ვებ აპლიკაცია Lucidpress-ი
00:01:09
00:01:24
00:00:37
00:03:30
00:01:13
Lucidpress_რედაქტორი
00:00:48
00:01:42
00:02:47
00:02:50
00:01:02
00:03:05
00:02:13
00:01:09
00:01:24
00:00:37
00:03:30
00:01:13
Lucidpress_რედაქტორი
00:00:48
00:01:42
00:02:47
00:02:50
00:01:02
00:03:05
00:02:13
Lucidpress-ის საშუალებით, შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ რედაქტორში შევქმნათ და დავამზადოთ დასაბეჭდად ყველა შესაძლებელი დოკუმენტი, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტინები, ფურცლები, ფოტო და ვიდეო პრეზენტაციები, გაზეთები, ჟურნალები შესაძლებლია ინტერაქტიური პუბლიკაციების შექმნა, რომელშიც შეიძლება ჩაისვას ანიმაცია, ვიდეო, ბმული, გადასვლის აქტიური არეები და ა.შ.
Lucidpress აქვს კარგი შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისთვის, თქვენ შეგიძლიათ გაუხსნათ წვდომა თქვენს სამუშაოზე კოლეგებს ან შემკვეთებს და ამავე დროს შეიძლება ნება დართოთ როგორც რედაქტირების ასევე უბრალოდ კომენტირებისათვის, ან მხოლოდ გაცნობის მიზნით.
ამ ვიდეო გაკვეთილში ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ შეიძლება ლუციდპრესში შექმნილი დოკუმენტის გაზიარება ელ. ფოსტაზე. ამისათვის კი ავირჩიოთ სასურველი დოკუმენტი, შემდეგ კი დოკუმეტის ზედა მარჯვენა მხარეს არის ღილაკი share, გამოსულ ფანჯარაში არის სამი ჩანართი: Sharing, Publish, Embed… ავირჩიოთ Sharing, შემდეგ კი - Email, დაბლა გამოსულ ველში ჩავწეროთ ელ. ფოსტის მისამართი, ვისაც უზიარებთ დოკუმენტს, აქვე შეგიძლიათ განუსაზვროთ ადრესატს დოკუმენტზე წვდომის დონეები... მაგ. იმ შემთხვეაში თუ გსურთ, რომ ადრესატი მხოლოდ დამთვალიერებელი იყოს თქვენს მიერ გაზიარებული დოკუმეტისა მაშინ დააწკაპუნეთ პატარა სამკუთხედზე და აირჩიეთ Сan view, თუ ადრესატს აძლევთ კომენტირების საშუალებას მაშინ უნდა აირჩიოთ Can comment, იმ შემთხვევაში თუ ადრესატმა გინდათ, რომ თქვენს მიერ გაზიარებლ დოკუმნეტში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები მაშინ ირჩევთ Can edit და ბოლოს თუ არჩევთ is owner მაშინ თქვენ ადრესატს ანიჭებთ მფლობელის უფლებას და შესაბამისად მას შეუძლია ნებისმიერი მოქმედებები შეასრულოს გაზიარებლ დოკუმენტზე.
მომდევნო ველში მოკლე ტექსტური შეტყობინება შეგიძლიათ დაწეროთ და ბოლოს დააწკაპუნეთ Send.
ელ. ფოსტაზე კი გაზიარებული დოკუმენტი აი ასე გამოიყურება, შემდეგ აირჩევთ View Document.
გისურვებთ წარმატებებს!