ვებ ბრაუზერი Google chrome და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში

ვებ-ბრაუზერი Google chrome-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება და შენახვა.
ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების შემდეგ შესაძლებელია დიდი ზომის ტექსტში მარტივად შეძლოთ სასურველი სიტყვის/ფრაზის მოძებნა. ამისათვის შედით ბრაუზერის პარამეტრების მენიუში და აირჩიეთ ბრძანება Find… ბრაუზერის ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ზოლი, სადაც უნდა ჩაწეროთ ის სიტყვა/ფრაზა, რომელსაც ეძებთ ტექსტში, მაგ.: სამკურნალო. ტექსტში გამოიკვეთება ძიებისას მითითებული სიტყვა და ფერს შეიცვლის. ისრების საშუალებით გადაადგილდებით მომდევნო შეფერადებულ სიტყვაზე, კიდევ მომდევნოზე და ა. შ. ასეთი ძიების შემთხვევაში გაგიმარტივდებათ კონკრეტული ინფორმაციის მოძებნა. ტექსტში ახალი სიტყვის ძიებისას შეცვლით სიტყვას, ხოლო X ღილაკზე დაწკაპუნებით გამორთავთ ძიების რეჟიმს.

ახალი დამატებული