Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება, ვიდეო კადრზე ხმის, მუსიკის დამატება

Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება
წარმოგიდგენთ ვიდეო გაკვეთილს, რომლის დროსაც შევისწავლოთ როგორ ავაჩქაროთ ან შევანელოთ კადრები ვიდეო ლენტაზე. გავუშვათ პროგრამა შესრულებაზე ორჯერ სწრაფად დავაწკაპუნოთ Movie Maker ის სწრაფი გაშვების ღილაკზე. ეხლა კი პროგრამაში დასამუშავებლად შემოვიტანოთ ვიდეო. ამისათვის დაგვჭირდება Home ბრძანების ინსტრუმენტი add video, დავაწკაპუნოთ მასზე, ეკრანზე გამოჩნდა დიალოგური ფანჯარა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენ კომპიუტერში ჩაწერილი ვიდეოს მონახვა . გამოვიყენოთ ბიბლიოთეკაში არსებული ყველასათვის ნაცნობი ვიდეო და მის მაგალითზე შევისწავლოთ კადრების დამუშავება. დააკვირდით, როგორც კი ვიდეო განთავსდა პროგრამის სამუშაო დაფაზე, გააქტიურდა video ინსტრუმენტების ჩანართი კადრების დასარეგულირებლად - ასაჩქარებლად თუ შესანელებლად, გვჭირდება ჯგუფიდან adjust - ინსტრუმენტი - speed. ამ ინსტრუმენტის მნიშვნელობათა სია მოცემულია შესაბამის მონაცემთა დაფაზე, ალბათ შენიშნეთ, რომ ვიდეოს რეალური სიჩქარე 1 ფანჯარაში საწყის მონაცემათაა დაფიქსირებული, თუ ამ მონაცემს შევცვლით, მაგალითად, თუ შევარჩევთ 1-ზე ნაკლებ მნიშვნელობას, მაშინ კადრი შენელდება , ხოლო თუ შევარჩევთ მონაცემს, რომელიც 1-ზე მეტია -კადრი აჩქარდება. მოვსინჯოთ ჩვენი ვიდეოს მაგალითზე, კადრის სიჩქარის მნიშვნელობად შევარჩიოთ მაგალითად 0,125 - გავუშვათ ვიდეო , როგორც ხედავთ კადრი შენელებულია , დროის ხაზზე ვიდეოს შესრულების დროც შეიცვალა და 30 წმ-ის ნაცვლად ის გახდა 4 წთ ის ტოლი ეხლა კი შევცვალოთ მონაცემი , შევარჩიოთ სიჩქარე მაგალითად 8 -ის ტოლი-, გავუშვათ ვიდეო, როგორც ხედავთ კადრი აჩქარებულია და მის შესრულებას 8-ჯერ ნაკლები დრო სჭირდება ანუ სულ 3 წმ-სა 76 სეკუნდში სრულდება 30 წმიანი ვიდეო.

ახალი დამატებული