ ფორმის წაშლა შეუძლებელი გახდება, ქვედა თოლიით, კი მისი რედაქტირება იქნება შეუძლებელი. ვნახოთ ორივე ერთად, ვეცადოთ წაშლა. მოვნიშნავ მე ეხლა ამ ფორმას და Backspace ან DELETE კლავიშას დახმარებით მისი შეცვლა შეუძლებელია, ასევე, მასში რაიმე სხვა ტექსტის აკრეფა არის შეზღუდული. ისევ გადავიდეთ Properties რეჟიმზე და გამოვრთოთ ეს ღილაკები და დავაჭიროთ OK ღილაკს. უკვე შესაძლებელი არის ცვლილებების შეტანა ამ ფორმაში, რადგანაც ჩვენ ის გამოვრთეთ და, აგრეთვე, რათქმაუნდა, შესაძლებელი იქნება ფორმის წაშლა (ხედავთ რომ ის ძალიან ადვილად წაიშალა). ამ წუთას მე არ მინდა ეს ფორმა შეიცვალოს, მაგრამ დიზაინის ფორმაში მინდა წარწერა არ იყოს ინგლისური შინაარსის მატარებელი, არამედ- იყოს ქართული შინარსის მატარებელი, ამიტომ გადავალ დიზაინის ფორმაში და დავწერ, რომ აქ უნდა აიკრიფოს სახელი. გადავალთ ისევ დიზაინის რეჟიმში და ამრიგად ტექსტი დარჩება როგორც სახელი. მუშაობის რეჟიმში მომხმარებელს შეეძლება ამ ფორმის შეცვლა (ვთქვათ: დათო). ალბათ, სასურველია, ფორმაზე გამოვიყენოთ ბრძანება, რომ ფორმის წაშლა შეუძლებელი იყოს. ასევე გავაკეთოთ ფორმაზე გვარი. ამჯერად, შედარებისთვის ვნახოთ ჩარჩოიანი ვარიანტი როგორი არის და აქაც უზრუნველვყოთ ის, რომ წაშლა შეუძლებელი იყოს, ინგლისური ტექსტი შევცვალოთ ქართული ანალოგით. ხედავთ, ამ შემთხვევაში ჩარჩოში არის ჩასმული, რედაქტირება ხდება ჩარჩოში, ხოლო აქ ჩარჩოს გარეშე ხდება რედაქტირება. როგორც კი ჩვენ რაიმე მონაცემს შევიყვანთ, ნაცრისფერი ფონი მოცილდება ამ ფორმას. მიაქციეთ ყურადღება, თუ გვინდა საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს ეს ველები, შეგიძლიათ მონიშნოთ მონაცემები და წაშალოთ. დასახელებები ისევ დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას. ფორმაში შეყვანილი ტექსტების წაშლა შესაძლებელია ჩვეულებრივად. ახლა ვნახოთ ასარჩევი სიის თვისებები. დააჭირეთ Design Mode და დააჭირეთ ღილაკს- Properties. აქაც შესაძლებელია ფორმას ჰქონდეს თავისი სათაური. (ვთქვათ, ამ შემთხვევაში ალბათ კლასი). ამ ნაწილს არ შევეხებით- შესაძლებელია იგივე სტილის გაფორმების ფორმები გვქონდეს, წარწერის ფერი შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა, რომელიმე კომპონენტის ამორჩევის შემდეგ კონტროლი დაკარგოს, ანუ ეს ფუნქცია დაეკარგოს. აქ არის საშუალება რომ არ წაიშალოს, შეუძლებელი იყოს წაშლა, რა თქმა უნდა ალბათ საინტერესო არის ამ ფუნქციის გამოყენება და შეუძლებელი იყოს რედაქტირება, ე.ი. ერთხელ ჰქონდეს ამორჩევის საშუალება. რაც შეეხება თვითონ კომპონენტს- პირველი ვარიანტი შეგიძლიათ ამოიღოთ და დავამატოთ კლასების ამორჩევა. ვთქვათ, ტესტირება ტარდება რამდენიმე კლასში. (მე-9 კლასი- მნიშვნელობა შეიძლება იყოს 9), დავამატოთ მე-10 კლასი- მნიშვნელობა შეიძლება იყოს ათი, დავმატოთ კიდევ ერთი კლასი - მე-11 - მნიშვნელობა ალბათ უნდა იყოს თერთმეტი. დააჭირეთ ღილაკს OK. ამით კლასების ჩამონათვალი გაკეთებულია ისღა დაგრჩენიათ, დააჭიროთ ღილაკს- OK. გამოვრთოთ დიზაინის რეჟიმი და შევამოწმოთ რა მივიღეთ. მე-9, მე-10, მე-11 კლასები- როგორც ვფიქრობდი. მაგრამ ამ შეთხვევაში წარწერა არის ინგლისურ ენაზე, სასურველია მისი შეცვლაც. დააჭირეთ დიზაინის რეჟიმს და შეცვალეთ ინგლისური წარწერა ქართულ წარწერაზე- კლასი, ასევე მოვიქცეთ რეგიონებთან დაკავშირებითაც და თარიღთან დაკავშირებითაც. გავაგრძელოთ მუშაობა რეგიონებზე. ამ ფორმის დახმარებით ჩამოვთვალოთ ის რეგიონები, რომელი რეგიონის მოსწავლეებიც ღებულობენ მონაწილეობას ტესტირებაში. სათაური შესაძლებელია იყოს- რეგიონი, წავშალოთ პირველი გამოსახულება, დავმატოთ ახალი (ვთქვათ სახელი - სამეგრელო), მნიშვნელობა ჯობს იყოს მთელი რიცხვები (ამ შემთხვევაში- 1), შემდეგ- იმერეთი - მნიშვნელობა 2, შემდეგი რეგიონი რაჭა - მნიშვნელობა 3, შემდეგი რეგიონი- აჭარა - მნიშვნელობა იყოს- 4 და დაგვრჩა ერთი რეგიონი- გურია. მისი მნიშვნელობა იქნება- 5. ე.ი. 5 რეგიონში ვატარებთ, როგორც ჩანს, ტესტირებას. ყველა რეგიონი ჩამოთვლილია და ამ მოქმედებების შესრულების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK. ახლა შევამოწმოთ რა მივიღეთ- ე.ი. მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს სახელი, გვარი, კლასი და რეგიონი ჯერჯერობით. ვნახოთ თარიღის ფორმაც, სხვა ცვლილებები აქ არ გვჭირდება, გარდა სათაურისა. რაც შეეხება თარიღს, აქ შეგიძლიათ აირჩიოთ- დაბადების თარიღი კლებით, დააჭირეთ რომელიმე თარიღს და, შესაბამისად, ეს ველიც შეივსება. რაც შეეხება ტელეფონის ნომერის, დავუბრუნდეთ დიზაინის რეჟიმს, მე ვთვლი, რომ ეს ფორმა უნდა გაიზარდოს, ცოტა მეტი უნდა იყოს. Properties ღილაკით თქვენ ხედავთ იმ ფორმებისგან განსხვავებულ ფორმას, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში, ვინაიდან, თუ გახსოვთ, ეს ფორმა ActiveX Control-ის დახმარებით ჩასვით. ActiveX-ს რა თქმა უნდა განსხვავებული ფორმები აქვს, ფორმის სახელი გავაკეთოთ- Teln, ტექსტში დავუწეროთ- პრეფიქსი, ეს ტექსტი დაიწერება ყოველთვის ამ ფორმაში და მომხმარებელს (მოსწავლეს) შეეძლება გააგრძელოს ტელეფონის ნომრის მიწერა. ამ შეთხვევაში, ჩვენი ფორმა ორიენტირებული არის მობილური ოპერატორის მომსახურებაზე, (მოსწავლე იყენებს მობილურ ტელეფონს). შეგვიძლია დავხუროთ როგორც თემა, ასევე დიზაინის რეჟიმიდანაც გამოვიდეთ. რაც შეეხება სურათის პარამეტრებს, აქ ალბათ არც არაფერი არ არის შესაცვლელი, ერთადერთი შეიძლება მივუთითოთ სათაური- “სურათი” და დავაჭიროთ ღილაკს OK. გამოცდების თარიღი სპეციალური ფორმით არის ჩასმული და მას არ სჭირდება ჩვენი რედაქტირება ახლა მივადექით ყველაზე უფრო საინტერესო ადგილს ჩვენს ფორმაში- ეს არის სქესი. როდესაც თქვენ ტესტირების კითხვები გააკეთეთ, აქ მოგიწიათ ჯგუფების შექმნა იმისთვის, რომ გადამრთველმა სწორად იმუშაოს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ ვარიანტს- ანუ დიზაინის რეჟიმში ვირჩევდით რომელიმე ფორმას Properties ბრძანებას და მოდულების ბრძანებების დაფაზე ვარჩევდით შრიფტს, ფერს, ზომას და ა.შ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ყველა კომპიუტერზე ზუსტად ამ დასახელების შრიფტი, შესაძლებელია არ იყოს, როგორც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მე დარწმუნებული ვარ, უმეტეს სიტუაციაში ჩემს მსმენელებს აი ესეთი დასახელების შრიფტი არ ექნებათ. ფაილის სახელი არის ქვედა ხაზი, ძახილის ნიშანი, Kolkheti MT, ხოლო ფონტების ჩამონათვალში ეს არის- „_!ოლჰეტყ“. თუ კონკრეტულად ასეთი შრიფტი არ ექნება ტესტის მიმღებ ადრესატს, მაშინ მას ან კითხვის ნიშნები გამოუვა, ან უცნობი სიმბოლოები და ტექსტის წაკითხვას ვერ შეძლებს. ამ სიტუაციაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება სხვა ხერხებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიზაინ რეჟიმში დააჭირეთ Selector-ის ღილაკს, პარამეტრებიან ღილაკს და დააჭირეთ ღილაკს- Priperties. თქვენ მიიღებთ ნაცნობ ფანჯარას სადაც ახდენდით შრიფტების მითითებას და ა.შ. მოვიქცეთ შემდეგნაირად: აქ არის ერთი ველი - სურათი- სადაც ხედავთ რომ არის წარწერა None. ამ წუთას ეს სურათი არ არის მითითებული, მაგრამ თუ ამ ველზე დასვამთ კურსორს, მარჯვენა მხარეზე სამკუთხედის დახმარებით შესაძლებელია სურათების არჩევა. მე წინასწარ მაქვს არჩეული შესაბამისი სურათი და მამაკაცი (ხედავთ ხომ ფაილს ვირჩევ, GPG ფაილს ვირჩევ) და ვასრულებ ღილაკით OPEN. ამის შემდეგ, შესაბამის ფანჯარაში გაჩნდა წარწერა- მამაკაცი, მაგრამ ეს არის სურათი. თუ დააკვირდებით ამ სურათს, არც თუ ლამაზად გამოიყურება სხვა ტექსტებთან შედარებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ ორიგინალი სურათის ზომები განსხვავდება აქ არსებული ზომებისგან, პირველ რიგში, ამ სურათის სიმაღლე არის 23 პიქსელი. დავაკვირდით, აქ შესაძლებელია ამ სურათის პარამეტრების ნახვა 67X23. დავიმახსოვროთ ეს ციფრები და შესაბამის უჯრებში შევცვალოთ ეს პარამეტრები. ხოლო 108 პიქსელის მაგივრად ეს არის 67, თუ სწორად მახსოვს. ამ მოქმედების შემდეგ, ცოტა უფრო ლამაზად გამოჩნდა ჩვენი წარწერა- მამაკაცი. იგივენაირად გადავიდეთ ღილაკზე და ეს ორივე ღილაკიც გავაერთიანოთ ერთ ჯგუფში და დავარქვათ მას- “სქესი”. შემდეგ ღილაკზეც იგივენაირად მოვიქცეთ. დააჭირეთ ღილაკს Properties. აქაც ჩავსვათ სურათი (ამ შემთხვევაში- “ქალი”). ამ სურათის ზომებიც იგივე არის 23- სიმაღლე 67- სიგანე. გამოვრთოთ დიზაინის რეჟიმი და დავაკვირდეთ მუშაობს თუ არა ჩვენ მიერ ჩასმული ფორმა. როგორც ხედავთ, მუშაობს და ის არ არის დამოკიდებული სხვა ფორმებზე. დავაკვირდეთ ამ გამოსახულებას შემცირებულ რეჟიმში- როგორც ხედავთ, ზოგიერთი ფორმა უკვე მონიშნულია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. ჯობს არცერთი პასუხი არ იყოს მონიშნული. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად გადადით დიზაინის რეჟიმზე, მონიშნეთ კონკრეტული ფორმა, დააჭირეთ ღილაკს Properties და Value ველში აკრიფეთ ციფრი- “ნული”. ამის შემდეგ, მონიშვნის ნიშანი მოიხსნება. ამდაგვარად მოვიქცეთ ყველა სხვა მონიშნულ ფორმაზე (ნული ნიშნავს რომ გამორთულია). ასევე შესაძლებელი იყო ჩაგვეწერა ტექსტი- „False“. გამოვრთოთ აგრეთვე თოლიები. მოდით, მეხუთე კითხვა ცოტა სხვანაირად გავაფორმოთ. ჩავთვალოთ რომ აქ უნდა იყოს ღია პასუხი, წავშალოთ ყველა ტექსტი და ActiveX-ით ჩავსვათ ფორმა- ტექსტური ჩარჩო, გავზარდოთ ფორმა, ქვევითაც ჩამოვშალოთ და მივიღებთ ასეთ გამოსახულებას. ჯობს, კითხვაში მივუთითოთ არაუმეტეს 60 სიტყვა. თქვენ, საჭიროებების მიხედვით, შეგიძლიათ ეს ტექსტი შეცვალოთ ( სამოცის მაგივრად შეგიძლიათ სხვა რაოდენობა მიუთითოთ). ამრიგად, ჩვენ ვნახეთ ყველა ძირითადი ფორმის ჩასმის, რედაქტირების და პარამეტრების ფუნქციები, მაგრამ Developer დაფაზე არის კიდევ ორი საინტერესო პიქტოგრამა: Restrict Editing და Document Template. ეს პიქტოგრამები Review ღილაკზეც გვხვდება, მაგრამ Developer დაფაზე მას გაცილებით ადექვატური ფუნქცია გააჩნია. კონკრეტულად- Restrict Editing ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის რედაქტირების შეზღუდვის დაფა, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნება დართოთ მომხმარებლებს იმუშავონ მხოლოდ ფორმის ველებზე. ანუ, ამ ბრძანების გამოყენების შემდეგ, ტესტების კითხვების და ველების შეცვლის საშუალება არ ექნებათ. ამისათვის უნდა ჩასვათ თოლია Allow Only გრაფაში და ჩამოშლად ველში აირჩიოთ Filling in Forms. ამის შემდეგ, ბრძანების ძალაში შესასვლელად უნდა დააჭიროთ ღილაკს Yes, start enforcing protection. ამ ფანჯარაში აუცილებელია შეიყვანოთ პაროლი. ქვედა ველში აკრიფეთ პაროლი. მოქმედებები დაასრულეთ OK ღილაკზე დაჭერით. ამის შემდეგ ტექსტში შეუძლებელია ცვლილებების შეტანა, მაგრამ პასუხის გაცემა ფორმის ველებზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ფუნქციის გააქტიურების შემდეგ Document Template ფანჯარა მიუწვდომელი გახდა. გამორთეთ რედაქტირების შეზღუდვა (Stop Protection), შეიყვანეთ პაროლი და დააჭირეთ ღილაკს- OK. ვუბრუნდებით ჩვეულებრივ რეჟიმს, ისღა დაგვრჩენია დავიმახსოვროთ ეს დოკუმენტი. ძალიან ხშირად, საჭირო არის ამ ტიპის დოკუმენტებით შედეგების ცალ-ცალკე ფაილებში შენახვა (ვთქვათ, ყველა მოსწავლემ შედეგები ჩალ-ცალკე ფაილში შეინახოს). ამრიგად, შევაჯამოთ ნანახი ვიდეოგაკვეთილი. თქვენ ამ ვიდეოგაკვეთილში ნახეთ:  ფორმატირებული და ჩვეულებრივი ტექსტის,  სურათის,  თოლიის,  კომბო ველის,  ჩამოშლადი სიის,  თარიღის ამორჩევის,  ActiveX ღილაკების,  ფორმების ჩასმას, რედაქტირება და წაშლა. აგრეთვე, თქვენ ნახეთ დოკუმენტის ველებში შესწორების შეტანის უფლების ჩართვა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მსგავს დოკუმენტებთან მუშაობის დროს. გმადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული