iStudio200 - ვირტუალური სტუდია

სპეციალური სტუდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომზადდეს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, გამოიყენება ვიდეო ლექციების და მსგავსი სახის რესურსის შესაქმნელად. შესაძლებელია სტუდიის საშუალებით დისტანციური Online კონფერენციების ან პრეზენტაციების ჩატარება.
ვიდეოლექციის მომზადებისას პრეზენტატორმა შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა სახის მულტიმედიური მასალები თვალსაჩინოებისათვის მაგალითად: ფოტოსურათები, რუკები, გრაფიკული სახით წარმოდგენილი მონაცემები, აგრეთვე ხმოვანი და უხმო ანიმაციები ან მინი ვიდეოკლიპები. ყოველი ვირტუალურ სტუდის სცენას გააჩნია 2 ვირტუალური მონიტორი და მათზე ხდება დამხმარე მასალის განთავსება. იმისათვის, რომ ვიდეოლექციის ჩაწერის პროცესში გამოვიყენოთ დამხმარე ვირტუალური 1 ან 2 მონიტორი ჯერ შევარჩიოთ სასურველი სცენა, როგორც ვხედავთ მიმდინარე სცენაზე ჩანს ორივე მონიტორი. რესურსის დამატება მათზე კი ხდება სამართავი პანელის Library განყოფილებიდან. აქ ჩვენ ვხედავთ 2 ჩანართს Monitor 1 და Monitor 2-ს აგრეთვე ვირტუალურ სტუდიაშიც ვვედავთ მონიტორებს შესაბამისი ნუმერაციით. ჯერ ავირჩიოთ პირველი მონიტორი და დავამატოთ მაზსე რესურსი. დავაწკაპოთ რომელიმე სურათს არსებული ბიბლიოთეკიდან და შემდეგ ბრძანებას Apply, როგორც ვხედავთ შესაბამის ვირტუალურ მონიტორზე გამოჩნდა ჩვენს მიერ შერჩეული სურათი. მომდევნო ან წინა რესურსზე გადასასვლელად კი გამოიყენება Next და Prev ბრძანებები. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ შესაძლებელია აგრეთვე უხმო ან ხმოვანი ანიმაციის გამოყენებაც, ახლა ავირჩიოთ მეორე მონიტორი და ბიბლიოთეკიდან დავამატოთ ვიდეოანიმაცია. იგი სურათისაგან შესაბამისი ნიშნით გამოირჩევა მოვნიშნოთ და დავაწკაპოთ ბრძანებას Apply. ჩვენს მიერ ბოლო არჩეული რესურსი აგრეთვე აისახება Media Preview განყოფილებაში იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოფაილი ხმოვანია შეგვიძლია მისი ხმის ჩართვა/გამორთვა და რეგულირება. მომხმარებელმა ჩაწერის დაწყებამდე ბიბლიოთეკაში წინასწარ უნდა განათავსოს და მიმდევრობით დაალაგოს დამხმარე რესურსი, რომელსაც ვიდეოლექციის ჩაწერის პროცესში - დამხმარე მასალად გამოიყენებს. გასათვალისწინებელია ის, რომ თუ ვიდეოლექციისას ხდება ორივე ვირტუალურ მონიტორის გამოყენება მათ გააჩნიათ დამოუკიდებელი ბიბლიოთეკები და ნაწილი რესურსის უნდა განვათავსოთ Monitor 1-ის, ხოლო ნაწილი კუთვნილ ბიბლიოთეკებში. რესურსის დასამატებლად ავირჩიოთ Monitor 1-ის ბიბლიოთეკა. შემდეგ ბრძანება Edit - და Add - დამატება - გაიხსნება ფანჯარა, საიდანაც მოვძებნით და ავირჩევთ შესაბამის ფაილს, შეგვიძლია მოვნიშნოთ ერთი ან რამოდენიმე ფაილი ერთად და დავაწკაპოთ ბრძანებას Open, როგორც ვხედავთ ჩვენს მიერ არჩეული სურათები დაემატა ბიბლიოთეკას. ანალოგიურად ხდება Monitor 2-ის ბიბლიოთეკის განახლებაც. როდესაც ბიბლიოთეკაში ყველა საჭირო რესურსს განვათავსებთ საჭიროა მათი დალაგება გარკვეული თანმიმდეევრობით იმისათვის რომ ვიდეოლექციისას ადვილად ვცვალოთ რესურსი. Up და Down ბრძანებებით შეგვიძლია მონიშნული რესურსის ერთი პოზიციით წინ ან უკან გადანაცვლება. ბრძანებით Delete - ბიბლიოთეკიდან ვშლით რესურსს. ბიბლიოთეკის რედაქტირებას კი ვასრულებთ ბრძანებით Back. შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ ბიბლიოთეკაში დასამატებელი გრაფიკული გამოსახულებები (.gif, .jpg, .jpeg, .png ან .bmp) ფაილის ფორმატში უნდა იყოს შენახული, ხოლო ანიმაცია .avi ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამამ გარკვეული ფაილების ფორმატები შეიძლება ვერ აღიქვას და შესაბამისად ვირტუალურ მონიტორზე ასეთი რესურსი არ გამოჩნდება. ვირტუალურ სტუდიაში შეგვიძლია აგრეთვე გამოვიყენოთ აქ არსებული ტიტრები ან მორბენალი სტრიქონები ამისათვის Library განყოფილებიდან გავააქტიუროთ ჩანართი Title. ავირჩიოთ ბიბლიოთეკაში არსებულიდან ერთ-ერთი და დავაწკაპოთ ბრძანებას Apply, ხოლო იმისათვის რომ დავმალოთ იგი ბრძანებას Hide. დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ვიდეოჩანაწერზე მუშაობას დავიწყებთ, საჭიროა წინასწარ გვქონდეს შემუშავებული გარკვეული სცენარი რომლის მიხედვითაც ავირჩევთ სტუდიას, წინასწარ შევარჩევთ სცენებს, ავტვირთავთ შესაბამის დამხმარე რესურსს ვიდეოლექციისათვის და შემდეგ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩაწერა.

ახალი დამატებული