Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება, ვიდეო კადრზე ხმის, მუსიკის დამატება

Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება
შევისწავლოთ თუ როგორ ვმართოთ ვიდეოზე თანდართული ხმა, ანუ საჭიროების შემთხვევაში როგორ დავარეგულიროთ ვიდეოს ხმის სიმაღლე ? ამ კითხვავზე პასუხის გასაცემად გავუშვათ პროგრმა შესრულებაზე და შემოვიტანოთ ვიდეო ფაილი, კვლავ გამოვიყენოთ ვიდეოს ბიბლიოთეკაში არსებული ვიდეო ფაილი, მასზე დავაწკაპუნოთ ორჯერ სწრაფად, როგორც ხედავთ ფაილი სამუშაო დაფაზე განთავსდა, შესაბამისად გააქტიურდა ვიდეო ინსტრუმენტების ჩანართი, ამ ინსტრუმენტებიდან პირველი ჯგუფი უდიო არეგულირებს ვიდეოზე თანდართულ ხმოვან ფაილებს . ინსტრუმენტი “ვიდეოს ხმა” აუდიო ფაილის ხმის სიმაღლეს მართავს. დავაწკაპუნოთ მასზე, ეკრანზე გამოჩნდება პატარა დაფა, რომელზეც ხმის დასარეგულირებელი ღილაკია განთავსებული. ღილაკის მოძრაობას მაუსის დახმარებით ვახდენთ. მისი მარჯვნივ გადანაცვლებით ხმის სიმაღლე მატულობს, მარცხნივ კი კლებულობს, შესაბამისად თუ ღილაკს გადავანაცვლებთ მარცხენა უკიდურეს პოზიციაზე, ვიდეოს ხმას გამოვურთავთ აუდიო ჯგუფშია წარმოდგენილი ასევე ინსტრუმენტები fade in და fade out, ისინი არეგულირებენ კადრზე ხმის შემოტანის ეფექტებს (აძლიერებენ ან ასუსტებენ ხმას), მაგალითად fade in ინსტრუმეტის შემთხვევაში ვმართავთ კადრზე აუდიო ფაილის შემოტანა როგორ მოხდეს - ეფექტის გარეშე, ხმის სიმაღლე გაძლიერდეს ნელა, საშუალოდ თუ სწრაფად ასევეა fade out ინსტრუნეტის გმოყენებისას, ამ დროს ვმართავთ ვიდეოს დასრულებისას კადრზე თანდართული ხმა ეფექტის გარეშე შეწყდეს, თუ ხმა შესუსტდეს ნელა, საშუალოდ ან სწრაფად. ამ ინსტრუმენტების გამოყენების ეფექტი მოვსინჯოთ ასეთი პარამეტრებით: ვიდეოს დაწყებისას კადრზე ხმა ნელა გაძლიერდეს, ხოლო დასრულებისას ხმა საშუალო სიჩქარით შესუსტდეს. გაუშვით ამ ეფექტით ვიდეო და მოუსმინეთ . . .

ახალი დამატებული