ვებ ბრაუზერი Google chrome და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში

ვებ-ბრაუზერი Google chrome-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და შენახვა.
თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია გადმოიწეროთ და გამოიყენოთ სასწავლო რესურსების შესაქმნელად. განვიხილოთ სურათების გადმოწერის და შენახის პროცედურა. Google-ს საძიებო ზოლში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი სიტყვა ან ფრაზა ამ შემთხვევაში ,,სამკურნალო მცენარეები” და დააჭირეთ კლავიატურაზე კლავიშს enter. სურათების ჩანართზე დაწკაპუნებით მიიღებთ მითითებულ თემაზე მხოლოდ სურათებს. თუ მაუსს დააწკაპუნებთ სურათზე სურათს ნახავთ სრული ზომით. სურათის გადმოსაწერად მაუსი დააყენეთ სურათზე, დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და კონტექსტური მენიუდან ახლა უკვე მაუსის მარცხენა ღილაკით აირჩიეთ ბრძანება save image as… გამოსულ ფანჯარაში მიუთითეთ რომელ საქაღალდეში გსურთ სურათის შენახვა, მაგალითად სამუშაო მაგიდა(desktop), File name ველში დაარქვით სურათს სახელი მაგ.: გვირილა და save ღილაკზე დაწკაპუნებით დაასრულეთ სურათის შენახვა. ეს პროცედურა გაიმეოროთ ყველა თქვენთვის სასურველ სურათზე. თქვენი გადმოწერილი სურათების ნახვას შეძლებთ მითითებულ საქაღალდეში, ამ შემთხვევაში desktop-ზე, ეს არის გადმოწერილი სურათები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სასწავლო რესურსების შესაქმნელად.

ახალი დამატებული