Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება, ვიდეო კადრზე ხმის, მუსიკის დამატება

Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება
გავეცნოთ ვიდეო ჩანართის რედაქტირების ჯგუფში წარმოდგენილ ინსტრუმენტებს და მათ შესაძლებლობებს ვიდეოს კადრებად დასაჭრელად გამოიყენება ინსტრუმენტი split - დაჭრა , რომელიც განთავსებულია ვიდეო ჩანართის Edit ჯგუფში. როგორც კი ვიდეოს მოსანიშნ ზოლს გადავანაცვლებთ ვიდეო ლენტაზე, ისტრუმენტი გააქტიურდება. მონიშვნის ზოლის დახმარებით ვიდეოს ლენტაზე ჩავინიშნოთ ადგილი, სადაც გვსურს ლენტის გაჭრა. დავაწკაპუნოთ გაჭრის ინსტრუმენტზე - ერთი მთლიანი ვიდეო ლენტი ორ დამოუკიდებელ ნაწილად გაიყო. გავიმეოროთ იგივე პროცესი, კვლავ ჩავინიშნოთ ლენტაზე ადგილი და გამოვიყენოთ ინსტრუმენტი split, როგორც ხედავთ ახლა უკვე უკვე გვაქვს სამი კადრი. ისინი დამოუკიდებელი კადრებია, ამიტომ შეგვიაძლია მათი გადანაცვლება, მაგალითად პირველი კადრი გადავიტანოთ ბოლოში, ხოლო ბოლო კადრი გადავანაცვლოთ დასაწყისში. ვიდეო ლენტაზე დაფიქსირებული კადრების თანმიმდევრობა ჩვენი სურვილის მიხედვით შეიცვალა. ასევე შეგვიძლია კადრის მონიშვნა და ლენტიდან მისი ამოშლა. ამისათვის გამოვიყენოთ კლავიატურიდან ღილაკი delete ან ჩამოვშლოთ კონტექსტური მენიუ და გამოვიყენოთ ბრძანება remove. საწყისი ვიდეოდან დაგვრჩა სულ ორი კადრი ვიდეო ლენტაზე საწყისი და ბოლო კადრების შემოსაჭრელად რედაქტირების ჯგუფში ჯგუფშია წარმოდგენილი ინსტრუმენტები: set start point - ვიდეოს დასაწყისი წერტილის განსაზღვრა და set end point - ვიდეოს დასასრული წერტილის განსაზღვრა. თუ ვიდეო ლენტზე ჩავინიშნავთ ადგილს და მას ვიდეოს დასაწყისად გამოვაცხადებთ , მაშინ მოხდება კადრის ამოშლა ვიდეოს დასაწყისიდან ჩანიშვნის ზოლამდე აი ასე . . . ასევე, თუ ჩავინიშნავთ ვიდეოს ლენტაზე ადგილს, რომელსაც ბოლო წერტილად გამოვაცხადებთ, და გამოვიყენებთ ისტრუმენტს set end point, მაშინ ვიდეო ლენტაზე შემოჭრა განხორციელდება მონიშვნის ზოლიდან ვიდეოს ბოლომდე . როგორც ხედავთ საწყისი ვიდეო ლენტიდან დაგვრჩა მხოლოდ მცირე ფრაგმენტი . შევისწავლოთ ინსტრუმენტის Trim Tool გამოყენება , ის დაგვეხარება ვიდეო ლენტიდან ამოვჭრათ ჩვენთვის სასურველი კადრი. ამისათვის ჯერ ვააქტიურებთ ინსტრუმენტს trim tool - ვაწკაპუნებთ მასზე , ეკრანზე გამოვა ვიდეოდან ამოჭრის ინსტუმენტების ჩანართი, რომელზეც წარმოდგენილია კადრის საწყისი და ბოლო წერტილების ჩასანიშნი ინსტრუმენტები. ეს უკვე ჩვენთვის ნაცნობი ინსტრუმენტებია... გავუშვათ ვიდეო შესრულებაზე, დავაპაუზოთ იმ წერტლზე, საიდანაც იწყება ჩვენთვის საინტერესო კადრი, ჩავინიშნოთ ეს წერტილი ინსტრუმენტით SET START POINT, და კვლავ გავუშვათ ვიდეო იმ წერტილამდე, რომელიც გვსურს რომ კადრის ბოლო წერტილი იყოს , გამოვიყენოთ SET END POINT ინსტრუმენტი, ამით სასურველი კადრის ჩანიშვნა დამთავრებულია. დავაკვირდეთ დროის მაჩვენებელ ხაზს წინასწარი გადათვალიერების ფანჯრის ქვეშ, მუქათაა წარმოდგენილი ჩანიშნული კადრის შესაბამისი ქრონომეტრაჟი, შემდეგ გამოვიყენოთ ბრძანება SAVE TRIM, როგროც ხედავთ , არასასურველი კადრები გაქრა და დარჩა მხოლოდ ჩვენი მონიშნული კადრი ანუ მთლიანი ვიდეოდან ამოიჭრა ჩვენთვის საინტერესო კადრი.

ახალი დამატებული