knovio - ვებ გვერდი http://www.knovio.com

http://www.knovio.com - ეს არის ვებგვერდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს პრეზენტაციას დავამატოთ ვიდეო განხილვა.
ავირჩიოთ Knovio-ს კომპიუტერით სამუშაო რეჟიმი. Knovio-სი მუშაობა შედგება სამი ეტაპისაგან. პირველი ეტაპია სლაიდშოუს ატვირთვა. მეორე ეტაპია სლაიდშოუზე ვიდეო ანოტაციის დადება პრეზენტატორის ვიზუალური გამოსახულებით. მესამე ეტაპია შექმნილი პროდუქტის გაზიარება სოციალურ ქსელში. პრეზენტაციის ატვირთვა ხდება Upload Slides ღილაკზე დაჭერით, ვირჩევთ საპრეზენტაციო ფაილს და Open ღილაკზე დაჭერით ვახდენთ პრეზენტაციის ატვირთვას. ათვირთვის დასრულების შემდეგ View your slides ღილაკზე დაჭერით შეგვიძლია ვნახოთ ჩვენს მიერ ატვირთული პრეზენტაცია. მეორე ეტაპზე გადასასვლელად ვაჭერთ ღილაკზე Next Step : Record video. იმისათვის რომ ვიდეო ჩავწეროთ საჭიროა ვებგვერდს აღვაქვევინოთ ჩვენი კომპიუტერის ვიდეო თვალი და მიკროფონი, ამისათვის Adobe Flash Player Settings ფანჯარაში ავირჩიოთ ღილაკი Allow . ვიდეო ანოტაციის ჩაწერა სლაიდის თითოეულ კადრზე ხდება ინდივიდუალურად Record ღილაკზე დაჭერით. ჩვენს მიერ ატვირთული სლაიდის მაგალითზე განვიხილოთ სლაიდზე ვიდეო ანოტაციის დადების პროცესი. გამარჯობათ ბავშვები! დღეს ჩვენ სევასრულებთ მოქმედებებს რიცხვ 17-ზე. ყურადღებით დააკვირდით სურათს! რამდენი ალუბალია? კიდევ რამდენი უნდა დავხატოთ რომ გახდეს 17? ჩემო პატარა მეგობრებო მოიფიქრეს რიცხვები ისე რომ სახლის ყოველი სართულის გამოტოვებულ ადგილას ჩაწერის შემთხვევაში გვერდით დაწერილ რიცხვთან ჯამში იყოს 17. მომხმარებელს შეუძლია მის მიერ შექმნილი პროდუქტის წინასწარი დათვალიერება შენახვამდე Preview ღილაკზე დაჭერით გამოსულ ფანჯარაში. შექმნილი პროდუქტის გასაზიარებლად მომხმარებელი აჭერს ღილაკზე Next Step : Publish . გამოსულ ფანჟარაში უნდა მივუთითოთ შექმნილი პროდუქტის შენახვის სახელი და აღწერილობა. Save and get on with it ღილაკზე დაჭერით პრეზენტაცია ინახება და გადადის გაზიარების ფანჯარაში. მომხმარებელი ირჩევს სასურველ სოციალურ ქსელს სადაც უნდა პრეზენტაციის გაზიარება. ჩვენს შემთხვევაში ვირჩევთ facebook სოციალურ ქსელს, ავტორიზაციის გავლის შემდეგ ვაჭერთ ბმულის გაზიარებაზე და ვაზიარებთ ჩვენი facebook-ის კედელზე.

ახალი დამატებული