ვებ აპლიკაცია Lucidpress-ი

Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress-ის საშუალებით, შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ რედაქტორში შევქმნათ და დავამზადოთ დასაბეჭდად ყველა შესაძლებელი დოკუმენტი, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტინები, ფურცლები, ფოტო და ვიდეო პრეზენტაციები, გაზეთები, ჟურნალები შესაძლებლია ინტერაქტიური პუბლიკაციების შექმნა, რომელშიც შეიძლება ჩაისვას ანიმაცია, ვიდეო, ბმული, გადასვლის აქტიური არეები და ა.შ. Lucidpress აქვს კარგი შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისთვის, თქვენ შეგიძლიათ გაუხსნათ წვდომა თქვენს სამუშაოზე კოლეგებს ან შემკვეთებს და ამავე დროს შეიძლება ნება დართოთ როგორც რედაქტირების ასევე უბრალოდ კომენტირებისათვის, ან მხოლოდ გაცნობის მიზნით.
მაშ ასე ამ ვიდეო გაკვეთილში დეტალუარდ განვიხილავთ Lucidpress-ის რედაქტორის ძირითად კომპონენტებს. Lucidpress-ის რედაქტორის ზედა ნაწილში მოთავსებული მენიუს ზოლი უზრუნველყოფს სხვადასხვა ობიექტებზე წვდომას. ხოლო Lucidpress-ის რედაქტორის მარცხენა მხარეს მოთავსებული კონტენტური მენიუ შეიცავს პიქტოგრამებს სხვადასხვა ობიექტებისათვის, რომელთა დამატებაც შესაძლებელია დოკუმენტში. Lucidpress-ის-კონტექსტური პანელი კონტექსტური პანელი შეიცავს ყველა პარამეტრებს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ თქვენი დოკუმენტის რედაქტირებას, კონტექსტური პანელი შედგება 2 ძირითადი ჩანართისაგან: გვერდი/განლაგება და ასევე დამატებითი ჩანართებით (ტექსტი, სტილი, გალერეა, ვიდეო, სურათი, ფორმები და ა.შ) რომლებიც გააქტიურდება შესაბამისი ობიექტის არჩევისთანავე. კონტექსტური პანელის დაბლა მხარეს Layers ფენა/შრე გაჩვენებთ ობიექტებს, რომლებიც განაწილებული და დაყოფილია კატეგორიების მიხედვით. გვერდების მინიატურები Lucidpress-ის სამუშაო გვერდის მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ გვერდის მინიატურებს, სადაც თქვენ მარტივად შეძლებთ გადაადგილოთ გვერდების თანმიმდევრობა დოკუმენტში. მაგალითად: იმისათვის, რომ წაშალოთ გვერდი ან დუბლირება გააკეთოთ, მაუსის მარჯვენა დააწკაპუნეთ და ჩამონათვალში თუ გინდათ წაშალოთ გვერდი აირჩიეთ Delete Page, ხოლო თუ დუბლიკატის გაკეთება გინდათ, მაშინ აირჩიეთ Duplicate Page. მომდევნო ფურცელზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ სასურველ მინიატურაზე და ბოლოს თანმიმდევრობის შესაცვლელად კი მინიატურები გადაადგილეთ მაუსის დახმარებით. რეჟიმის შეცვლა სამუშაო გვერდის დაბლა მოთავსებულია რეჟიმის შეცვლის მენიუ. • Layout Mode –დოკუმენტის შიგთავსი; • Interaction Mode – დოკუმენტის ინერაქტიული რეჟიმი; • Comment Mode – კომენტარების რეჟიმი; • Preview Mode - დათვალირების რეჟიმი.

ახალი დამატებული