ვებ ბრაუზერი Google chrome და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში

ვებ-ბრაუზერი Google chrome-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და შენახვა.
თქვენ შეგიძლიათ მოძიებული ვებ-გვერდი გადმოიწეროთ და გახსნათ მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტი არ გაქვთ. განვიხილოთ ვებ-გვერდის გამოწერა. Google-ს საძიებო ზოლში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი სიტყვა ან ფრაზა ამ შემთხვევაში ,,სამკურნალო მცენარეები” და დააჭირეთ კლავიატურაზე კლავიშს enter. გახსენით სასურველი ვებ-გვერდი. იმისათვის, რომ გადმოიწეროთ თქვენთვის სასურველი ვებ-გვერდი, ბრაუზერის პარამეტრების მენიუდან აირჩიეთ ბრძანება save page as… გამოსულ ფანჯარაში მიუთითეთ რომელ საქაღალდეში გსურთ შენახვა, მაგ.: Desktop, File name ველში მიუთითეთ რა სახელით გსურთ ვებ-გვერდის შენახვა, მაგ.: სამკურნალო მცენარეები, ხოლო Save as type ველში მიუთითეთ როგორი სახით გსურთ ვებ-გვერდის შენახვა HTML ფორმატში, თუ ვებ-გვერდის მთლიანად დამახსოვრება. განვიხილოთ ორივე შემთხვევა: მივუთითოთ HTML ფორმატი და დავაჭიროთ save ღილაკს. HTML ფორმატში გადმოწერილი ვებ-გვერდი გაიხსნება ბრაუზერის ფანჯარაში. ეს არის ჩვენი გადმოწერილი ვებ-გვერდი. ახალა მივუთითოთ ვებ-გვერდის მთლიანად შენახვა. შევიდეთ ისევ ბრაუზერის პარამეტრების მენიუში და ავირჩიოთ ბრძანება Save page as.. ვუთითებთ ისევ Deskpot-ს, File name ველში ჩავწეროთ სახელწოდება: სამკურნალო მცენარეები 1, Save as type ველში მივუთითოთ ვებ-გვერდის მთლიანად გადმოწერა და დავაჭიროთ ბრძანებას Save. ვებ-გვერდის მთლიანად დამახსოვრების შემთხვევაში გადმოიწერება ვებ-გვერდიც და ცალკე საქაღალდე, სადაც ჩალაგებული იქნება ვებ-გვერდზე არსებული გრაფიკული გამოსახულებები.

ახალი დამატებული