ვებ ბრაუზერი Google chrome და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში

ვებ-ბრაუზერი Google chrome-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და შენახვა.
თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია გადმოიწეროთ და გამოიყენოთ სასწავლო რესურსების შესაქმნელად. განვიხილოთ ტექსტური სახის ინფორმაციის გადმოწერა და მისი გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის. Google-ს საძიებო ზოლში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი სიტყვა ან ფრაზა ამ შემთხვევაში ,,გვირილა” და დააჭირეთ კლავიატურაზე კლავიშს enter. გახსენით სასურველი ვებ-გვერდი. მაუსის გადატარებით მონიშნეთ სასურველი ტექსტი, დააყენეთ მაუსი მონიშნულ ტექსტზე, დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება copy, დაკოპირებული ტექსტი შეგიძლიათ ჩასვათ სასურველ ადგილას, მაგალითად საპრეზენტაციო დოკუმენტში, ისევ მარჯვენა ღილაკით paste. ანალოგიური მეთოდით შეგიძლიათ ინტერნეტიდან გადმოიწეროთ თქვენთვის სასურველი ტექსტები საპრეზენტაციო დოკუმენტზე მუშაობის პროცესში. P.S. არ დაგავიწყდეთ დოკუმენტის შენახვა და საავტორო უფლებების დაცვა.

ახალი დამატებული