ვებ ბრაუზერი Google chrome და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
00:02:19
00:02:10
00:03:59
00:02:24
00:02:37
00:01:55
00:02:53
00:01:40
00:02:55
00:01:38
00:02:19
00:02:10
00:03:59
00:02:24
00:02:37
00:01:55
00:02:53
00:01:40
00:02:55
00:01:38
ვებ-ბრაუზერი Google chrome-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და შენახვა.
რჩეული ვებ-გვერდი შეგიძლიათ საქარალდეში შეინახოთ/ჩაინიშნოთ. მოძებნეთ თქვენთვის სასურველი ვებ-გვერდი და მის ჩასანიშნად დააწკაპუნეთ ვებ-გვერდის სანიშნეზე, გამოსული ფანჯარის Name ველში მიუთითეთ სახელი, რომლითაც გსურთ ვებ-გვერდის ჩანიშვნა - ამ შემთხვევაში ,,სამკურნალო მცენარეები”, ხოლო Folder ველიდან აირჩიეთ რომელ საქაღალდეში გსურთ ვებ-გვერდის ჩანიშვნა და Done ღილაკზე დაწკაპუნებით დახურეთ ფანჯარა.
ვებ-გვერდის ჩასანიშნად შეგიძლიათ თქვენ შექმნათ საქაღალდე. ამისათვის დააწკაპუნეთ ვებ-გვერდის სანიშნეზე და ახალი საქაღალდის შესაქმნელად აირჩიე Folder ველიდან Choose another folder… ბრძანება, გამოსულ ფანჯარაში New folder ღილაკზე დააწკაპუნეთ, შექმენით ახალი საქაღალდე, დაარქვით სახელი, მაგ.: პროექტის მასალები, შემდეგ მონიშნეთ ახალი შექმნილი საქაღალდე და Save ღილაკზე დაწკაპუნებით დაასრულეთ ვებ-გვერდის ჩანიშვნის პროცესი.
ჩანიშნული ვებ-გვერდების ნახვა შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების ღილაკის Bookmarks ბრძანებაზე დაწკაპუნებით, სადაც გაიხსნება სია თქვენს მიერ ჩანიშნული ვებ-გვერდებით. ეს არის თქვენს მიერ ჩანიშნული ვებ-გვერდი, ხოლო ეს არის საქაღალდე, რომელშიც დევს ასევე თქვენს მიერ ჩანიშნული ვებ-გვერდი.