ვებ ბრაუზერი Google chrome და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში

ვებ-ბრაუზერი Google chrome-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და შენახვა.
Google Chrome ერთ-ერთი პოპულარული ვებ-ბრაუზერია. განვიხილოთ Google Chrome-ის ინტერფეისი. ეს არის სამისამართე ზოლი, სადაც ჩანს მიმდინარე ვებ-გვერდის დასახელება. ამ შემთხვევაში tpdc.ge, თუ სხვა ვებ-გვერდის ნახვა გსურთ, წაშალეთ არსებული მისამართი, აკრიფეთ სასურველი ვებ-გვერდის მისამართი და დააჭირეთ კლავიატურაზე enter კლავიშს. გაიხსნება შესაბამისი ვებ-გვერდი. Back და Forward ღილაკები ნავიგაციის ღილაკებია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნახოთ აქტიური ჩანართის წინა და მომდევნო გვერდები. თუ რაიმე მიზეზის გამო ვებ-გვერდი არ იტვირთება, ან რომელიმე ელემენტი არ ჩანს Refresh ღილაკით შეგიძლიათ განაახლოთ ბრაუზერის აქტიური ჩანართი. ეს არის Bookmark ღილაკი, რომლითაც შესაძლებელია რჩეული ვებ-გვერდების შენახვა. ეს არის ბრაუზერის პარამერტების ღილაკი, რომელზე დაწკაპუნებითაც გაიხსნება მენიუ შემდეგი ბრძანებებით: New Tab - ახალი ჩანართი , New Window - ახალი ფანჯარა, Bookmarks - სანიშნეები, Recent Tabs - ბოლოს გახსნილი ჩანართები, Edit - ამოჭრა, კოპირება, ჩასმა, Zoom - სამუშაო ფანჯრის მასშტაბირება, Save Page as - ვებ-გვერდის შენახვა, Find - სიტყვის/ფრაზის ძიება, Print - ბეჭდვა, Tools - ინსტრუმენტები, History - გახსნილი ვებ-გვერდების ჩამონათვალი, Downloads - გადმოწერილი ფაილები, Setting - სხვადასხვა პარამეტრები, About Google Chrome - ბრაუზერის შესახებ.

ახალი დამატებული