Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება, ვიდეო კადრზე ხმის, მუსიკის დამატება
00:02:28
00:01:41
00:02:08
00:03:51
00:02:33
00:04:14
00:02:28
00:01:41
00:02:08
00:03:51
00:02:33
00:04:14
Movie Maker: ინტერფეისი, კადრების აჩქარება, აუდიო ფაილის მართვა, ვიდეო ლენტის დამუშავება
შევისწავლოთ, თუ როგორ გავაფორმოთ ვიდეო კადრები აუდიო ფაილებით ანუ როგორ დავამატოთ ვიდეო კადრებს ჩვენთვის სასურველი მუსიკა ან ჩაწერილი ხმა. ამ საკითხების შესასწავლად გამოვიყენოთ ვიდეო პროექტი, რომელიც უკვე სამუშაო დაფაზეა განთავსებული. როგორც ხედავთ, ის სურათების, ვიდეოს ფრაგმენტისა და ტექსტისაგან შედგება. გავაფორმოთ ეს კადრები მუსიკით. ამისათვის დაგვჭირდება ინსტრუმენტი add music, რომელიც home ბრძანების ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. დავაწკაპუნოთ მასზე, ჩამოიშლება ფანჯარა, როგორც ხედავთ, ამ ფანჯარაზე ინსტრუმენტები პირობითად ორ ჯგუფადაა გაყოფილი, პირველი ჯგუფი გვაძლევს საშუალებას სასურველი მუსიკა მოვიძიოთ ინტერნეტიდან და ისე ჩავამატოთ ის ვიდეო კადრებს ხოლო მეორე ჯგუფის ბრძანებები გვაძლევს საშუალებას ჩვენ კომპიუტეში უკვე არსებული მუსიკალური ფაილი დავამატოთ ვიდეოს. პირველ მეთოდს ანუ ინტერნეტში მუსიკის ძიებას ამ გაკვეთილზე არ განვიხილავთ, მისი შესწავლა მომავლისთვის გადავდოთ. რაც შეეხება მეორე მეთოდს, ანუ კომპიუტერში უკვე არსებული მუსიკალური ფაილის ვიდეოზე დამატებას, მას ეხლა შევისწავლით. თუ გვსურს ვიდეო ლენტას მუსიკა დაემატოს პირველივე კადრიდან, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ინსტრუმენტი add music... როგორც ხედავთ, აუდიო ფაილი კადრებს დაემატა და ის გადანაწილდა ყველა კადრზე, რადგან ამის საშუალებას მისი ხანგრძლივობა გვაძლევდა. თუ ვიდეო კადრებისა და მუსიკის ხანგრძლივობა არ არის შესაბამისი, მაშინ მოხდება ზედმეტი მუსიკის ჩამოჭრა ავტომატურად კადრის ხანგრძლივობის შესაბამისად, საკმარისია კადრი ჩავამატოთ ვიდეო ლენტაში, მუსიკის ხანგრძლივობაც გაიზრდება ანუ როგორც ხედავთ, მიმდინარეობს აუდიო და ვიდეო კადრების სინქრონიზაცია.
თუ გვსურს ჩვენ მიერ დამატებული მუსიკის ამოშლა, მოვინიშნოთ მუსიკალური ზოლი და ამოვშალოთ ან კლავიატურიდან ღილაკით delete ან კონტექსტური მენიუდან remove ბრძანებით. თუ მუსიკის დამატება კონკრეტული კადრიდან გვესაჭიროება, ამისათვის ჯერ უნდა ჩავინიშნოთ ვიდეო ლენტაზე ადგილი, საიდან დაემტაოს მუსიკა და შემდეგ გამოვიყენოთ ინსტრუმენტი add music at the curent point. ალბათ შენიშნეთ, რომ სამუშაო დაფაზე მუსიკის ზოლის გამოჩენისთანავე გააქტიურდა მუსიკის დასამუშავებელი ინსტრუმენტების ჩანართი Music Tools. მასზე დაწკაპუნებით ეკრანზე გამოვა ინსტრუმენტები, რომლებიც მუსიკის დასამუშავებლადაა განკუთვნილი. როგორც ხედავთ აუდიო ფაილების დასამუშავებლად იგივე ინსტრუმენტები გვჭირდება, რომლებიც ვიდეო ლენტაზე თანდართული ხმის დასამუშავებლად შევისწავლეთ: აქაც გვაქვს ხმის დასარეგულირებელი ინსტრუმენტების ჯგუფი, მუსიკალური ზოლის გაჭრის ინსტრუმენტი split, და რედაქტირების ჯგუფი, რომელიც შეიცავს შემდეგ ინსტრუმენტებს: Set start time-განისაზღვრება ვიდეო ლენტაზე მუსიკის შემოტანის დრო. ამ ინსტრუმენტით შეგვიძლია ვიდეო კადრზე სეკუნდის სიზუსტით გავსაზღვროთ ვიდეოზე მუსიკის დაწყების დრო; ინსტრუმენტი Set start point - გვეხმარება განვსაზღვროთ აუდიო ფაილიდან საჭირო მუსიკალური ფრაგმენტის დასაწყისი, ხოლო ინსტრუმენტი Set end point - გვეხმარება განვსაზღვროთ მუსიკალური ფრაგმენტის დასასრული. ამ პარამეტრების გამოყენებით განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი: პირველ პროექტში ვიდეოს მუსიკა ემატება 21 წმ 13 სეკუნდიდან, მუსიკალური ფრაგმენტი აღებულია აუდიო ფაილის დასაწყისიდან 32 წმ -სა და 38 სეკუნდამდე, მეორე პროექტში მუსიკით მხოლოდ სამი კადრია გაფორმებული, მუსიკა იწყება ვიდეო ლენტის მე-7 წამიდან, ემატება აუდიო ფაილის 12 წმ 3 სკ-დან 32 წმ 90 სეკუნდამდე შუალედის შესაბამისი მუსიკალური ფრაგმენტი