მულტიმედიური-სასწავლო რესურსის შექმნა - meograph

მულტიმედიური-სასწავლო რესურსის შექმნა ვებ გვერდის www.meograph.com -ის გამოყენებით
გახსენით თქვენს კომპიუტერში არსებული ბრაუზერი და მისამართის ზოლში ჩაბეჭდეთ: meograph.com მუშაობის დასაწყებად საჭიროა გავიაროთ ავტორიზაცია, დავაკაპუნოთ LOGIN ღილაკს. ჩავბეჭდოთ მომხმარებლის სახელი, შემდეგ შევიყვანოთ პაროლი, და დავაწკაპუნოთ LET’S MEOGRAPH ღილაკს. ჩვენი ისტორიის შესაქმნელად დავაწკაპუნოთ CREAT MEOGRAPH ღილაკს. გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა მომენტების დამატება. შევქმნათ ისტორია, დავაწკაპუნოთ + ADD MOMENT ღილაკს. მეოგრაფი გვთავაზობს სურათის, ვიდეოს ან ხმის ჩაწერას. დავიწყოთ სურათის ჩასმით: დავაწკაპუნოთ PHOTO–ს. ჩვენ შეგვიძლია ავტვირთოთ სურათი სხვადასხვა გზით. ჩვენ ავტვირთავთ სურათებს ჩვენს კომპიუტერიდან. დავაწკაპუნოთ Choose File ღილაკს და კომპიუტერში მოვძებნით საქაღალდეს, სადაც შენახულია სურათები. მე დაგეგმილი მაქვს შევქმნა MEOGRAPH –ი (ისტორია), იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა ადამიანის საცხოვრებლები. ჩავსვი გამოქვაბული – პირველი ადამიანის საცხოვრებელი. იმისათვის, რომ მეოგრაფში ჩასმული სურათები უფრო საინტერესო იყოს, ჩვენ შეგვიძლია დავადოთ სურათს ხმა. დავაწკაპუნოთ NARRATION ღილაკს და შემდეგ დავაკაპუნოთ ჩაწერის ღილაკს. პროგრამა ამოწმებს კომპიუტერში ჩამწერი მოწყობილობის არსებობას და გვთხოვს წვდომას ამ მოწყობილობასთან, მოვნიშნავთ Allow და დავაწკაპუნოთ Remember ჩამრთველს, შემდეგ ღილაკს Close. კიდევ ერთხელ დავაწკაპუნოთ თანხმობის Allow ღილაკს. რათა სისტემას წვდომა ქონდეს თქვენი კომპიუტერის ჩამწერ მოწყობილობასთან. დაიწყო უკუთვლა, (ვსაუბრობ ხმის ჩასაწერად). გავთიშოთ ხმის ჩაწერა. როდესაც მოვრჩებით ფრაგმენტის ჩაწერას დავაწკაპოთ Conclusion-ს ღილაკს. შემდეგ ახალი მომენტის დასამატებლად დავაწკაპუნებთ + ADD MOMENT ღილაკს. კვლავ შევარჩიოთ სურათი. ავტვირთოთ იგი საქაღალდიდან. დავასრულოთ ფრაგმენტი და ჩავსვათ ახალი მომენტი. კვლავ ჩავსვათ ფოტო, დავასრულოთ ეს მომენტიც. ჩავსვათ კიდევ ერთი მომენტი, შეგვიძლია დავარეგულიროთ სურათის ადგილმდებარეობა სლაიდზე, გავადიდოთ ან დავაპატარაოთ. დავასრულოთ ეს მომენტიც. დავამატოთ კიდევ ერთი მომეტი. დავასრულოთ. ახლა ჩავსვათ კიდევ ერთი მომენტი. ჩავსვათ ვიდეო. მეოგრაფი გვაძლევს საშუალებას ჩავსვათ ვიდეო YOUTUBE–დან. შევიყვანოთ იმ ვიდეოს სახელწოდება რომლის ჩასმაც გვსურს ისტორიაში, დავაწკაპუნოთ Search ღილაკს. მე შევარჩიე ვიდეო, თუ როგორ შენდება სახლი. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს უყუროთ ვიდეოს, სანამ მას შევარჩევთ. ჩასასმელად დავაწკაპუნოთ SELECT ღილაკს, რათა ვიდეო ჩაჯდეს ისტორიაში. ასევე მეოგრაფის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ არა მთელი ვიდეო, არამედ მხოლოდ ფრაგმენტი. შერჩევის შემდეგ დავადასტუროთ არჩევანი. კვლავ შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი მომენტი. შევარჩიოთ ვიდეო, ავირჩიოთ იგივე ვიდეო, ავირჩიოთ ამ ვიდეოს სხვა რაიმე ნაწილი. კვლავ დავადასტუროთ არჩევანი. დასასრულს ჩავბეჭდოთ ისტორიის სახელი. დავადოთ ხმა ჩასმულ სლაიდებს, რომელთათვისაც ხმა ჯერ არ დაგვიდია. ვაწკაპუნებ ჩამწერ ღილაკს, (ვსაუბრობთ სლაიდის შესაბამის თემაზე) დასასრულს ვთიშავ ჩაწერას. ასეთივე გზით დავასრულებ ყველა სლაიდზე ხმის დადებას. უკვე ჩასმული სლაიდებიდან, თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ რომელიმე სლაიდი, რისთვისაც დავაწკაპუნებთ X ღილაკს, შემდეგ დავადასტუროთ DELETE ღილაკზე დაკაპუნებით. ახლა მოვნიშნოთ მეოგრაფის ყდა, და ავირჩიოთ ბრძანება Cange cover photo-ს, შევარჩიოთ სურათი ყდისთვის თქვენს კომპიუტერიდან. დავადოთ ხმა ყდას. ახლა მოუსმინოთ მეოგრაფს, რომელიც შევქმენით PLAY ღილაკის საშუალებით. დასასრულს თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი მეოგრაფი EMBED (ემბედ) კოდის საშუალებით ბლოგზე ან სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

ახალი დამატებული