Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება, ვიდეო კადრზე ხმის, მუსიკის დამატება

Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება
შევისწავლოთ, როგორ ჩავიწეროთ ხმა და როგორ დავამატოთ ის ვიდეო კადრებს. პირველ რიგში დაგვჭირდება შევამოწმოთ, ჩვენ კომპიუტერს მიერთებული აქვს თუ არა მიკროფონი? შეგახსენებთ, რომ მიკროფონი კომპიუტერში ხმოვანი ინფორმაციის შესატანი მოწყობილობაა. სურათზე თქვენ ხედავთ მის სხვადასხვა სახეს. ხმის ჩაწერა ასევე შესაძლებელია ყურსასმენებით, რომელზეც მიკროფონია დამაგრებული. დავიწყოთ ხმის ჩაწერა, ამისათვის დაგვჭირდება home ბრძანების ინსტრუმენტებიდან ინსტრუმენტი Record Narratin. დავაწკაპუნოთ მასზე, გააქტიურდება ხმის ჩაწერის Narration ჩანართი. Record - ინსტრუმენტზე დაწკაპუნებით იწყება ჩაწერა; Stop - ჩაწერის დამთავრებაა, ამ დროს ეკრანზე გამოდის ფანჯარა, რომლითაც შეგვიძლია ჩანაწერი შევინახოთ კომპიუტერში. სამუშაო დაფაზე გამოჩნდა ხმის ჩანაწერის შესაბამისი ზოლი, თუ ამ ზოლს მოვინიშნავთ, აქტიურდება ჩაწერის ჩანართი, სადაც წარმოდგენილი ინსტრუმენტები მუსიკის დასამუშავებელი ინსტრუმენტების მსგავსია. როგორც ხედავთ, ხმოვანი ფაილი დავურთეთ კადრს, რომელზეც მუსიკაც იყო დამაგრებული, ეხლა კი ჩავინიშნოთ ისეთი კადრი, რომელზეც აუდიო ფაილი არ გვაქვს, და კვალვ ჩავიწეროთ ხმა -კადრი მხოლოდ ერთი აუდიო ფაილით - ხმის ჩანაწერითაა გაფორმებული. ამ კადრზე კი გვაქვს ერთდროულად გამოყენებული ორი აუდიო ფაილი მუსიკაც და ხმაც, ანუ გვაქვს აუდიომიქსი, ასეთ შემთხვევაში ჩვენზეა დამოკიდებული რომელ ხმას მივანიჭებთ უპირატესობას, მიკროფონით ჩაწერილს და მუსიკას. ამ პროცესის დასარეგულირებლად დაგვჭირდება ბრძანება Project - პროექტი,პროექტი შეიცავს ინსტრუმენტებს, რომლითაც განვსაზღვრავთ რომელი იყოს პრიორიტეტული ხმა ანუ ჟღერდეს უფრო ხმამაღლა და რომელი იყოს ფონი - შედარებით ჩუმი, გვაქვს ვარინტები: მიკროფონით ჩაწერილი ხმა, ვიდეოს თანდართული ხმა, თუ ჩვენ მიერ დამატებული მუსიკა. გვაქვს კიდევ ერთი ვარიანტი - უპირატესობა არც ერთ ხმას არ მივანიჭოთ და როგორცაა ისინი პროექტში შეტანილი, ასევე დავტოვოთ კადრებზე.

ახალი დამატებული