ვებ ბრაუზერი Google chrome და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში

ვებ-ბრაუზერი Google chrome-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და შენახვა.
ბრაუზერის ფანჯრის ზედა კიდეში ერთი ან რამდენიმე ჩანართი (Tab) შეიძლება ჩანდეს. ჩანართზე დაწკაპუნებით აქტიურდება ის ვებ-გვერდი, რომელიც ამ ჩანართშია გახსნილი. ყველა ჩანართს მასში გახსნილი ვებ-გვერდის სახელი ქვია. მაუსის ჩავლებით შეგიძლიათ გადაადგილოთ ჩანართები და მიცეთ თქვენთვის სასურველი თანმიმდევრობა. ახალი ჩანართის დამატება შესაძლებელია New Tab ღილაკზე დაწკაპუნებით, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ჩანართები რამდენიც გსურთ და თითოეულში აკრიფოთ თქვენვის სასურველი ვებ-გვერდის მისამართები. მაგ.: mes.gov.ge, gmail.com და ა.შ. თითოეული ჩანართის გამორთვა შესაძლებელია - ჩანართის მარჯვენა ზედა კიდეში X ღილაკზე დაწკაპუნებით. ხოლო ბრაუზერის X ღილაკზე დაწკაპუნებით მთლიანად დაიხურება ბრაუზერი ყველა ჩანართით. თუ შემთხვევით არასწორად გამოგერთოთ ჩანართი, გამოიძახეთ ნებისმიერი ჩანართის კონტექსტული მენიუ, აირჩიეთ ბრძანება Reopen closed tab და აღადგინეთ დახურული ვებ-გვერდი.

ახალი დამატებული