ვებ ბრაუზერი Google chrome და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში

ვებ-ბრაუზერი Google chrome-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და შენახვა.
ნებისმიერი ფაილის გადმოწერის დაწყებისთანავე ფაილი ფანჯრის ქვედა კიდეში გამოჩნდება. გადმოწერილი ფაილი მასზე მაუსის დაწკაპუნებით იხსნება. ბრაუზერის პარამეტრების მენიუდან Downloads ბრძანებაზე დაწკაპუნებით გაიხსნება ქრონოლოგიურად დალაგებული გადმოწერილი ფაილების სია. თითოეული ფაილის ნახვა აქედანაც შეგიძლიათ მასზე მაუსის დაწკაპუნებით. Show in folder ბრძანებით გაიხსნება საქაღალდე, რომელშიც ეს ფაილია ჩაწერილი. ეს არის მოცემული ფაილი. ხოლო Remove from list ბრძანებაზე დაწკაპუნებით თქვენ შეგიძლიათ მოცემული სიიდან წაშალოთ ნებისმიერი ფაილი. თუ ბრაუზერის ფანჯარას ოდნავ დააპატარავებთ, მაშინ ნებისმიერი დოკუმენტი შეგიძლიათ მაუსის ჩავლებით გადმოაჩოჩოთ და დადოთ Desktop-ზე.

ახალი დამატებული