ვებ აპლიკაცია Lucidpress-ი
00:01:09
00:01:24
00:00:37
00:03:30
00:01:13
Lucidpress_რედაქტორი
00:00:48
00:01:42
00:02:47
00:02:50
00:01:02
00:03:05
00:02:13
00:01:09
00:01:24
00:00:37
00:03:30
00:01:13
Lucidpress_რედაქტორი
00:00:48
00:01:42
00:02:47
00:02:50
00:01:02
00:03:05
00:02:13
Lucidpress-ის საშუალებით, შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ რედაქტორში შევქმნათ და დავამზადოთ დასაბეჭდად ყველა შესაძლებელი დოკუმენტი, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტინები, ფურცლები, ფოტო და ვიდეო პრეზენტაციები, გაზეთები, ჟურნალები შესაძლებლია ინტერაქტიური პუბლიკაციების შექმნა, რომელშიც შეიძლება ჩაისვას ანიმაცია, ვიდეო, ბმული, გადასვლის აქტიური არეები და ა.შ.
Lucidpress აქვს კარგი შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისთვის, თქვენ შეგიძლიათ გაუხსნათ წვდომა თქვენს სამუშაოზე კოლეგებს ან შემკვეთებს და ამავე დროს შეიძლება ნება დართოთ როგორც რედაქტირების ასევე უბრალოდ კომენტირებისათვის, ან მხოლოდ გაცნობის მიზნით.
ამ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ნახავთ Lucidpress-ის სამუშაო გვერდის ფორმატირების საშუალებებს.
დოკუმენტის მარჯვნივ გამოსულ ჩანართში Page, პირველი, რასაც ირჩევთ არის სასურველი გვერდის სასურველი ზომა შემოთავაზებული ვარიანტებიდან ან შეგიძლიათ თქვენ თვითონ მიუთითოთ სასურველი ზომა კატეგორიაში Size & Orientation.
ასევე შეგიძლიათ შეაბრუნოთ გვერდი სიმაღლეს და სიგანის მიხედვით, ჩანართში Page აირჩიეთ Portrait ან Landscape. ამ პარამეტრების შეცვლა ნებისმერ დროს არის შესაძლებელი, თუმცა გირჩევთ საწყის ეტაპზე თავიდანვე განსაზღვროთ გვერდის მდებარეობა, რადგან შემდეგ მოგიწევთ გვერდის შიგთავისის გადაკეთება.
შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი შაბლონის მინდორი, იგივე ჩანართის ველში Mergins პატარა ზევით და ქვევით მიმართულ სამკუთხედებზე დაწკაპუნებით აირჩიეთ სასურველი მინდვრის ზომა.
თუ თქვენ ირჩევთ ჟურნალის ან წიგნის შაბლონს მაშინ უნდა გააქატიუროთ Facing Pages, Off-ზე დაწკაპუნების შემდეგ, იგი გააქტიურდება, რაც დაგეხმარებთ ჩასვათ კოლონტიტულები თოთოეულ გვერდზე სათაურებისა და ტექსტებისათვის. თუმცა Facing Pages -ის ფუნქციებს დეტალურად განვიხილავთ შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში.
გისურვებთ წარმატებებს!