ვებ ბრაუზერი Google chrome და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში

ვებ-ბრაუზერი Google chrome-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და შენახვა.
ინტერნეტში სასურველი ვებ-გვერდის მოძებნის შემდეგ შეგიძლიათ ამობეჭდოთ მასზე არსებული ინფორმაცია. ამისათვის შედით ბრაუზერის პარამეტრების მენიუში და აირჩიეთ ბრძანება Print… გამოსულ ფანჯარაში განისაზღვრება ბეჭდვის პარამეტრები: თუ გინდათ, რომ ყველა გვერდი დაიბეჭდოს Page ველში ჩართავთ All ჩამრთველს, ხოლო თუ კონკრეტული გვერდების შერჩევა გსურთ, მაშინ ქვედა ველში მიუთითებ სასურველი გვერდები, მაგ.: 1 და 4, ამ შემთხვევში დაიბეჭდება მხოლოდ 1 და 4 გვერდი ან 1- დან 4 -მდე, ამ შემთხვევაში დაიბეჭდება ყველა გვერდი 1-დან 4-ს ჩათვლით. Copies ველში მიუთითეთ რამდენი ასლის დაბეჭდვა გსურთ. მაგ.: 2. Layout ველში მიუთითეთ ვებ-გვერდი ფურცელზე ვერტიკალურად დაიბეჭდოს თუ ჰორიზონტალურად. Color ველში განსაზღვრეთ ფურცელზე ამობეჭდილი ინფორმაცია იყოს ფერადი თუ შავ-თეთრი. Margins ველში განსაზღვრეთ ფურცლის საზღვრები, მინდვრის ზომა იყოს სტანდარტული, ფურცელს ბეჭვდისას არ ქონდეს მინდვრები, ფურცელი მინიმალური მინდვრით, ხოლო Custom ბრძანებაზე დაწკაპუნებით, თქვენთვითონ, მაუსით შეგიძლიათ არეგულიროთ ფურცლის მინდვრების ზომა, თუ მაუსს მიიტანთ საზღვართან და გადაადგილეთ მას. Options ველიდან მიუთითეთ ბეჭდვისას ფურცელზე ჩანდეს თუ არა ზედა და ქვედა კოლონტიტული და ვებ-გვერდის ფონი, შესაბამისად ჩაურთეთ ჩამრთველი. ამ პარამეტრების დაყენების შემდეგ ვებ-გვერდის დასაბეჭდათ დააჭირეთ ღილაკს Print.

ახალი დამატებული