iStudio200 - ვირტუალური სტუდია

სპეციალური სტუდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომზადდეს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, გამოიყენება ვიდეო ლექციების და მსგავსი სახის რესურსის შესაქმნელად. შესაძლებელია სტუდიის საშუალებით დისტანციური Online კონფერენციების ან პრეზენტაციების ჩატარება.
ვირტუალური სტუდიის დამატებითი მართვისათვის ვიყენებთ მენიუს Keyframe Design. მიმდინარე მენიუდან შესაძლებელია ცალკეული სცენისათვის დავარეგულიროთ კამერის მდებარეობა, აგრეთვე პრეზენტატორის და დამხმარე მონიტორების მდებარეობები და ზომები, ჩანდეს თუ არა კონკრეტულ სცენაზე პრეზენტატორი ან ვირტუალური მონიტორი და სხვა. მენიუს გააჩნია შესაბამისი განყოფილებები. განყოფილებიდან Scene ვირჩევთ საურველს მაგალითად მეცხრეს. გვერდით მდებარე განყოფილებაში არის 4 ჩანართი Camera – რომლითაც ხდება ჩანაწერის გაკეთება, Actor – პრეზენტატორი, Monitor 1 – პირველი დამხმარე ვირტუალური მონიტორი და მეორე დამხმარე მონიტორი რომელიც ახლა დამალულია და ვირტუალურ ოთახში არ ჩანს. ყოველ ჩანართს გააჩნია შესაბამისი პარამეტრები, რომლებიც მათ ქვემოთ მოცემული განყოფილებებიდან შეგვიძლია ვცვალოთ. დავიწყოთ ვიდეოკამერით, როგორც ვხედავთ ჩანართის გააქტიურების შემდეგ ქვემოთ მოცემულ განყოფილებაში გამოჩნდა შესაბამისი პარამეტრები ამ პარამეტრების ცვლილებით ვარეგულირებთ მის პოზიციას Pozition და ვცლით კუთხეს Rotation. აქვე მოცემული არის ბრძანებები Reset, რომლითაც შესაძლებელია კამერის საწყის პირველად პარამეტრებზე დაბრუნება პრეზენტატორის Actor 1 ჩანართსაც გააჩნია მსგავსი და განსხვავებული პარემეტრები, ამ ჩანართიდან ჩვენ შეგვიძლია დავმალოთ Hide ან გამოვაჩინოთ Show პრეზენტატორი ვირტუალურ სცენაზე, ვარეგულიროთ მისი პოზიცია, მოვაბრუნოთ გარკვეული კუთხით და შევუცვალოთ ზომები ზუსტად ანალოგიური პარამეტრები გააჩნიათ დამხმარე ვირტუალურ მონიტორებს როგორც სტატიკური ელემენტების შემთხვევაში თუ გვინდა რომ სტუდია შევინახოთ შეცვლილი პარამეტრებით გადავდივართ მენიუში Studio Selection და შემდეგ Save ან Save as… ბრძანების საშუალებით ვინახავთ სტუდიას შეცვლილი პარამეტრებით ან ვქმნით ახალს.

ახალი დამატებული