knovio - ვებ გვერდი http://www.knovio.com

http://www.knovio.com - ეს არის ვებგვერდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს პრეზენტაციას დავამატოთ ვიდეო განხილვა.
იმისათვის რომ გვხსნათ ვებგვერდი, ბრაუზერის სამისამართო ველში ავკრიფოთ knovio.com და შესაბამისად Enter ღილაკზე დაწკაპუნებით გაიხსნება ვებგვერდი. ვებგვერდზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლა. განსხვავებით სხვა ვებგვერდებისგან knovio.com -ზე არ არის შესაძლებელი სოციალური ქსელების ანგარიშებით ან Google - ს ანგარიშით შესვლა, აუცილებელია შეიქმნას ახალი უნიკალური ანგარიში ახალი მომხმარებლისთვის. knovio.com გაძლევთ შესაძლებლობას თქვენს მიერ შექმნილი პროდუქტი გააზიაროთ სოციალური ქსელებით facebook და Twitter -ის საშუალებით. რეგისტრაციის გასავლელად ვირჩევთ ღილაკს Sign in. გამოსულ ფაჯარაში რეგისტრირებულ მომხმარებელს შეყავს ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი, Sign in ღილაკზე დაწკაპუნებით შედის საკუთარ ანგარიშზე. თუ მომხმარებელი პირველად რეგისტრირდება knovio.com -ზე, მაშინ მომხმარებელი ავსებს Sign up ღილაკზე დაწკაპუნებით გამოსულ ანკეტას.

ახალი დამატებული