iStudio200 - ვირტუალური სტუდია

სპეციალური სტუდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომზადდეს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, გამოიყენება ვიდეო ლექციების და მსგავსი სახის რესურსის შესაქმნელად. შესაძლებელია სტუდიის საშუალებით დისტანციური Online კონფერენციების ან პრეზენტაციების ჩატარება.
iStudio წარმოადგენს სპეციალურ სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა პროფესიონალურ დონეზე მოამზადდეს სატრენინგო პროგრამა, საგანმანათლებლო სიუჟეტი, ინტერაქტიული კონფერენცია და სხვა მსგავსი პროდუქტი მარტივად და ხარისხიანად. განკუთვნილია აგრეთვე 2 და 3D პრეზენტაციების ან ვიდეოგაკვეთილების მოსამზადებლად. iStudio შექმნილია იმგვარად, რომ იგი მთლიანად მართოს ერთმა ადამიანმა და არ საჭიროებს დამხმარე პერსონალს ჩანაწერის მიმდინარეობისას. ეს პროდუქტი შექმნილია კომპანია Darim-ის მიერ და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მის ვებგვერდს www.istudio3d.com . ამ ვიდეოგაკვეთილში გაგაცნობთ სტუდიის ერთ-ერთ მოდიფიკაციას - iSudio 200-ს სტუდია შედგება პროცესორის, ორი ძირითადი მონიტორის, აუდიო აპარატურის, ვებკამერისა და სპეციალური განათების სისტემისაგან. istudio200-ს გააჩნია სპეციალური მართვის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხდება ვირტუალური სტუდიის მათვა. მოდით განვიხილოთ ეს პროგრამა.

ახალი დამატებული