iStudio200 - ვირტუალური სტუდია

სპეციალური სტუდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომზადდეს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, გამოიყენება ვიდეო ლექციების და მსგავსი სახის რესურსის შესაქმნელად. შესაძლებელია სტუდიის საშუალებით დისტანციური Online კონფერენციების ან პრეზენტაციების ჩატარება.
ვირტუალური სტუდიის სამართავი პროგრამის გაშვება ხდება სამუშაო მაგიდიდან (Desktop) პროგრამის პიქტოგრამაზე ორჯერ დაწკაპებით ან Start მენიუს - All programs განყოფილებიდან. ჩამონათვალში ვხსნით Darim Vision საქაღალდეს და ვაწკაპებთ - Start iS200 პიქტოგრამას. პროგრამის ჩატვირთვის შემდეგ „ქვედა“ მონიტორზე ჩნდება მართვის პანელი, რომლის საშუალებითაც ხდება ვირტუალური სტუდიის მართვა, ხოლო „ზედა“ მონიტორზე - ვირტუალური სტუდია სადაც მართვის დროს აისახება ყველა ვიზუალური ცვლილება რომელსაც მომხმარებელი აკეთებს მუშაობის პროცესში; მომხმარებელს მუშაობის პროცესში შეუძლია სურვილის მიხედვით არეგულიროს ფანჯრის ზომები და შეცვალოს მათი მდებარეობა მონიტორებზე. ვირტუალური სტუდია წარმოადგენს პროგრამის მიერ გენერირებულ 3 განზომილებიან ვირტუალურ სივრცეს. რომელიც პროგრამის გაშვების შემდეგ ჩანს ერთ-ერთ მონიტორზე ჩვენს შემთხვევაში ზემოთ. ჩვენ ვხედავთ ერთ-ერთი სტუდიას რომელიც ავტომატურად ჩაიტვირთა პროგრამის გაშვების შემდეგ, არსებობს მისი რამოდენიმე ვარიანტი თითოეული სტუდია განსხვავდება ინტერიერით და დეკორაციებით. მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს მისთვის სასურველი დიზაინის სტუდია გამოიყენოს პირდაპირი ეთერის მსველობის ან ვიდეოჩანაწერის გაკეთებისას. მიმდინარე სტუდიაში ჩვენ ვხედავთ პრეზენტატორის ვირტუალურ მაგიდას და საპრეზენტაციო ვირტუალურ ერთ მონიტორს, საჭიროები შემვევაში შეიძლება მეორე მონიტორის ჩართვაც. ვირტუალური მონიტორები დამხმარე საშუალებებია პრეზენტაციის ან პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს დამხმარე რესურსების საჩვენებლად, მათზე შესაძლებელია გრაფიკული გამოსახულებების ან ვიდეოანიმაციების ჩვენება. პრეზენტაცისს მსვლელობის პროცესში კი შესაძლებელია ვირტუალურ მონიტორებზე მარკერით სხვადასხვა ფერის მონიშვნების გაკეთება. პროგრამაში არსებულ ყოველ სტუდიას გააჩნია 9 რეჟიმი ე.წ. „სცენა“ – Scene. მომმარებელს კი შეუძლია მარტივი მანიპულირებით დინამიურედ გადავიდეს ერთი სცენიდამ მეორეზე ჩაწერის მიმდინარეობისას. ზოგიერთ მათგანში ჩვენ ვხედავთ, რომ ჩართულია 2 ვირტუალური მონიტორი. როგორც უკვე აღვნიშნეთ პროგრამაში რამოდენიმე სტუდიაა, რომელიც მომხმარებელმა წინასწარ უნდა შეარჩიოს შემდეგ მოამზადოს - შეცვალოს სურვილის შემთხვევაში სტუდიის ინტერიერი და გაფორმება, დაამატოს მასში პრეზენტაციისათვის საჭირო რესურსები და შემდეგ დაიწყოს ჩაწერა. ვირტუალური სტუდიის მართვა ხდება სამართავი პანელიდან ჩვენ ვხედავთ, რომ იგი განთავსებულია ქვედა მონიტორზე, მას გააჩნია 6-ი ძირითადი მენიუ - შესაბამისი განყოფილებებითა და ბრძანებებით ესენია... Live Control - სადაც განთავსებულია სამართავი ღილაკები და ინსტრუმენტები, რომლებსაც მომხნარებელი იყნებს პრეზენტაციის ან პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას და ვიდეოჩაწერისას მენიუ Video Settings - საიდანაც ხდება ჩაწერის ან პირდაპირი ეთერის დაწყებამდე ვიდეოკამერისა და „რენდერის“ პარამეტრების რეგულირება; Recording Options - მენიუდან წინასწარ ჩაწერის დაწყებამდე ხდება ვიდეოჩანაწერის ფაილის პარამეტრების შერჩევა, იგილისხმება ფაილის ფორმატი, რეზოლუცია, ხარისხი და სხვა. Studio Selection - მენიუდან მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს ჩამონათვალიდან საურველი ვირტუალური სტუდია. Static Elements: მენიუდან იმართება ვირტუალური სტუდიის დეკორაციის შემადგენელი 2 და 3 განზომილებიანი სტატიკური ელემენტები - (მაგ: სტუდიის ინტერიერი, ფონის სურათი, ლოგო და ა.შ) აქვე ხდება ელემენტების ამორჩევა და პარამეტრების რეგულირება (პარამეტრებში იგულისხმება მაგალითად მათი მდებარეობა და ზომა) Keyframe Design: მენიუდან ხდება კამერის მდებარეობის, ფოკუსის გასწორება, აგრეთვე პრეზენტატორის და ვირტუალური საპრეზენტაციო მონიტორების - მდებარეობის, ზომის პარამეტრების შერჩევა. მომდევნო ქვეთავებში ჩვენ განვიხილავთ ზემოთჩამოთვლილი მენიუების ძირითად ბრძანებებს რომლებსაც მომხმარებელი იყენებს სტუდიაში მუშაობის დროს

ახალი დამატებული