knovio - ვებ გვერდი http://www.knovio.com

http://www.knovio.com - ეს არის ვებგვერდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს პრეზენტაციას დავამატოთ ვიდეო განხილვა.
Knovio-ს გააჩნია მუშაობის ორი რეჟიმი: კომპიუტერისთვის განკუთვნილი სამუშაო ვერსია და მობილური ტელეფონით სამუშაო ვერსია. კომპიუტერით Knovio-ში სამუშაოდ ვირჩევთ ღილაკს Lounch knovio . მობილურით სამუშაოდ მომხმარებელმა Download knovio mobile ღილაკზე დაწკაპუნებით უნდა ჩამოტვირთოს მობილურისთვის განკუთვნილი აპლიკაცია, რის შემდეგაც მომხმარებელი შეძლებს Knovio-ში თავის ანგარიშში მუშაობას. Knovio-ს გააჩნია სამუშაო მენიუ, განვიხილოთ თითოეული ცალცალკე. My Library ღილაკს მომხმარებელი გამოყავს საწყის გვერდზე. Stats ღილქაკზე დაჭერით გამოსული გვერდი მომხმარებელს აწვდის სტატისტიკურ ინფორმაციას პრეზენტაციების ნახვის რაოდენობის, პრეზენტაციების ნახვის დროის ხანგძლივობის და აქტიურად ნახვადი პრეზენტაციების რეიტინგის შესახებ, როგორც რიცხობრივი მნიშვნელობით ასევე დიაგრამის სახით. მომხმარებელს შეუძლია სტატისტიკური მონაცემების ექსელის ფაილად ჩამოტვირთვა Download Exel File ღილაკის საშუალებით. Feedback ღილაკი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას უკუკავშირი ქონდეს საიტის ადმინისტრაციასთან საიტის მომავალი განვითარებისათვის. მომხმარებელს სეყავს თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართი და შესაბამისი ტექსტი საიტის განვითარების იდეაზე. Submit ღილაკით უგზავნის ადმინისტრაციას. Support ღილაკით მომხმარებელი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში უკავშირდება საიტის ადმინისტრაციას პრობლემის მოსაგავრებლად. Settings მენიუში მომხმარებელი არედაქტირებს თავისი ანგარიშის პარამეტრებს, მომხმარებლის სახელს და პაროლს. Logout ღილაკით კი გამოდის ანგარიშიდან.

ახალი დამატებული