iStudio200 - ვირტუალური სტუდია

სპეციალური სტუდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომზადდეს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, გამოიყენება ვიდეო ლექციების და მსგავსი სახის რესურსის შესაქმნელად. შესაძლებელია სტუდიის საშუალებით დისტანციური Online კონფერენციების ან პრეზენტაციების ჩატარება.
სასურველი ვირტუალური სტუდიის არჩევა ხდება მენიუდან Studio Selection როგორც ვხედავთ მიმდინარე ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სხვადასხვა დიზაინის სტუდიები. ავირჩიოთ ერთ-ერთი და დავაწკაპოთ ბრძანებას Load. შემდეგ ვადასტურებთ Ok ბრძანებით და ველოდებით სტუდიის ჩატვირთვას, როგორც ვხედავთ ზედა მონიტორზე მიმდინარე სტუდია შეიცვალა ჩვენს მიერ არჩეულით. ახლა დავბრუნდეთ მენიუში Live Control და ვნახოთ თუ როგორ ხდება სხვადასხვა სცენის არჩევა. ყოველ სტუდიას გააჩნია 9 სცენა, ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლა ხდება განყოფილებიდან Scene Control - ჩამონათვალიდან ერთ-ერთზე დაწკაპებით შეგვიძლია შევცვალოთ სცენა სურვილის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლა მომხმარებელს უშუალოდ ჩაწერის მიმდინარეობის პროცესშია შეუძლია და სულაც არაა საჭირო ჩაწერის შეჩერება და შემდეგ გაგრძელება.

ახალი დამატებული