ვებ აპლიკაცია Lucidpress-ი

Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress-ის საშუალებით, შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ რედაქტორში შევქმნათ და დავამზადოთ დასაბეჭდად ყველა შესაძლებელი დოკუმენტი, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტინები, ფურცლები, ფოტო და ვიდეო პრეზენტაციები, გაზეთები, ჟურნალები შესაძლებლია ინტერაქტიური პუბლიკაციების შექმნა, რომელშიც შეიძლება ჩაისვას ანიმაცია, ვიდეო, ბმული, გადასვლის აქტიური არეები და ა.შ. Lucidpress აქვს კარგი შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისთვის, თქვენ შეგიძლიათ გაუხსნათ წვდომა თქვენს სამუშაოზე კოლეგებს ან შემკვეთებს და ამავე დროს შეიძლება ნება დართოთ როგორც რედაქტირების ასევე უბრალოდ კომენტირებისათვის, ან მხოლოდ გაცნობის მიზნით.
ფიგურების ჩასასმელად ავირჩიოთ კონტენტური მენიუდან Shapes, ფუგირებიდან აირჩიეთ სასურველი ფიგურა და დააწკაპუნეთ ზედ...ფიგურა ავტომატურად გადმოვა Lucidpress-ის სამუშაო ფურცელზე. ფიგურაზე დაწკაპუნების შემდეგ ავტომატურად გააქტიურდება ფურცლის მარჯვნივ კონტექსტურ მენიუში ფიგურის რედაქტირებისათვის საჭირო ფანჯარა, შესაბამისად შეგვიძლია ფიგურას შევუცვალოთ ფერი, შევცვალოთ ფიგურის ხაზის ფერი და სტილი, დავარეგულიროთ ფიგურის ჩრდილი, განვსაზღვროთ ფიგურის პოზიცია, ზომა აგრეთვე ფურცლისა და ტესტის პარამეტრები. მაშ, ასე ფიგურის ფერის შესაცვლელად დააწკაპუნეთ ჯერ ფიგურაზე, ხოლო შემდეგ კონტექსტურ მენიუში, ჩანართში Shapes- დააწკაპუნეთ Fill _გამოვა ფერების მრავალფეროვანი არჩევანი და აირჩიეთ სასურველი ფერი. Border-ფიგურის ხაზის სისქის, ფერის და სტილის შეცვლა. Layout-ჩანართი_ position&size აქ შესაძლებელია ფიგურის გადაადგილება და მისი ზომის შეცვლა. Rotate- ფიგურის შებრუნება სასურველი მიმართულებით. Arrange-ფიგურის დაფიქსირება ფურცელზე ისე, რომ მისი გადაადგილება შეულებელი იყოს, ამისათვის მონიშნეთ ფიგურა და დააწკაპუნეთ Lock, ბრძანების გასაუქმებლად კი შეგიძლიათ მიუთითოთ Unlocke. რამდენიმე ფუგურის დაჯგუფება, მონიშენეთ სასურველი ფიგურები და აირჩიეთ Group, ამ ბრძანების გასაუქმებლად დააწკაპუნეთ Ungroupe. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული