ვებ აპლიკაცია Lucidpress-ი

Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress_რედაქტორი
Lucidpress-ის საშუალებით, შესაძლებელია პირდაპირ ონლაინ რედაქტორში შევქმნათ და დავამზადოთ დასაბეჭდად ყველა შესაძლებელი დოკუმენტი, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტინები, ფურცლები, ფოტო და ვიდეო პრეზენტაციები, გაზეთები, ჟურნალები შესაძლებლია ინტერაქტიური პუბლიკაციების შექმნა, რომელშიც შეიძლება ჩაისვას ანიმაცია, ვიდეო, ბმული, გადასვლის აქტიური არეები და ა.შ. Lucidpress აქვს კარგი შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობისთვის, თქვენ შეგიძლიათ გაუხსნათ წვდომა თქვენს სამუშაოზე კოლეგებს ან შემკვეთებს და ამავე დროს შეიძლება ნება დართოთ როგორც რედაქტირების ასევე უბრალოდ კომენტირებისათვის, ან მხოლოდ გაცნობის მიზნით.
ლუციდპრესში შექმნილ დოკუმენტში შესაძლებელია დავამყაროთ ონლაინ თანამშრომლობა ელ. ფოსტის საშუალებით, ამისათვის, ავირჩიოთ Share, შემდეგ შევიტანოთ იმ პირების ელ. ფოსტის მისამართი ვისთანაც ვაპირებთ ონლაინ თანამშომლობას, შეგვიძლია დავამატოთ რამდენიმე მისამართი, თუ გინდათ, რომელიმე წევრი წაშალოთ ამისათვის, მისამართის მარჯვნივ დააწკაპუნეთ X და წაიშლება მისამართი. მაშ ასე მას შემდეგ რაც შეიტანთ სასურველ ელ. ფოსტის მისამართებს ონლინ თანამშროლობისათვის ბოლოს დაადასტუროთ ღილაკზე Email Collaborators. ელ. ფოსტაზე კი ონლაინ თანამშრომლობისათვის მოწვევა ასე გამოიყურება. გისურვებთ წარმატებებს!

ახალი დამატებული