iStudio200 - ვირტუალური სტუდია

სპეციალური სტუდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომზადდეს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, გამოიყენება ვიდეო ლექციების და მსგავსი სახის რესურსის შესაქმნელად. შესაძლებელია სტუდიის საშუალებით დისტანციური Online კონფერენციების ან პრეზენტაციების ჩატარება.
ყოველი სტუდიის ვირტუალური ოთახი სხვადასხვა სტატიკური ელემენტებისაგან შეგება მაგ: სტუდიის ძირითადი ინტერიერი, პრეზენტატორის მაგიდა და სურათი რომელსაც უკანა ფონზე ვხედავთ. მათი მართვა ხდება მენიუდან Static Elements. მომხმარებელს საშუალება აქვს მიმდინარე მენიუს გამოყენებით შეცვალოს სტუდიის ინტერიერი და დიზაინი. იგი შედგება 4 განყოფილებისაგან. განყოფილებაში Static Elements არის სხვადასხვა სტატიკური ელემენტების ჩამონათვალი, შემდეგი არის ბიბლიოთეკა სადაც განთავსებულია მიმდინარე სტატიკური ელემენტისათვის საჭირო რესურსი მას გააჩნია ორი ბრძანება Add დამატება საიდანაც შეგვიძლია ბიბლიოთეკაში ხალი რესურსები დავამატოთ და Remove არასასურველი რესურსის წასაშლელად. მომდევნო Media Preview განყოფილება გვიჩვენებს ბიბლიოთეკაში არჩეულ ელემენტს მის ქვემოთ კი მოცემულია ბრძანება Apply, რომლის საშუალებითაც ვადასტურებთ და ვცვლით ერთ ელემენტს მეორეთი. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ახლა სხვა სტატიკური ელემენტისათვის მაგალითად შევცვალოთ პრეზენტატორის მაგიდა. შესაძლებელია სტატიკური ელემენტის დამალვაც ამისათვის ბიბლიოთეკიდან ვირჩევთ Hide რესურსს და ვაწკაპებთ ბრძანებას Apply. Element Control განყოფილებიდან რეგულირდება მიმდინარე ელემენტის პოზიცია X, Y და Z საკოორდინატო ღერძების მიმართ, შესაძლებელია აგრეთვე მობრუნება და ზომების შეცვლა. თუკი სტუდიაში ამ ტიპის ცვლილებები შეგვაქვს და გვინდა შევინახოთ სტუდია შეცვლილი პარამეტრებით ამისათვის გადავდივართ მენიუში Studio Selection სადაც ვირტუალური სტუდიების ბიბლიოთეკაა განთავსებული. ვაწკაპებთ Save as… ბრძანებას, გამოსულ ფანჯარაში ვარქმევთ სტუდიას ნებისმიერ სახელს და ვინახავთ Save ბრძანებაზე დაწკაპებით. როგორც ვხედავთ სტუდიების ჩამონათვალს ბიბლიოთეკაში დაემატა ჩვენი გემოვნებით შექმნილი ახალი სტუდია, რომელიც მომავალში შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ახალი დამატებული