Microsoft Office Word 2013

ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
ფიგურები
მართლწერა და გრამატიკა
ასლი
ფაილის შექმნა
დოკუმენტის სტრუქტურა
ფორმები, შაბლონები, რედაქტირების შეზღუდვა
დიაგრამა
სქოლიო და კომენტარები
კოლონტიტული და გვერდის დანომრვა
ფაილთან მუშაობა
word 2013 ინტერფეისი
ტექსტთან მუშაობა
ცხრილი
SmartArt
სურათთან მუშაობა
Microsoft Office Word 2013 - ტექსტური რედაქტორი
Microsoft Word 2013_ის ინტერფეისი ამ ვიდეო გაკვეთილში გაეცნობით პროგრამა Microsoft Word 2013_ის ინტერფეისს. ტექსტური ფაილის შესაქმნელად დააჭირეთ Word 2013 პიქტოგრამას. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ ცარიელი დოკუმენტის შექმნის პიქტოგრამას. თქვენ აღმოჩნდებით Word 2013-ის გარემოში. აღვწეროთ ეს ინტერფეისი. Word-ის დოკუმენტი ისევე, როგორც ოპერაციულ სისტემა ვინდოუსში მომუშავე ყველა პროგრამა, იმუშავებს ფანჯარაში. ამის დასადასტურებლად თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ფანჯრის საინფორმაციო ზოლს, სადაც შუა ნაწილში მოცემული არის ფაილის დასახელება „Document1“ და მომსახურე პროგრამა Microsoft Word. მარჯვენა მხარეზე მოთავსებულია ფანჯრის მართვის ღილაკები. მინუსი ფანჯრის მინიმალურ ზომაზე დაკეცვა, საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ფანჯრის დაპატარავება, მთელ ეკრანზე გაშლა და ფანჯრის დახურვა. მე ახლა ამ ფანჯარას არ დავხურავ. გავაუქმებ ბრძანებას. ეკრანის მარცხენა კუთხეში, საინფორმაციო ზოლზე, განთავსებული არის სწრაფი წვდომის დაფა. როგორც წესი ამ დაფაზე განთავსებული არის ყველაზე ხშირად შესრულებული ბრძანებები. პირველი ღილაკი ეს არის ფანჯრის მართვის ღილაკი. მეორე ღილაკი არის ფაილის დამახსოვრება. შემდეგი ორი ღილაკის დახმარებით შეგიძლიათ უკანასკნელად შესრულებული ბრძანების უარყოფა ან აღდგენა. ბოლოში განთავსებული პატარა სამკუთხედი საშუალებას გაძლევთ ამავე დაფას დაამატოთ ან გამოაკლოთ სხვა ღილაკები, მათ შორის:- • ახალი ტექსტური დოკუმენტის შექმნა, , • არსებული ფაილის გახსნა • ფაილის შენახვა • სწრაფი ბეჭდვა • წინასწარი გადახედვა • სპელინგის შემოწმება • ბოლოს შესრულებული ბრძანების უარყოფა • უარყოფილი ბრძანების აღდგენა შესაძლებელი არის თითოეული მათგანის დამატება ან გამოკლება. ის ფუნქციები, რომლებსაც მარცხენა მხარეზე თოლიის აღნიშვნა აქვთ, უკვე გამოტანილი არის სწრაფი წვდომის დაფაზე. ყურადღება მიაქციეთ ბოლო წარწერას. ამ ღილაკის დახმარებით შესაძლებელი არის, სწრაფი წვდომის ინსტრუმენტების დაფა ნაჩვენები იყოს ლენტის ქვევით ან ზევით. საინფორმაციო ზოლის ქვევით განთავსებული არის მენიუს ზოლი. მენიუს ზოლში თავმოყრილი არის Word_ის ფუნქციები. ეს ფუნქციები განლაგებული არის ინსტრუმენტების დაფაზე, რომელსაც 2007 წლიდან Microsoft_ი ლენტს უწოდებს. მენიუს ზოლის დახმარებით შესაძლებელი არის სხვადასხვა ინსტუმენტების დაფაზე გადასვლა. ამ ინსტუმენტების დაფებზე თავმოყრილი არის ერთგვაროვანი ფუნქციები. ამ ფუნქციებს ერთი საერთო დასახელება აქვთ. ზუსტად ეს დასახელებები არის გამოტანილი მენიუს ზოლში. თითოეულ ფუნქციათა ჯგუფზე გადასასვლელად უნდა დააჭიროთ მენიუს შესაბამის ინსტუმენტს, ვთქვათ:- INSERT, DESIGN, PAGE LAYOUT და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინსტრუმენტების დაფა HOME. აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ FILE ინსტრუმენტების დაფას. მენიუს ამ დაფაზე გადასვლის შემდეგ საწყის მდგომარეობაში გადასვლა შესაძლებელია ღილაკით ისარი მარცხნივ. საინფორმაციო ზოლის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ღილაკის დახმარებით შესაძლებელი არის ლენტის ჩვენების სხვადასხვა რეჟიმებზე გადართვა. Auto Hide რეჟიმის დროს ლენტი გამოჩნდება მაშინ როცა თაგვის კურსორით დავაწკაპუნებთ ფანჯრის ზედა უკიდურეს ზოლზე. Show Tabs რეჟიმის დროს მუდმივად ნაჩვენები იქნება მხოლოდ მენიუს ზოლი, ხოლო შესაბამისი ინსტრუმენტების დაფის გამოსაჩენად აუცილებელია მენიუს რომელიმე კომპონენტზე თაგვით დაჭერა. შესაბამისი ინსტრუმენტი დროებით ჩამოეფარება სამუშაო გვერდს. რომელიმე პიქტოგრამაზე დაჭერის შემდეგ კი ინსტრუმენტების დაფა ისევ გაქრება. მესამე ვარიანტში სამუშაო გვერდის ზევით მუდმივად ჩანს მენიუს ზოლი და ინსტრუმენტების დაფა. ლენტის „აკეცვა“ ყოველთვის შესაძლებელია ლენტის მარჯვენა მხარეზე არსებული გადამრთველიდან. გაითვალისწინეთ: მენიუს ზოლის ელემენტებზე მხოლოდ ერთხელ უნდა დააჭიროთ. ხშირად ახალბედა მომხმარებლები ამ ელემენტებს 2ჯერ სწრაფად აწვებიან. შესაბამისად ლენტი აიკეცება, და ინსტრუმენეტების დაფები ქრება. საწყის მდგომარეობაში დაბრუნება შესაძლებელია მენიუს ელემენტზე თაგვის მარცხენა კლავიშის ისევ 2ჯერ დაჭერით ან მარჯვნა მხარეზე არსებული გადამრთველით ახლა განვიხილოთ უშუალოდ ლენტი. თითოეულ ინსტუმენტების დაფაზე, ფუნქციები დალაგებული არის ჯგუფების სახით. თითოეულ ჯგუფში განთავსებულია ყველაზე ხშირად გამოყენებული ბრძანებები. სხვა ბრძანებების გამოსაყენებლად უნდა დააჭიროთ ქვევით მიმართულ ისარს. მაგალითად Font ჯგუფში განთავსებულია 15 პიქტოგრამა. მაგრამ ქვევით მიმართული ისრის დახმარებით შეგიძლიათ გამოიძახოთ ჯგუფის ფუნქციების სრული ვარიანტი. მაგალითად, ვინაიდან სიტყვებს შორის მანძილის გადიდება (ე.წ. შპაცი) საკმაოდ იშვიათად გამოიყენება, ამ ფუნქციის გამოსაყენებლად რამდენიმე ღილაკზე მოგიწევთ დაჭერა. მენიუს ზოლი არის კონტექსტური. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ობიექტის მონიშვნის დროს ინსტუმენტების დაფას ემატება აღნიშნულ ობიექტზე მუშაობის შესაბამისი დამატებითი ინსტუმენტები. მაგალითად, თუ კურსორი იმყოფება ცხრილის რომელიმე უჯრაში, გამოჩნდება ცხრილთან სამუშაო ინსტრუმენტები DESIGN და LAYOUT. როგორც კი კურსორი სხვა ობიქტზე გადავა, ეს ინსტრუმენტები გაქრება. თუ ჩვენ ავირჩევთ ობიექტს სურათი, დაგვემატება სურათზე სამუშაო ინსტრუმენტები. მათ შორის Format. მენიუს ზოლში ელემენტების დასამატებლად ამავე ზოლში დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით. დააჭირეთ წარწერას Customize the Ribbon. მაგალითად, ჩავრთოთ და შემდეგ გამოვრთოთ DEVELOPER ინსტრუმენტების დაფა. ხედავთ რომ DEVELOPER ინსტრუმენტის წინ თოლია გამორთულია. დააჭირეთ და ჩართეთ თოლია. შეტანილი ცვლილებები გაააქტიურეთ OK ღილაკზე დაჭერით. ნახავთ რომ მენიუს ზოლში დაგემატათ ახალი დაფა DEVELOPER. ამ დაფის გამოსართავად მენიუს ზოლში დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით. დააჭირეთ წარწერას Customize the Ribbon. ხედავთ რომ ამჯერად DEVELOPER ინსტრუმენტის წინ თოლია ჩართულია. დააჭირეთ და გამორთეთ თოლია. შეტანილი ცვლილებები გაააქტიურეთ OK ღილაკზე დაჭერით. შედეგად DEVELOPER ინსტრუმენტების დაფა გამოირთვება. Customize the Ribbon ბრძანებით შესაძლებელია ასევე ინსტრუმენტების რომელიმე დაფაზე დაამატოთ ისეთი პიქტოგრამა, რომელიც გამოტანილი არ არის ინსტრუმენტების დაფაზე. მაგალითად HOME ინსტრუმეტების დაფაზე დავამატოთ მთელი გვერდის ნახვის და გვერდის სიგანეზე გაშლის პიქტოგრამები. (ეს პიქტოგრამები არის VIEW დაფაზე) ამისთვის თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ ლენტის გამოსახულებას. მიღებულ დაფაზე დააჭირეთ Customize the Ribbon წარწერას. მონიშნეთ HOME ინსტრუმენტების დაფა. დააჭირეთ ღილაკს New Group. გადაარქვით სახელი შექმენით VIEW. მარცხენა მხარეს სიაში დააჭირეთ All Commands წარწერას და მოძებნეთ One Page. დააჭირეთ ისარი მარჯვნივ და ეს ბრძანება დაემატება ახალშექმნილ ჯგუფში. ასევე დაამატეთ Page Width წარწერა. შეტანილი ცვლილებები გააქტიურეთ OK ღილაკზე დაჭერით. შედეგად HOME ინსტრუმენტების დაფაზე დაგემატათ ორი საინტერესო პიქტოგრამა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ VIEW ინსტრუმენეტებზე გადასვლის გარეშე დაათვალიეროთ მთლიანი გვერდი, ან გვერდის მასშტაბი გაზარდოთ ისე, რომ მთლიანად ჩანდეს გვერდის სიგანე. ინსტრუმენტების დაფის ქვედა ნაწილში განთავსებული არის ჰორიზონტალური და ვერტიკალური სახაზავი. ამ სახაზავების ჩართვა შესაძლებელია, მენიუ ზოლის VIEW ინსტრუმენტების დაფიდან. თოლია უნდა ჩასვათ Ruler პიქტოგრამაზე. თუ თოლია ჩართულია, აღნიშნულ პიქტოგრამაზე დაჭერა გამოიწვევს სახაზვის გამორთვას. სახაზავზე ორჯერ სწრაფად დაჭერით გამოდის გვერდის განლაგების დიალოგური ფანჯარა ეკრანის უდიდესი ნაწილი უჭირავს მიმდინარე გვერდს — ქაღალდის ფურცელს, სადაც უნდა განათავსოთ თქვენი ტექსტი. მარცხენა ზედა კუთხეში განთავსებულია ტექსტის კურსორი, რომელიც მიუთითებს სამუშაო ადგილს. ანუ ტექსტის აკრეფა გრძელდება იქ, სადაც ეს კურსორია განთავსებული. ამჯერად ტექსტი იკრიფება მარცხნიდან მარჯვნივ და კურსორიც შესაბამისად გადაადგილდება. უკვე აკრეფილ ტექსტში მისი გადაადგილება შესაძლებელია თაგვის მარცხენა კლავიშზე დაჭერით, ან კლავიატურის დახმარებით. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ცალკე ვიდეოგაკვეთილი..... რაც შეეხება თაგვის კურსორს, ის თავისუფალია და მისი გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით არის შესაძლებელი. ეკრანის ბოლოს, ქვედა ნაწილში განთავსებული არის საინფორმაციო ზოლი. საინფორმაციო ზოლის მარცხენა ქვედა კუთხეში არსებული წარწერა გამცნობთ მიმდინარე გვერდს და გვერდების საერთო რაოდენობას. მასზე დაჭერით გამოდის ნავიგატორი შემდეგი რიცხვი მიუთითებს ტექსტში სიტყვების რაოდენობას ან მონიშნული სიტყვების რაოდენობას. შემდეგი წარწერა აღნიშნავს ენას, რომლის გრამატიკის წესებითაც ხდება სლაიდზე განთავსებული ტექსტების გრამატიკული შემოწმება. Read Mode პიქტოგრამით შესაძლებელია გვერდის ჩვენება კითხვის რეჟიმში, ხოლო პიქტოგრამა Print Layout საშუალებით იმუშავებთ რეჟიმში, როცა ტექსტის აღქმა შეესაბამება ქაღალდზე ნაბეჭდ ფორმას. Web Layout რეჟიმში ტექსტი ნაჩვენები იქნება იმ სახით, როგორიც გამოჩნდება ინტერნეტში - და + ღილაკებით შეგიძლიათ მასშტაბში შეამციროთ ან გაზარდოთ გვერდი, იქვე მიწერილია მასშტაბირების პროცენტი. დააკვირსით ამ მაჩვენებელს, შესაძლებელია რომ ეკრანზე ტექსტი დიდი ასოებით იკითხებოდეს, მაგრამ ნაბეჭდ ვერსიაში ვერ გაირჩეოდეს ლიფტის ფუნქცები ამრიგად თქვენ ამ ვიდეო გაკვეთილში ვნახეთ Word_ის ინტერფეისი. ავღნიშნეთ, რომ Word_ის ფუნქციები გადანაწილებული არის ინსტუმენტების დაფებზე. თითოეული ინსტრუმენტის დაფაზე გადასვლა შესაძლებელია მენიუს ზოლის შესაბამის დასახელებებზე დაჭერის საშუალებით. მნიშვნელოვანი არის HOME ინსტრუმენტების დაფა. ეკრანის უდიდესი ნაწილი დაკავებული აქვს სამუშაო გვერდს. საინფორმაციო ზოლში შეგიძლიათ ნახოთ გვერდების საერთო რაოდენობა. დაარეგულიროთ ჩვენების სხვადახვა რეჟიმი, მასშტაბი და ა.შ. გმადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული