ვებ ბრაუზერი Google chrome და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში

ვებ-ბრაუზერი Google chrome-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და შენახვა.
ინტერნეტში საძიებო სისტემების საშუალებით შესაძლებელია მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, მაშინაც კი თუ კონკრეტული ვებ-გვერდის მისამართი უცნობია. დღეისათვის Google ყველაზე მძლავრი და პოპულარული საძიებო სისტემაა. Google საძიებო სისტემას აქვს ქართულენოვანი ინტერფეისიც. ძიებისთვის Google-ის საძიებო ზოლში ჩაწერეთ საკვანძო სიტყვა ან ფრაზა და დააჭირეთ კლავიატურაზე enter ღილაკს ან ღილაკს ძებნა. თუმცა შესაძლებელია საძიებო სიტყვა ან ფრაზა პირდაპირ Google chrome-ის სამისამართე ზოლშიც ჩაგვეწერა, განვიხილოთ ეს შემთხვევაც, გავხსნათ ახალი ჩანართი და პირდაპირ სამისამართე ზოლში ჩავწეროთ იგივე სიტყვა ან ფრაზა. ორივე შემთხვევაში მივიღებდით აბსოლიტურად მსგავს შედეგს. მიიღებთ იმ ვებ-გვერდების სიას, სადაც თქვენს მიერ მითითებული სიტყვა ან ფრაზა ერთხელ მაინც არის მოხსენიებული. ამის შემდეგ სიიდან გახსენით თითოეული ვებ-გვერდი და მოძებნეთ თქვენთვის სასურველ ინფორმაცია. ვებ-გვერდის გახსნის შედეგად თუ ვერ ნახავთ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას, Back ღილაკის გამოყენებით დაბრუნდით წინა გვერდზე და სიიდან გახსენით მომდევნო ვებ-გვერდი და ა. შ. იქამდე მანამ სანამ არ იპოვით თქვენთვის სასურველ ინფორმაციას. ძიების შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად შეარჩიეთ საკვანძო სიტყვა ან ფრაზა. საძიებო სისტემაში გამოიყენება სპეციალური ოპერატორები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, საკვანძო სიტყვებისგან ფრაზის შედგენის პროცესში მოთხოვნა დავაკონკრეტოთ. მაგალითად: თუ კონკრეტული ფრაზის შემცველი დოკუმენტის მოძებნა გსურთ, სასურველი ფრაზა მოაქციეთ ბრჭყალებში შემდეგნაირად. თუ გსურთ, საძიებო სტრიქონში მითითებული სიტყვა ძიების შედეგში აუცილებლად იყოს წარმოდგენილი, სიტყვის წინ მიუთითეთ ოპერატორი ,,+“. თუ გსურთ, საძიებო სტრიქონში მითითებული სიტყვა ძიების შედეგში არ იყოს წარმოდგენილი, სიტყვის წინ მიუთითეთ ოპერატორი ,,-“. თუ გსურთ, საძიებო სტრიქონში მითითებულ სიტყვათაგან ერთ-ერთი მაინც იყოს ძიების შედეგში წარმოდგენილი, სიტყვებს შორის მიუთითეთ ოპერატორი ,,OR“ - ,,ან“.

ახალი დამატებული