iStudio200 - ვირტუალური სტუდია

სპეციალური სტუდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომზადდეს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, გამოიყენება ვიდეო ლექციების და მსგავსი სახის რესურსის შესაქმნელად. შესაძლებელია სტუდიის საშუალებით დისტანციური Online კონფერენციების ან პრეზენტაციების ჩატარება.
მენიუდან Recording Options მომხმარებელს შეუძლია ჩანაწერის დაწყებამდე დაარეგულიროს ვიდეოჩანაწერის ფაილის პარამეტრები, როგორც ვხედავთ პროგრამას აქვს ჩანაწერის ორ ფორმატში შენახვის ფუნქცია ესენია .FLV და .MP4. ავირჩიოთ .MP4 ფორმატი. Encoder განყოფილებაში ჩანს მიმდინარე აქტიური პრიფერიული მოწყობილობები (ვიდეოკამერა და მიკროფონი) რომელთა საშუალებითაც ხდება ვიდეო და აუდიო ჩანაწერის გაკეთება, ამ განყოფილებიდან შესაძლებელია აგრეთვე ჩაწერის დაწყება/დასრულება Start/Stop ბრძანებაზე დაწკაპებით. მომდევნო განყოფილებიდან მომხმარებელი ირჩევს თუ სად შეინახოს ვიდეოჩანაწერი. File - ველში ჩანს მიმდინარე მისამართი იმშემთხვევაში თუ გვინდა, რომ გამოვცვალოთ მისამართი ვაწკაპებთ ბრძანებაზე Browse - და გამოსულ ფანჯარაში ავირჩევთ სასურველ ადგილს. File ველის ზემოთ გააქტიურებულია ბრძანება Auto File Name რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამა ფაილს სახელს ავტომატურად დაარქმევს. ვიდეოჩანაწერის რეზოლუციიის ანუ (ზომების) მითითება ხდება Scale to - ველიდან, ჯერ უნდა გავააქტიუროთ იგი და ჩავწეროთ სასურველი რეზოლუცია მაგ: სტანდარტული 1024 X 768-ზე პიქსელი. Bitrate - სლაიდერის საშუალებით კი რეგულირდება ვიდეოჩანაწერის ხარისხი როგორც ვხედავთ ახლა შერჩეულია 2000 კოლობიტი წამში. იმ შემთხვევაში თუ ხარისხს გავზრდით გაიზრდება ვიდეოჩანაწერის ფაილის ზომა. აუდიოჩანაწერის ხარისხი რეგულირდება Audio ველიდან სიიდან ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ დაბალი 96 ან მაღალი ხარისხი 196 კილობიტი წამში

ახალი დამატებული