iStudio200 - ვირტუალური სტუდია

სპეციალური სტუდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომზადდეს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, გამოიყენება ვიდეო ლექციების და მსგავსი სახის რესურსის შესაქმნელად. შესაძლებელია სტუდიის საშუალებით დისტანციური Online კონფერენციების ან პრეზენტაციების ჩატარება.
ჩაწერის დაწყება ხდება Live Control მენიუს Audio Control განყოფილებიდან. ბრძანებით Record ვიწყებთ და ვაჩერებთ ჩაწერას კლავიატურაზე იგივე ფუნქცია აქვს F9 ბრძანების ღილაკს, როდესაც მიმდინარეობს ჩაწერა ციმციმებს შესაბამისი ინდიკატორი. აღსანიშნავია, რომ პროგრამას არ გააჩნია დაპაუზების ფუნქცია და როდესაც ჩაწერას ვწყვეტთ ჩანაწერის ფრაგმენტი შეინახება ერთი ფაილის სახით, ხოლო ჩაწერის განახლებისა და დასრულების შემდეგ მომდევნო ფრაგმენტი შეინახება მეორე ფაილის სახით. ბრძანებით Play შეგვიძლია ვუყუროთ ბოლო ჩანაწერს რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ხოლო მომდევნო ბრძანებით ვხსნით საქაღალდეს სადაც ყველა ჩანაწერი ინახება ფაილების სახით. ფაილის სახელს პროგრამა ავტომატურად აგენერირებს გარკვეული წესით. სახელში არის თარიღი, დრო და პირობითი ნომერი იმისათვის, რომ ადვილად გავარჩიოთ სხვადასხვა პერიოდის ჩანაწერები ერთმანეთისაგან, თუმცა შეგვიძლია სურვილისამებრ ფაილს სახელი გადავარქვათ, აგრეთვე გადავიტანოთ სხვა საქაღალდეში ან წავშალოთ. განყოფილებიდან Audio Control აგრეთვე შეგვიძლია ვარეგულიროთ ხმა. ავუწიოთ და დავაკლოთ ან საერთოდ გამოვთოთ იგი. აქვე ხმის დასაბალანსებლად არის ბრძანება საიდანაც დამატებით ხდება ხმის დაბალი და მაღალი სიხშირეების გასწორება, რათა ჩანაწერი ხარისხიანი გამოვიდეს.

ახალი დამატებული