Scratch

Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
Scratch 2.0 -პროგრამის ძირითადი ელემენტები
რემიქსები
პროექტის შექმნის და რედაქტირების რეჟიმი (Create გვერდი)
პრაქტიკული რჩევები -ვიდეო რგოლების სერია: თუ როგორ.....?
ტუტორიალები
ხატვა
Pen ჯგუფის სკრიპტები
ხატვა (გაგრძელება)
დავხატოთ წრე, რადიუსი. დიამეტრი, სეგმენტი
შესავალი
პროგრამა სკრეჩის ინტერფეისი
პროგრამა სკრეჩის გრაფიკული რედაქტორი
მოგესალმებით, მეგობრებო! მე დღეს მინდა გაგაცნოთ საგანმანათლებლო სფეროში ძალიან ცნობილი ციფრული რესურსი, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე: www.scratch.mit.edu . გთხოვთ ჩაიწეროთ იგი, რათა გახსნათ ეს მისამართი იმ პროგრამაში, რომელსაც თქვენ ყველაზე ხშირად იყენებთ ვებგვერდების დასათვალიერებლად, ეს შეიძლება იყოს internet Explorer, Mozilla Firefox, Chrome . მე გამოვიყენებ Mozilla Firefox-ს. სამისამართო ველში აკრიფეთ scratch.mit.edu და დააჭირეთ ღილაკ Enter-ს. Scratch-ის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეს არის პროგრამა, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია და მოახდინოთ გაზიარება თქვენი მქნილების ინტერნეტ საზოგადოებისთვის. Scratch-ი ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარება ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობითი პროექტებში მონაწილეობა- ანუ შესძენს მათ 21 საუკუნეში საჭირო უნარ-ჩვევებს. Scratch-ი შექმნილია კომპანია MIT Media Lab-ის Lifelong Kindergarten Group-ის მიერ და იგი უფასოა. Scratch-ი ნათარგმია 40 ენაზე და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანაში გამოიყენება. Scratch-ი გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე ააფორმალურ სასწავლო გარემოში- სკოლის მასწავლებლები, საგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარები, ბიბლიოთეკარები, მუზეუმის თანამშრობლები, მშობლები, ასევე Scratch-ს იყენებენ როგორც პროგრამირების საბაზისო ელემენტების შესწავლის საშუალებას. ვნახოთ სარეკლამო რგოლი Scratch-ის შესახებ, რათა უკეთესად გავეცნოთ პროგრამის შესაძლებლობებს. Scratch-ი შექმენით საკუთარი პროექტი, ანიმაცია, მოთხრობა, მუსიკა, სიმულაცია, ხასიათი, საშუალება. მისინჯეთ იგი, პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შექმენით საკუთარი პროექტი. გაუზიარეთ თქვენი პროექტი სხვას. აღმოაჩინეთ მილიონობით სხვა პროექტები. მოიწონეთ, ჩაიხედეთ შიგნით. გახდით ექსპერიმემტატორი, ითამაშეთ და შეცვალეთ ის და შექმენით საკუთარი პროექტი. ეს შეგიძლიათ შექმნათ თქვენც. 6 000 000 -ზე მეტი პროექტი არის შექმნილი და გაზიარებული ამ პროგრამის მეშვეობით. მოსინჯეთ, ნახეთ მაგალითები, შეუერთდით Scratch-ის საზოგადოებას. ის უფასოა.
მოგესალმებით, მეგობრებო! ჩვენ დღეს ვიწყებთ მეორე სესიას Scratch-თან დაკავშირებულს. პირველი სესია ეხებოდა ზოგად ნაწილს- პროგრამის დანიშნულებას, მიზანს და იმას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამ პროგრამაში და ვნახეთ სარეკლამო რგოლი სკრეჩის შესახებ. შევდივართ ვებგვერდზე, რომლის მისამართი მე წინასწარ მაქვს გაკრული ჩემს სამუშაო მაგიდაზე და შევუერთდეთ Scratch-ის საზოგადოებას- Join Scratch- დავაჭიროთ ამ ღილაკს. გამოვიდა რეგისტრაციის ფანჯარა, რომელიც 3 ნაბიჯისგან შედგება. Scratch-ი გვატყობინებს, რომ საიტზე რეგისტრაციის პროცესი არის მარტივი და უფასო და გვთავაზობს ავირჩიოთ Scratch-ის სისტემაში შესასვლელი სამომხმარებლო სახელი. ინფორმაციის სახით გვაწვდის, რომ "არ გამოვიყენოთ ჩვენი რეალური სახელი". მატყობინებს, რომ ასეთი სახელი უკვე არსებობს-ამიტომ უნდა მოვიფიქროთ რაიმე სხვა. შემდეგი ველი არის პაროლის შესაყვანი ველი, ასევე გვატყობინებს რომ " დავიმახსოვროთ პაროლი და არ გავანდოთ იგი სხვას". შევიყვანოთ ჩვენთვის სასურველი პაროლი. მეორე ველში სპეციალურად დავუსვი შეცდომა. რეგისტრაციის დროს, როგორც წესი ჩვენ ყოველთვის გვთხოვენ პაროლის გამეორებას და როდესაც მეორედ შეყვანილი პაროლი არ ემთხვევა პირველს, ჩვენ ყოველთვის გვატყობინებენ ამის შესახებ. გავიმეორებ პაროლს, იმედია უკვე სწორად და დავაჭერ NEXT -ღილაკს. შემდეგ ფანჯარაში Scratch-ი ასევე გვატყობინებს, რომ ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი იქნება შენახული უსაფრთხოთ. ავირჩიოთ ჩვენი დაბადების თვე, წელი, სქესი , ქვეყანა-Georgia და მივუთითოთ ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და დავაჭიროთ NEXT -ღილაკს. მადლობას გვხიდიან იმაზე, რომ ჩვენ გავერთიანდით Scratch- საზოგადოებაში და ინფორმაციას გვაწვდიან პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ ზოგადად გავეცანით ამას წინა სესიაზე, და ამიტომ Ok Lets go - "წავედით". სისტემაში შესული ვარ უკვე ჩემს მიერ არჩეული მომხმარებლის სახელით, მაქვს ერთი შეტყობინება , მე ვფიქრობ რომ გვესალმებიან. ეხლა სისტემიდან გამოვიდეთ , სადაც ჩვენი მომხმარებლის სახელი წერია, იქ არის ასეთი პატარა სამკუთხედი, ჩამოვშალოთ იგი და ბოლოს არის ღილაკი: Sign out-ანუ სისტემიდან გამოსვლა. რეგისტრაციის პროცესი ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს და ამიტომ ჩვენ ვირჩევთ უკვე Sign in -ღილაკს, შეგვყავს მომხმარებლის სახელი და პაროლი და შევდივართ სისტემაში. ჩვენ გავიარეთ რეგისტაცია საიტზე , შევედით სისტემაში, გამოვედით და კვლავ შევედით, ეხლა მე შესული ვარ, როგორც მომხმარებელი

ახალი დამატებული