ვებ აპლიკაცია Lucidpress-ი

Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress-ის საშუალებით, შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ რედაქტორში შევქმნათ და დავამზადოთ დასაბეჭდად ყველა შესაძლებელი დოკუმენტი, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტინები, ფურცლები, ფოტო და ვიდეო პრეზენტაციები, გაზეთები, ჟურნალები შესაძლებლია ინტერაქტიური პუბლიკაციების შექმნა, რომელშიც შეიძლება ჩაისვას ანიმაცია, ვიდეო, ბმული, გადასვლის აქტიური არეები და ა.შ. Lucidpress აქვს კარგი შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისთვის, თქვენ შეგიძლიათ გაუხსნათ წვდომა თქვენს სამუშაოზე კოლეგებს ან შემკვეთებს და ამავე დროს შეიძლება ნება დართოთ როგორც რედაქტირების ასევე უბრალოდ კომენტირებისათვის, ან მხოლოდ გაცნობის მიზნით.
მსოფლიოში არ არის დარჩენილი პროგრამული უზრუნველყოფის თითქმის არც ერთი კატეგორია, რომელსაც არ გააჩნია ონლინ ანალოგი, ერთი ამ კატეგორიიდან არის საოფისე/საგამომცემლო სისტემები, რომელიც გამოიყენება გაზეთის აწყობისთვის, ბროშურებისათვის, პერიოდული გამოცემებისა და წიგნებისათვის, ამ დარგში წამყვანი პოზიციები უკავია Adobe InDesign, თუმცა ვებ აპლიკაცია LucidPress-ი გვევლინება მის არანაკლებ ფუნქციონალურ კონკურენტად. როგორც ვებ აპლიკაციის შემქმნელები გვარწმუნებენ მათ შექმნეს „ისეთი იდეალური ალტერნატივა მათთვის, ვინც დაიღალა რთული და ძვირადღირებული საგამომცემლო პროგრამების და შეზღუდული პროგრამული პაკეტებისაგან, Lucidpress-ის მომხმარებლები იღებენ საუკეთესოს არსებულთაგან, ღრუბლოვანი პროგრამული უზრუნველყოფის თავისუფლებას, რომელიც შერწყმულია სტანდარტული საოფისე უზრუნველყოფის საიმედოობასთან. Lucidpress-ის საშუალებით, შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ რედაქტორში შევქმნათ და დავამზადოთ დასაბეჭდად ყველა შესაძლებელი დოკუმენტი, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტინები, ფურცლები, ფოტო და ვიდეო პრეზენტაციები, ჟურნალები და ა.შ. სერვისი ინტეგრირდება პოპულარულ ღრუბლოვან ფაილურ საცავებთან და საშუალებას იძლევა მოხდეს გამოსახულების და ტექსტის იმპორტირება Dropbox, Google Drive და სხვა...რასაკვირველია ასევე ჩატვირთოს ისინი თქვენი კომპიუტერიდან. გარდა ამისა თქვენ გაქვთ საშუალება, მუშაობის დროს გამოიყენოთ თქვენი საკუთარი შრიფტები, სერვისის გამოყენების დასაწყებად თქვენ დაგჭირდებათ დარეგისტრირება სრულიად უფასოდ, ამავე დორს შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ანგარიშები Google-დან და Yahoo-დან, ამის შემდეგ თქვენ ხვდებით თქვენს ექაუნტში სადაც შეგიძლიათ შექმნათ ახალი პროექტები, საფუძვლად გამოიყენოთ მზა შაბლონების უდიდესი რაოდენობა, მაგ. სხვადსხვა ბლანკები, მოსაწვევები, ფლაიერები, პრეზენტაციები, სარეკლამო პროსპექტები, პუბლიკაციები. ჩასმულ რედაქტორს აქვს ყველა შესაძლო ინსტრუმენტი ასეთი სახის დანართისთვის და აქვს სრულიად ლოგიკური, ინტუიტიურად გასაგები და მოხერხებული ინტერფეისი. განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა მიექცეს რედაქტორის შესაძლებლობას ქსელისათვის ინტერაქტიური პუბლიკაციების შესაქმნელად, რომელშიც შეიძლება ჩაისვას ანიმაცია, ვიდეო, ბმული, გადასვლის აქტიური არეები და ა.შ თავისი ონლაინ ბუნებიდან გამოდინარე, Lucidpress აქვს კარგი შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისთვის, თქვენ შეგიძლიათ გაუხსნათ წვდომა თქვენს სამუშაოზე კოლეგებს ან შემკვეთებს და ამავე დროს შეიძლება ნება დართოთ როგორც რედაქტირების ასევე უბრალოდ კომენტირებისათვის, ან მხოლოდ გაცნობის მიზნით. გარდა ამისა არის ონლაინ ჩატი და გვაქვს იმ ცვლილებების დათვალიერების საშუალება, რომელიც გააკეთა თითოეულმა თანამშრომელმა. საერთოდ კი სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალში ამ ვებ პუბლიკაციისაგან გამოვიდეს Adobe In Design-ისსაინტერესო ალტერნატივა, რომელსაც ექნება მთელი რიგი უნიკალური შესაძლებლობები.

ახალი დამატებული