ვებ აპლიკაცია Lucidpress-ი

Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress-ის საშუალებით, შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ რედაქტორში შევქმნათ და დავამზადოთ დასაბეჭდად ყველა შესაძლებელი დოკუმენტი, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტინები, ფურცლები, ფოტო და ვიდეო პრეზენტაციები, გაზეთები, ჟურნალები შესაძლებლია ინტერაქტიური პუბლიკაციების შექმნა, რომელშიც შეიძლება ჩაისვას ანიმაცია, ვიდეო, ბმული, გადასვლის აქტიური არეები და ა.შ. Lucidpress აქვს კარგი შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისთვის, თქვენ შეგიძლიათ გაუხსნათ წვდომა თქვენს სამუშაოზე კოლეგებს ან შემკვეთებს და ამავე დროს შეიძლება ნება დართოთ როგორც რედაქტირების ასევე უბრალოდ კომენტირებისათვის, ან მხოლოდ გაცნობის მიზნით.
Lucidpress-ში ტექსტის რედაქტირებისათვის ორჯერ დაწკაპუნებთ სასურველ ტექსტზე, ტექსტი მოინიშნება, ხოლო სამუშაო გვერდის მარჯვნივ გააქტიურდება ჩანართი, რომელიც რედაქტირების სხვადასხვა საშუალებებს გვთავაზობს. მაგ. ტექსტის ზომის შესაცვლელად რედაქტირების ჩანართში დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე და აირჩიეთ სასურველი ზომა, ამ ღილაკის ზევით მიმართული სამკუთხედის საშუალებით იზრდება შრიფტის ზომას, ხოლო დაბლა მიმართული სამკუთხედის არჩევის შემთხევვაში კი შრიფტის ზომა იკლებს. აქვე შეგვიძლია ტექსტის დასაფორმატებლად გამოიყენოთ შემდეგი ფუნქციები: Regular, Bold, oblique, Bold Oblique, პარალელურად აქვე შეიძლიათ განსაზღვროთ ტექსტის ფერი, დააწკაპუნეთ აქვე ჩანართის განყოფილებაში ფერების პალიტრის ღილაკზე და აირჩიეთ სასურველი ფერი. Aligment-განსაზღვრავს ტექსტის პოზიციას, მარცხენა კიდე, მარჯვენა კიდე, ცენტრირება და ორმხრივი გასწორება. Vertical Aligment- ამ ფუნქციის გამოყენებისას თუ თქვენ აირჩევთ Top align text - მაშინ როგორც ხედავთ ტექსტი გასწორდება ზემოთ მხარეს, Middle align text - ტექსტი გასწორდა შუაში და Bottom align text - აქ კი ტექსტი გასწორდა დაბლა. კატეგორია Lists ტექსტის მონიშვნის შემთხვევაში None ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ კი ირჩევთ ტექსტების მარკირებისა და ნუმერაციის სხვადასხვა მრავალფეროვან ვარინატებს. Columns, ხდება ტექსტების დაყოფა სვეტებად, მიუთითებთ სასურველ რაოდენობას. Tabs & Indents - ამ ღილაკის გამოყენებით არეგულირებთ აბზაცებს და ტექსტის მომდევნო ხაზებს. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული