ვიდეო პორტალი - youtube.com

ვიდეო პორტალი - youtube.com
მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე ატვირთული ვიდეოს სანახავად youtube ღილაკის გვერდით ავირჩიოთ მენიუში My Channel ღილაკი. Video manager ჩანართიდან ეკრანზე გამოჩნდება თქვენს მიერ ატვირთული ვიდეოები. ვთქვათ გვინდა უკვე ატვირთული ვიდეო დავაფორმატოთ ანუ შევუცვალოთ სხვადასხვა პარამეტრები. ამისათვის მოვნიშნოთ ვიდეო და ღილაკიდან Edit ავირჩიოთ შესაბამისი ბრძანება. მაგალითად, თუ გინდათ ატვირთული ვიდეო გადმოწეროთ კომპიუტერში აირჩიეთ Download MP4. თუ გინდათ ვიდეოს წაშლა აირჩეთ ღილაკი Delete. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გამოქვეყნებული ვიდეო შეცვალოთ და გადააქციოთ თქვენს პირად, კუთვნილ ვიდეოდ, ამისათვის Public ღილაკი გახსენით და აირჩიეთ ღილაკი Private ანუ პირადი. ცვლილებების შესანახად დააჭირეთ ღილაკს Save Changes.

ახალი დამატებული