ვებ აპლიკაცია Lucidpress-ი

Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress-ის საშუალებით, შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ რედაქტორში შევქმნათ და დავამზადოთ დასაბეჭდად ყველა შესაძლებელი დოკუმენტი, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტინები, ფურცლები, ფოტო და ვიდეო პრეზენტაციები, გაზეთები, ჟურნალები შესაძლებლია ინტერაქტიური პუბლიკაციების შექმნა, რომელშიც შეიძლება ჩაისვას ანიმაცია, ვიდეო, ბმული, გადასვლის აქტიური არეები და ა.შ. Lucidpress აქვს კარგი შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისთვის, თქვენ შეგიძლიათ გაუხსნათ წვდომა თქვენს სამუშაოზე კოლეგებს ან შემკვეთებს და ამავე დროს შეიძლება ნება დართოთ როგორც რედაქტირების ასევე უბრალოდ კომენტირებისათვის, ან მხოლოდ გაცნობის მიზნით.
მას შედეგ რაც გავიარეთ რეგისტრაცია Lucidpress-ზე, მნიშვნელოვანია გავიცნოთ Lucidpress-ის რედაქტორი, რომელიც შეიცავს სამუშაო გვერდს, მენიუს ზოლს, კონტექსტურ პანელს, კონტენტურ მენიუს, გვერდების მინიატურებს, რეჟიმის გადამრთავს. მომდევნო ვიდეო გაკვეთილში, ჩვენ დეტალურად შევეხებით Lucidpress-ის რედაქტორის ამ შესაძლებლობებს. გისურვებთ წარმატებებს

ახალი დამატებული